| From : | Ekaterine Adamia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI> |
| To : | Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: წერილის დრაფტი |
| Received On : | 21.09.2016 05:25 |
From: Ketevan Stvilia [mailto:stviliak@gmail.com]
Sent: 2016 წლის 20 09, სამშაბათი 18:21
To: Ekaterine Adamia
Cc: Irma Khonelidze
Subject: Fwd: წერილის დრაფტი
ეკა გამარჯობა,
ირმასთან შეთანხმებით გიგზავნი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პაციენტების არვ მკურნალობის ნებართვის მოთხოვნის წერილის პროექტს გადასახედად. მოგვწერე თუ შენიშვნები გექნება,
მადლობა დიდი,
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი
ქალბატონო მარინა,
თქვენი მიმდინარე წლის 13 სექტემბრის N 01/69418 წერილისა შესახებ, რომელიც ეხება ს.ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე დროებითი საცხოვრებელი საბუთის/თერთმეტნიშნა პირადი ნომრის მქონე აივ-შიდსით დაავადებული პირებისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გაცემის შესაძლებლობის საკითხს, მივესალმებით, თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემის განხილვის მიზნით სამუშაო პროცესის დაწყებას და წარმოგიდგენთ მოთხოვნილ ინფორმაციას:
ა) ს.ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში წლების მიხედვით ასეთი პაციენტების რაოდენობა იყო შემდეგი:
2014 წელი - 3 პაცინეტი (პირველი რიგის რეჟიმზე)
2015 წელი 4 პაციენტი (პირველი რიგის რეჟიმზე)
2016 წელი დღევანდელი მდგომარეობით 5 პაციენტი (4 პირველ და 1 მეორე რიგის რეჟიმებზე)
ბ) შიდსით დაავადებულთა არვ მკურნალობის ხარჯები 2015 წელს განხორციელებული შესყიდვის მიხედვით არის შემდეგი:
პირველი რიგის რეჟიმის წლიური ღირებულება 148 დოლარი.
მეორე რიგის რეჟიმის წლიური ღირებულება 1,495 დოლარი.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე დროებითი საცხოვრებელი საბუთის/თერთმეტნიშნა პირადი ნომრის მქონე აივ-შიდსით დაავადებული პირებს, რომლებსაც ამჟამად ესჭიროებათ მკურნალობა, გვინდა გაცნობოთ, რომ ს.ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში დარჩენილია გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის მიერ შესყიდული არვ მედიკამენტების საკმარისი მარაგები (როგორც პირველი, ისე მეორე რიგი). შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, ზემოაღნიშნული საკითხის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაწყვეტამდე, დაგვრთოთ ნება, რომ ს.ს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფი 5 მოქალაქეობის არმქონე პაციენტის არვ მკურნალობის დაწყების მიზნით გამოვიყენოთ აღნიშნული მარაგები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და არვ მკურნალობის გარეშე მათ დატოვებასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკები.
პატივისცემით,