| From : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | კარანტინი |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Ana Kasradze Gmail <anakasradze@gmail.com>; Natia Skhvitaridze <natia.skhvitaridze@uit.no> |
| Received On : | 27.08.2020 09:50 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე კარანტინთან დაკავშირებულ პრობლემასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ამ ეტაპისთვის ცენტრის შეჯერებულ პოზიციას.
საქართველოში კარანტინის წესებთან მიმართებაში ამ ეტაპზე შესაძლებელია დიფერენცირებული (ჰიბრიდული) მოდელის დაშვება, შემდეგი პირობების დაცვით:
1.
განისაზღვროს მოდელის მუშაობის საცდელი ვადა, 1 ან 2 თვით და ანალიზის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული მისი ადაპტაციის ან გაგრძელების შესახებ;
2.
შეიქმნას სპეციალური აპლიკაცია პროცესის მულტისექტორული მართვისთვის, საკარანტინე სივრცეების ბენეფიციარების ზუსტი და დროული აღრიცხვისთვის, მოდელში ჩართული ინსტიტუციების
წვდომისა და შემდგომი ანალიზისთვის.
დიფერენცირებული (ჰიბრიდული) მოდელის მიდგომა:
-
ქვეყანაში შემოსულთათვის (იმპორტი)
სავალდებულო კარანტინი განისაზღვროს
8 დღით, რომლის ხარჯს ფარავს სახელმწიფო, გარკვეული გამონაკლისის გარდა, როდესაც პიროვნება აკმაყოფილებს სათანადო კრიტერიუმებს თვითიზოლაციისთვის.
8 დღიანი პერიოდის გასვლისას, აღნიშნული პიროვნება იკეთებს
საკუთარი ხარჯით PCR ტესტს (მე-8 დღე) და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტოვებს საკარანტინო სივრცეს მე-9 დღეს, შემდგომი ვალდებულებით, რომ განმეორებითი ტესტი აღებულ
იქნას მე-11 დღეს საკუთარი ხარჯით და მე-14 დღეს სახელმწიფოს ხარჯით. ორივე ეს ტესტირება სავალდებულოა, წინასწარ მითითებული ლაბორატორიებიდან ერთ-ერთში. შესაბამისად, ამ მიდგომის ამუშავებისათვის საჭიროა ზემოთ აღნიშნული პირობის - სპეციალური აპლიკაციის
წინასწარ ამოქმედება.
თუ პიროვნებას არ სურს (ან ვერ ახერხებს) მე-8 დღის შემდეგ ტესტირებების ჩატარება, უნდა დარჩეს დამატებითი 6 დღე საკარანტინო სივრცეში,
საკუთარი ხარჯებით. შემდგომ, მე-14 დღეს სახელმწიფოს ხარჯით გაკეთდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებს საკარანტინო სივრცეს.
ნებისმიერი აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში ამუშავდება სანქცია ჯარიმის სახით.
-
დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები
სავალდებულო კარანტინი განისაზღვროს
12 დღით. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ პიროვნება სახელმწიფოს ხარჯით იტარებს
PCR ტესტს (მე-12 დღე) და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ტოვებს საკარანტინო სივრცეს მე-13 დღეს.
თქვენი გადაწყვეტილების მიხედვით უახლოეს ხანში შეგვიძლია საკითხი განვიხილოთ სამინისტროსა და შტაბის შესაბამის სამსახურებთან ერთად საკოორდინაციო საბჭოსთვის საბოლოო რეკომენდაციების წარდგენის მიზნით.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე,
მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge