|
|||||
|
|||||
|
,,C
ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის
ღონისძიებების C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეკომპონენტში პაციენტთა ჩართვის
უფლების განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის
N01-121/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|||||
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეკომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 აპრილის N01-121/ო ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. შეიქმნას ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო გეგმის გადაუდებელი/პირველი ეტაპის ღონისძიებების C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეკომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისია“ (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: ა) ვალერი კვარაცხელია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; ბ) ზაზა სოფრომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; დ) ეკატერინე ადამია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი; ე) კახაბერ ჩხარტიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ვ) თამარ კავთელაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი; ზ) ალექსანდრე ტაბიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი; თ) ლელა ვაშაყმაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტის მოსახლეობის C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომელი, კომისიის მდივანი.“. 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |