From : Nino Shubitidze <NShubitidze@sao.ge>
To : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>
Subject : აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი
Received On : 13.10.2020 12:03
Attachments :

მოგესალმებით,

 

 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ოქტობრისა მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

·         დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა - რის საფუძველზე განისაზღვრა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტების ვაუჩერებით (1,390 და 240 ლარიანი) გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულება. მაგალითად,  ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ბავშვთა შემთხვევაში განსაზღვრულია ერთი ვიზიტი 72 ლარით, ხოლო სპეციალიზებული ამბულატორიის შემთხვევაში - 20 ლარით. რით არის განპირობებული ეს სხვაობა და რის საფუძველზე განისაზღვრა აღნიშნული ღირებულებები. იდენტურად ყველა ზემოთ მოცემული ვაუჩერებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე (მოგვაწოდეთ შესაბამისი დოკუმენტები);

·         დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა - როდის და რის საფუძველზე განისაზღვრა პროგრამის ფარგლებში ახალშობილების პროფილაქტიკური მედიკამენტებით - ერითრომიცინის მალამოსა და ვიტამინი K1-ით უზრუნველყოფა. მოგვაწოდეთ შესაბამისი დოკუმენტები;

·         დედათა და ბავშვთა, დიაბეტის მართვის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციისა და იშვიათი დაავადებების პროგრამების ფარგლებში მომსახურებათა ნაწილზე რატომ და რის მიხედვით განისაზღვრა სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიად გლობალური ბიუჯეტი/ვაუჩერი. წარმოგვიდგინეთ აღნიშნულის განსაზღვრის ყველა საფუძველი და დოკუმენტი.

 

 

მადლობა წინასწარ

 

 

პატივისცემით,

 

ნინო შუბითიძე

უფროსი აუდიტორი

 

cid:image001.jpg@01D52DCD.1CAC57E0

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი

 

ქეთევან დედოფლის გამზირი N96

მობ:   +995 577 20 20 29

ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge

www.sao.ge