From : George Bakhturidze <iayd@yahoo.com>
To : etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Mzia Jokhidze <mjokhidze@moh.gov.ge>
Subject : თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა საჯარო პოლიტიკაში
Cc : Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <i.khonelidze@ncdc.ge>; Lela Sturua <lela.sturua@ncdc.ge>; Lela Kvachantiradze <l.kvachantiradze@ncdc.ge>; Nuka Maglakelidze <nmaglakelidze@yahoo.com>; Kakha GVINIANIDZE <gvinianidzek@who.int>; Ana Dekanosidze <ani.dekanosidze@gmail.com>; Veriko Gegenava <v.gegenava@ncdc.ge>; Tamar Abuladze <tamar.abuladze14@gmail.com>; Giorgi Magradze <magio7@gmail.com>; Ekaterine Lomidze <ekalomi@gmail.com>
Received On : 19.07.2020 19:33
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ პატივისცემას თქვენდამი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობისადმი და თქვენი უწყებისადმი მთლიანად, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი მოსახლეობის განსაკუთრებული დაცვა ისეთი ახალი და რთული პანდემიის დროს, როგორიც კორონავირუსია. ამასთან, თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ და ქორნიკულ პანდემიას, თამბაქოს მოხმარებას, რომელიც ყოველდღე გვინადგურებს 30 საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს, რომელთაგან 8 არამწეველია და ამათგან ერთი ბავშვია.

თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა, რომელიც ხელმძღვანელობს თამბაქოს კონტროლის ალიანსს საქართველოში, შეისწავლა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის მდგომარეობა საჯარო პოლიტიკაში და შეფასების საერთაშორისო რეიტინგში  ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ აღმოჩნდა მეოთხე ადგილზე 77 ქულით. ჩვენს წინაა იაპონია (სადაც ტრანსნაციონალური კომპანია იაპონური თამბაქოს კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი თავად იაპონიის მთავრობაა), იორდანია და ბანგლადეშთან კი ვიყოფთ 3-4 ადგილებს). თამბაქოს კონტროლის სფეროში 2017 წელს მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების მიუხედავად, სამწუხაროდ კვლავ დიდია თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაზე. კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ქვეყნის შესაბამისად, ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები რათა დაცული იყოს თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისაგან. შესაბამისი ჩანაწერი გაჩნდა თამბაქოს კონტროლის კანონშიც 2017 წლის მაისში. კანონის შესაბამისად, მთავრობას დაევალა "საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული 
სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ" ნორმატიული აქტის მომზადება და დამტკიცება 2018 წლის 1 ივლისამდე, რომელიც თქვენმა უწყებამ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჩვენს ორგანიზაციასთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით შეიმუშავა, შემდგომ შეუთანხმა ყველა შესაბამის უწყებას და ორი წლის წინ გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად. სამწუხაროდ, დღემდე არ განხილულა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი მთავრობის სხდომაზე. 

ამ ეტაპზე, თქვენდამი პატივისცემისა და კოლეგიალობის პრინციპებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ დოკუმენტს გიგზავნით პირადად თქვენ და თქვენს უწყებას, რომ საქმის კურსში იყოთ არსებული ვითარების შესახებ და თქვენ, როგორც მთავრობის წევრმა მოიკითხოთ საკითხი მთავრობაში და მოახდინოთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისაგან. იმედია სექტემბრამდე მოახდენს მთავრობა ზემოაღნიშნული დოკუმენტის მიღებას, როცა უკვე შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია აპირებს ზემოაღნიშნული ანგარიშის საქართველოში გასაჯაროებას, ხოლო ოქტომბერში კი მოხდება დოკუმენტისა და რეიტინგების საერთაშორისო დონეზე გასაჯაროება. 

იმედი გვაქვს, მთავრობა ისევე, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის დროს, დადგება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხარეს და არაფერი ექნება დაფარული მოსახლოებისათვის და საჯაროსა და გამჭვირვალეს გახდის თამბაქოს ინდუსტრიასთან შესაბამისი საჯარო პირების ურთიერთობას და გააქარწყლებს იმ ორწლიან ეჭვს, რომელიც საზოგადოებაში მოჰყვა კანონით მთავრობისათვის დელეგირებული ფუნქციის შეუსრულებლობას. 

ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს და ერთ საქმეს ვემსახურებით, უბრალოდ მედლის სხვადასხვა მხარეს წარმოვადგენთ და იმედი გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის # 1 მტერის თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენებისაგან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის  მაქსიმალურად დაცვას.

დიდი პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით,

გიორგი ბახტურიძე
თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე

Dr George Bakhturidze, MD, MPhil, LLM, PhD
Founder,
Georgian Health Promotion and Education Foundation;
Associate Professor, University of Georgia;
WHO Consultant

6a/72, Bakradze st.,
Tbilisi-0119, Georgia
Ph/Fax: +995 23 2347750
Mob: +995 599 174973
Skype: george.bakhturidze