| From : | Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | კოხლეარული იმპლანტების შესახებ |
| Cc : | Nia Khachidze <nkhachidze@moh.gov.ge>; Alisa Tsuladze <atsuladze@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.09.2020 14:28 |
| Attachments : |
ივა ქევანიშვილთან შედგა სატელეფონო საუბარი, ის იმყოფება თვითიზოლაციაში რადგან აქვს მოგზაურობის ისტორია და შეხვედრაზე მოსვლა შეუძლია სამშაბათს.
იქამდე ვეცადე რამდენიმე საკითხის დაზუსტებას იმ 15 იმპლანტის შესახებ რომელიც დასაწყობებულია კლინიკა kind-სმენა, ში და ჯერ არ არის ჩატარებული ოპერაცია.
1) ორი ბენეფიციარი რომელთაც 2014 წელს გადაეცათ იმპლანტი და იმპლანტებს გაუვიდათ ვადა
a. ივა ამბობს რომ ამ ადამიანებთან ვერ ხერხდებოდა კონტაქტის დამყარება, 6 წლის განმავლობაში (ამ პერიოდის 6 წლის განმავლობასი მისი თქმით სამინისტროს ატყობინებდა ამ პრობლემის შესახებ ოღონდ ვერბალურად) 2020 წლის იანვარში ტრეფიკინგის სააგენტოპს ჩარევით მოხდა ამ ადამიანების მოძიება და მათ ოფიციალური წერილით უარი თქვეს იმპლანტზე.
b. იმ 25,02,2020 წერილში რომლითაც კლინიკა kind-სმენა სამინისტროს ატყობინებდა ამ ბენეფიციარების უარის შესახებ, წერია რომ ამ იმპლანტების გამოყენება ვეღარ მოხერხდება და მათი ახალი იმპლანტების ჩანაცვლებისთვის საჭირო იქნება გარკვეული თანხის გადახდა.
c. ტრეფიკინგის სააგენტოს დავუსვი შეკითხვა თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ბენეფიციარის ჩანაცვლება ახლით, მათ მიპასუხეს რომ უკვე ნაყიდ იმპლანტებზე თანხის დამატება ახლის ჩანაცვლების მიზნით იურიდიულად სცდებოდა მათ კომპეტენციებს და ამიტომ არ მოახდინეს რეაგირება.
d. დღევანდელ სატელეფონო საუბარში ივა ქევანიშვილმა თქვა რომ ამ იმპლანტების ახლით ჩანაცვლებისთვის აღარ იქნება საჭირო თანხის დამატება (ამას ის ხსნის თავისი პირადი კავშირებით მომწოდებელთან) და დამატებითი გადასახადის გარეშე შესაძლებელი იქნება დამატებით ორი ახალი ბენეფიციარისთვის ოპერაციის ჩატარება, მას შემდეგ რაც ეს იმპლანტები გამოიცვლება (ალბათდრო დასჭირდება ამ იმპლანტების გაგზავნას და ახალის ჩამოსვლას)
2) 15 იმპლანტიდან რომელიც ახლა დასაწყობებულია კლინიკა kind-სმენაში დაგეგმილია 5 ოპერაცია.
a. ივა ქევანიშვილს დავუსვი შეკითხვა თუ რატომ არ მოხდა აქამდე ამ ოპერაციების ჩატარება და რატომ ხდება ამ დროში სენსიტიური ოპერაციის გაჭინაუირება მან დაასახელა სამი მიზეზი
i. უცხოელი ქირურგი როცა ჩამოგვყვას უფრო მალე ვაკეტებთ და ზოგ მშობელს ურჩევნია დაელოდოს (ეს პირდაპირ ამ სიტყვებით არ უთქვამს მაგრამ მესიჯი ეს იყო), მაგრამ აქვე ხაზი გაუსვა რომ მათ გარეშეც შეუძლიათ ოპერაციის გაკეთება.
ii. Covid-19 ის გამო და საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო პაციენტები თავს არიდებენ საავადმყოფოში მისვლას
iii. ზოგი მშობელი სპეციალურად წელავს დროს რაგან იციან რომ შეიძლება შემდეგ შესყიდვაზე ახალი თაობის აპარატები ჩამოვიდეს და შემდეგ ამ ახალი თაობის აპარატებზე გადაცვალონ.
3) 15 იმპლანტიდან რომელიც ახლა დასაწყობებულია 1 აცხადებს შემდეგს: შეიძლება ჩემს შვილს აღარ დასჭირდეს იმპლანტი მაგრამ შეიძლება დასჭირდეს და ამიტომ არ იტარებს ოპერაციას და ელოდება ექიმების პასუხს,ივას თქმით მსგავსი შემთხვევბი ადრეც ყოფილა და მიღებული პრაქტიკაა. ამის გამოსასწორებლად გავაჟღერეთ რამდენიმე იდეა.
a. უფრო დაკვირვებით დაისვას კოხლეარული იმპლანტის ჩადგმის საჭიროება რათა თავიდან იყოს არიდებული ისეთი პაციენტებისტვის გადაცემა რომელიც არ საჭიროებენ იმპლანტს
b. იმ პაციენტებს რომელიც ვერ წყვეტს უნდა თუ არა იმპლანტი, ჩამოერთავს იმპლანტი და მიიღოს სხვა ბენეფიციარმა, ხოლო ის პაციენტი ვინც იმპანტი დათმო გადავიდეს ისევ მომლოდინეთა სიაში მაღალი პრიორიტით.
4) 15 იმპლანტიდან 2 ის ბენეფიციარს აქვს სიტყვიერი უარი ნატქვამი იმპლანტზე და საჭიროა მათი წერილობითი უარყოფის მოპოვება რომ ჩანაცვლდნენ ახალი პაციენტებით.
ამ ყველა ბენეფიციარის სიტუაციის მოგვარების შემდეგაც დარჩება 5 იმპლანტი რომელთა ბენეფიციარებთანაც „ვერ ხერხდება დაკავშირება“ თუმცა ჩემი აზრით ეფექტური მცდელობის შემდეგ შევძლებთ მათ მოძიებასაც.
ჩემი აზრით მთავარი პრობლემას წარმოადგენს ბენეფიციარის მიდევნების სისტემის არ ქონა, რატომ მოხდა რომ 5 წლის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ ბენეფიციარებს და მათი იმპლანტები უბრალოდ იდო? რატომ არ არის ეფექტური სისტემა რომელიც პაციენტს ავტომატურად ამოაგდებდა პროგრამიდან ასეთ შემთხვევაში.
ამ საკითხებზე უშუალოდ ივასთან ლაპარაკს შევძლებთ სამშაბათის შემდეგ, როცა ის გამოვა კარანტინიდან, იქამდე მე მას ვთხოვე მაქსიმალურად დაეჩქარებინა ის 5 ოპერაცია რომელიც წლის ბოლომდეა ჩანიშნული, ასევე მაქსიმალურად დაეჩქარებინა იმ ვადაგასული იმპლანტების გამოცვლა ახლით.
პატივისცემით
ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო
პოლიტიკის დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
+995 591 50 49 45
+995 32 2 51 00 38