| From : | Ekaterine Adamia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI> |
| To : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: კითხვები |
| Received On : | 10.08.2016 13:56 |
From: Ekaterine Lomidze [mailto:ekalomi@gmail.com]
Sent: 2016 წლის 10 08, ოთხშაბათი 16:11
To: Ekaterine Adamia
Subject: კითხვები
1. როგორც მახსოვს, ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ათეულ სტომატოლოგიურ კლინიკას შეუწყვიტა ლიცენზია იმის გამო, რომ არასათანადოდ სტერილიზირდებოდა სამედიცინო ინსტრუმენტები. როდის დაიწყო აქტიური ბრძოლა ამ პრობლემის მიმართ და დღეისათვის რა მდგომარეობა გვაქვს?
2. როგორც მახსოვს, სილამაზის სალონების მიმართ მსგავსი სადამსჯელო პროცესები რთული იყო იმის გამო, რომ საკანონმდებლო ბაზა არ იძლეოდა ამის საშუალებას. ამჯერად როგორი სიტუაციაა, ჯანდაცვას ან სხვა, მაკონტროლებელ ორგანიზაციას აქვს უფლება მკაცრად გააკონტროლოს და ლიცენზია შეუწყვიტოს იმ სილამაზის სალონებს, სადაც სანიტარული ნორმები დაცული არ არის, სათანადოდ არ სტერილიზდება კოსმეტიკური მომსახურებისთვის საჭირო ინსტრუმენტები? შეიცვალა საკანონმდებლო ბაზა საზოგადოებისთვის სასარგებლოდ? ანუ რამდენად იოლია სილამაზის სალონების მონიტორინგი?
3. თუ დაიხურა ამ დარღვევების გამო სილამაზის სალონები და რამდენი?
4. მე, მოქალაქეს რამდენად შემიძლია შევასრულო მონიტორის ფუნქცია, ანუ როგორ შემიძლია დავრწმუნდე იმაში, რომ კლინიკა ან სალონი კეთილსინდისიერად მემსახურება და ნამდვილად სათანადოდ დამუშავებულ, სტერილურ ინსტრუმენტებს მახმარს? რაიმე წესები, ნიშNები, მექანიზმი არსებობს საამისოდ?
5. საერთოდ, როგორ უნდა დამუშავდეს ხელსაწყოები, ინსტრუმენტები ისე, რომ ც ჰეპატიტის გადამტანი არ გახდეს? მეთოდი შეიძლება აღვწეროთ? არსებობს რაიმე სპეციალური დანადგარები, რომელსაც სტერილიზაციის სრულფასოვნად განხორციელება შეუძლიათ?
6. რას ურჩევთ საზოგადოებას, რომელსაც სილამაზის სალონში თავის დაცვა საკუთარი ინსტრუმენტების ტარებით შეუძლია, მაგრამ არ იცის რა ქნას სტომატოლოგიურ კლინიკებში და სხვაგან. საჭიროების შემთხვევაში როგორ გავაკონტროლოთ ყველა ის სამედიცინო, ამ თავის მოვლის სერვისის გამცემი ორგანიზაციები ისე, რომ დავკარგო ნაკლები ძალისხმევა და მქონდეს ას პროცენტიანი გარანტია, რომ ჯანმრთელი ვიქნები და ც ჰეპატიტი არ შემეყრება?