| From : | Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge> |
| To : | NShubitidze@sao.ge |
| Subject : | დიაბეტის მართვა. |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.08.2020 21:24 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გიგზავნით მოთხოვნილ ინფორმაციას "დიაბეტის მართვის" სახელმწიფო პროგრამის შესახებ, თქვენი კითხვების შესაბამისად:
1. მოგვაწოდეთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კალკულაცია (1270 (უნდა იყოს 1290) და 1390 ლარის დეტალური ჩაშლა)- გიგზავნით დანართების სახით.
იხ.დანართი-(II გვერდზე 1390 ლარის ღირებულების ვაუჩერი, III გვერდზე 1290 ლარის ღირებულების ვაუჩერი).
2. რას მოიცავს დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი - ხორციელდება მხედველობის ველის კვლევა, ვაზომეტრია, რეფრაქტომეტრია და ასევე, თვალის ფსკერისა და ბადურის დათვალიერება ფუნდუს კამერით.
3. რას მოიცავს ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა - დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთათვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ვინაიდან, დიაბეტიან ბავშვთა ცენტრი ამ კომპონენტის მიმწოდებელია, უკვე მრავალი წელია დონორების დახმარებით ცენტრი აღჭურვილია სპორტული დარბაზებითა და სხვადასხვა სახის ტრენაჟორებით და ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით.
4. რა იგულისხმება პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებაში, რა ევალება მიმწოდებელს აღნიშნულის ფარგლებში და რა მომსახურება გაეწით ბენეფიციარებს და მათ მშობლებს სამედიცინო განათლების კუთხით
-
სამედიცინო განათლებას პაციენტები და ასევე, მათი მშობლები იღებენ ე.წ. მშობელთა სკოლაში, ძირითადად დაავადების პირველადი დიაგნოსტირების შემდეგ. სპეციალისტის მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია პირველ რიგში დიაგნოზის შესახებ, მისი სწორად მართვის, აუცილებელი დიეტის (მ.შ. პროდუქტების შემადგენლობის შესაბამისი ცხრილები, პურის ერთეულები და ა.შ.), საჭირო მედიკამენტებისა და ასევე, მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ცხოვრების წესის შესახებ.
რაც შეეხება წლიურ რაოდენობას, თუ რამდენი ბავშვი იღებს წლიურად აღნიშნულ სერვისს, ვინაიდან, როგორც უკვე ავღნიშნე, ზემოაღნიშნულ განათლებას პაციენტები იღებენ ძირითადად პირველადი დიაგნოსტირებისას, მათი რაოდენობა მერყეობს 70-დან 100-მდე.
ეს ის რაოდენობაა, რამდენი ბავშვიც ემატება წლიდან წლამდე პროგრამის ამ კომპონენტს.
თუმცა, ყოველი ვიზიტისას სპეციალისტის მიერ დამატებით ხორციელდება ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე (ვინაიდან, დიაბეტის დიაგნოზის მკურნალობა და მონიტორინგი არ წარმოადგენს მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას). შესაბამისად, აღნიშნულ
სერვისს ყოველწლიურად იღებს იმდენი პაციენტი, რამდენიც რეგისტრირებულია (საშუალოდ 1200 ბავშვი).
პატივისცემით,