From : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
To : Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Subject : გამოჯანმრთელებულებზე ინფორმაციის მოწოდების სქემა
Received On : 02.10.2020 13:33
Attachments :

ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში:

გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციას (თარიღის მითითებით) ონლაინ კლინიკის ექიმი ასახავს 112-ის პროგრამაში, ხოლო 112 ამ ინფორმაციას გადასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოველი დღის ბოლოს, 24.00 საათამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით);

საკარანტინე სივრცეში მკურნალობის შემთხვევაში:

გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაციას (თარიღის მითითებით) საკარანტინე სივრცის ექიმი გადასცემს საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს, ხოლო ეს უკანასკნელი ამ ინფორმაციას გამოუგზავნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყოველი დღის ბოლოს, 24.00 საათამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით).