| From : | Nino Shubitidze <NShubitidze@sao.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; eadamia@moh.gov.ge; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; kchkhartishvili@ssa.gov.ge; mnaskidashvili@ssa.gov.ge; Magda Gurabanidze <MGurabanidze@ssa.gov.ge>; IGobejishvili@ssa.gov.ge |
| Subject : | აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი |
| Cc : | Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; kdzimistarishvili@moh.gov.ge |
| Received On : | 13.08.2020 13:26 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის
19
აგვისტოსა მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
Ø
დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია
-
§
2017-2019 წლებში ჰემო და პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებების (2019 წლის პროგრამების დამტკიცების
შესახებ დადგენილების
შესაბამისი პროგრამის მე-3 მუხლის ა და ბ პუნქტები) დეტალური ჩაშლა, შესაბამისი კალკულაციით. კერძოდ, რა კვლევებს მოიცავს პროგრამით გათვალისწინებული კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები
(ჩამონათვალი და რაოდენობა (კვლევის ჯერადობა)), ნეფროლოგთან კონსულტაციის რაოდენობა, რომელი მედიკამენტები იგულისხმება ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისი პროგრამის მე-3 მუხლის ა.გ და ბ.დ ქვეპუნქტებში.
გთხოვთ, გვაცნობოთ ზემოაღნიშნულ მომსახურებებს ანაზღაურებდა სახელმწიფო თუ ბენეფიციარი იხდიდა თავად.
§
პერიტონეული დიალიზის მომსახურების თვის ვაუჩერის ღირებულების - 105 ლარის დეტალური ჩაშლა და კალკულაცია;
Ø
იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივი ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა -
§
2017-2019 წლებში იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების მოცულობა და კალკულაცია. კერძოდ, ექიმთან კონსულტაციის რაოდენობა,
კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი და რაოდენობა პროგრამის 16.1 დანართით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად;
§
2017-2019 წლებში ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული მომსახურების (დანართი N16.3)
მოცულობა, დეტალური ჩაშლა და კალკულაცია ზემოაღნიშნულის შესაბამისად;
§
2017 წლამდე იშვიათ დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა ითვალისწინებდა ფენილკეტონურიაზე
18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიულ მომსახურეობას. მოგვაწოდეთ აღნიშნული მომსახურების ჩაშლა. კერძოდ, რა მომსახურებას მოიცავდა მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის რაოდენობა და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჩამონათვალი და რაოდენობა და სხვ. შესაბამისი კალკულაციით.
Ø
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა-
§
რას მოიცავს ანემიის სკრინინგული კვლევა და ფინანსდება თუ არა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
§
რას მოიცავს დადგენილების ზემოაღნიშნული პროგრამის მე-3 მუხლის ზ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებები სამედიცინო მომსახურებები,
შესაბამისი კალკულაცია.
§
რა მომსახურებებს მოიცავს „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორსულთა ადრეული სიფილისის მკურნალობა, „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორსულთა მოგვიანებითი
სიფილისის, სიფილისის სხვა დაუზუსტებელი ფორმების მკურნალობა (რა მომსახურება იგულისხმება ამ კონკრეტულ შემთხვევაში „მკურნალობაში“).
Ø
დიაბეტის მართვა -
§
მოგვაწოდეთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურების კალკულაცია (1270 და 1390 ლარის დეტალური ჩაშლა);
§
რას მოიცავს დიაბეტით გამოწვეული თვალის დაავადებების მონიტორინგი - მომსახურების ჩაშლა;
§
რას მოიცავს ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა - მომსახურების ჩაშლა;
§
რა იგულისხმება პროგრამის მოსარგებლეების და მათი მშობლების სამედიცინო განათლებაში, რა ევალება მიმწოდებელს აღნიშნულის ფარგლებში და რა მომსახურება გაეწით
ბენეფიციარებს და მათ მშობლებს სამედიცინო განათლების კუთხით (გაწეული მომსახურების ანგარიში)
ამასთან, გთხოვთ გვაცნობოთ ზემოაღნიშნული კვლევების/მომსახურებების ჩაშლა 2017-2019 წლებში დამტკიცებული იყო შესაბამისი ნორმატიული აქტით (არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდეთ
ნორმატიული აქტ(ებ)ი) თუ წარმოადგენდა სამინისტროს/სააგენტოს შიდა მოხმარების დოკუმენტს. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი ინფორმაცია (ყველა ზემოთ ჩამოთვლილი) არ არის დამტკიცებული, გთხოვთ გვაცნობოთ, პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისა
და ბენეფიციარებისთვის როგორ და რა ფორმით ხდებოდა იმ მომსახურების მოცულობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება რაც დეტალურად არ არის გაწერილი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ დამტკიცებული დადგენილებებით. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციიდან რომელიმე
დამტკიცდა მიმდინარე - 2020 წელს, მოგვაწოდეთ აღნიშნული დოკუმენტიც.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,
ნინო შუბითიძე
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი N96
მობ: +995 577 20 20 29
ელ.ფოსტა:
nshubitidze@sao.ge