ძვირფასო კოლეგებო,
წარმოგიდგენთ განსახილველად "ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც შემუშავებულია სამინისტროს მიერ და მისი რედაქტირება უცხოელ ექსპერტენბთან ერტად განხორციელდა სისხლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მიერ.
აღნიშნული კანონის პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სახის მნიშვნელოვან ცვლილებებს:
1. სისხლის ბანკების ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის ცვლილება და მისი გარდაქმნა სავალდებულოდ არაკომერციულ-არამომგებიან-იურიდიულ პირად 2021 წლის 1 ივლისიდან.
2. სისხლის ბანკების რაოდენობის კანონით განსაზღვრა 4 ერთეულის ოდენობით - მ.შ. ერთი ერთეულის აჭარის ა/რ-ში
3. სისხლის ბანკის ლიცენზიის მოსაპოვებლად სავალდებულო კრიტერიუმი ხდება მისი წარმადობა, დონაციების წინა ისტორია და სამართლებრივი ფორმა, კერძოდ უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20 ათასი დონაციის წარმოების შესაძლებლობა და დონაციების წინა წლის რაოდენობა არანაკლებ 20 ათასი, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იქნება რამდენიმე ბანკის გაერთიანების შედეგად მათი სამართალმემკვიდრეობითობის პრინციპებზე დაყრდნობით ერთი ორგანიზაციის ჩამოყალიბების შედეგად. (აჭარას არ ეხება 20 ათასიანი დონაციების ვალდებულება და მისი შერჩევა ხორციელდება ადგილობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით)
4. კომპეტენტურ ორგანოდ განსაზღვრულია რეგულირების სააგენტო, რომელიც გასცემს ლიცენზიას, აჩერებს მის მოქმედებას, ახდენს სისხლის ბანკების ინსპექტირებას და პასუხისმგებელია ჰემოზედამხედველობაზე;
5. გაიცემა ვადიანი ლიცენზია - 5 წლის ვადით;
6. სისხლის ბანკების ბიუჯეტს და წლიურ გეგმას (დონაციების მოცულობა და მიღებული შემოსავლების გადანაწილება ხელფასებზე, განვითარებაზე და ა.შ.) შეიმუშავებს სისხლის ბანკი სამედიცინო დაწესებულებების სისხლის ბანკებიდან მიღებული საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე, თანხმდება მინისტრთან და მტკიცდება მინისტრის მიერ;
7. ლიცენბზირების პირობები ძალაში შეგვყავს 2022 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისად სისხლის ბანკებს ეძლევათ გაერთიანების შესაძლებლობა ამ პერიოდამდე.
8. სისხლისა და სისხლის კომპონენტების ზღვრული ფასები უნდა შემუშავდეს სამინისტროს მიერ, შესაბამისად, სისხლის ბანკებს არ შეეძლლებათ ამ ზღვრული ფასებისგან განსხვავებულ ფასში მათი რეალიზაცია, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, როდესაც ამ პროდუქტების რეალიზაცია ხორციელდება საზღვარგარეთ (მხოლოდ პლაზმა, რომელიც ჭარბი რაოდენობით შეიძლება იყო წარმოებული)
სასურველია ამ უმნიშვნელოვანესი კანონპროექტის ინიცირება განხორციელდეს აგვისტოს ბოლომდე, შესაბამისად, გთხოვთ, თქვენს კომენტარებსა და შესწორებებს არა უგვიანეს 23 აგვისტოსი.
პატივისცემით
ხვიჩა
პატივისცემით,
ვლადიმერ გეთია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის
უფროსი
მობ: +995 (5) 91 41 59 55
ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com;
kh.getia@ncdc.ge;
Best Regards,
Vladimer Getia
Georgian National Center for
Disease Control and Public Health
Head of State Public Health Programs and Regional Management Department
Cell: +995 (5) 91 41 59 55
Website: www.ncdc.ge
Email: khgetia@gmail.com;
kh.getia@ncdc.ge;
