From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : კონტაქტირებულთა მართვა
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Ana Kasradze Gmail <anakasradze@gmail.com>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>
Received On : 07.10.2020 16:23
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

ქალბატონო თამარ,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართელოს მთავრობის N1938, 6 ოქტომბრის განკარგულების, კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და ჩატარების წესის, „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ტესტირებას ექვემდებარებიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური - დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით. აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს უსიმპტომო კონტაქტების იზოლაციიდან გასვლას ტესტირების გარეშე.

ზემოთ აღნიშნულის გათალისწინებით, ინკუბაციურ პერიოდში მსუბუქი სიმპტომების მქონე შემთხვევებზე მეთვალყურეობის გაძლიერების, დროული იდენტიფიცირების და ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით და აღნიშნული პუნქტის აღსრულებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა  აქვს, რომ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებმა რესპირაციული სიმპტომების მქონე პაციენტების კონსულტირებისას (მ.შ. დაუდასტურებელი შემთხვევების ან პაციენტების პირველადი მიმართვისას ონლაინ კონსულტაციის მიზნით), ზუსტად დაადგინონ კლინიკური სიმპტომები და კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან და ასეთის გამოვლენისას უპირობოდ გაგზავნონ პაციენტი შემდგომ ტესტირებაზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონტაქტირებული პირების თვითიზოლაციაზე, ვალდებულნი არიან განუსაზღვრონ თვითიზოლაციის ვადა და განუმარტონ მათ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებები; ითანამშრომლონ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან და კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრონ ტესტირების საჭიროება, მ.შ. მე-12 დღეს.

საკითხის მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ სამინისტროს მხრიდან განმარტება დაეგზავნის პირველადი ჯანდაცვის ქსელს, ხოლო თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებთან შესაბამის კომუნიკაციას განახორციელებს ჩვენი ცენტრი.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

image001