From : John Kvinikadze <john.kvinikadze76@gmail.com>
To : eadamia@moh.gov.ge; ltsotsoria@moh.gov.ge
Subject : დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმის შეფასება
Received On : 20.07.2020 12:25

მოგესალმებით, ქალბატონო ლელა,

როგორც უკვე მოგახსენეთ, ასოციაცია ჰერა XXI-ის დაკვეთით, დამოუკიდებელი გარე შემფასებლის სტატუსით ვახორციელებ "საქართველოს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმის" შეფასებას.
შეფასების შედეგები ხელმისაწვდომი გახდება, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისთვის, ასევე შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისთვის. შეფასების მიგნებებისა და რეკომენდაციების ასახვა მოხდება მომდევნო 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.

რადგან ამ გეგმის განხორციელებაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, შეფასების მიზნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება თქვენთან და ქალბატონ ეკა ადამიასთან შეხვედრა და სამოქმედი გეგმის მიმდინარეობის განხილვა. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, რომ შეფასების პროცესში მონაწილეობის მიზნით, დავგეგმოთ დაახლოებით ერთ საათიანი ინტერვიუ. ან პირადად გესტუმრებით ან რომელიმე ელექტრონული პლატფორმა გამოვიყენოთ, მაგ. Zoom-ი.
ჩემთვის სრულად მისაღებია მიმდინარე კვირის ხუთშაბათი-პარასკევის ნებისმიერი დრო.

პატივისცემით,
ჯონი