საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030114968774216
             № 01-76/ო 04 / აპრილი / 2016 წ.             
,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 დეკემბრის N01-312/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-მუხლის შესაბამისად,

ვბრძანებ:

 

1. ,,C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ”  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 დეკემბრის N01-312/ო ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და ბრძანების  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1.   C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და განხორციელების      მიზნით  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ა)

 ვალერი კვარაცხელია

 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ)

ამირან გამყრელიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

გ)

თეა ჯიქია

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

დ)

ეკატერინე ადამია

სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი;

ე)

მაია წერეთელი

სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, სგგდ და ჰეპატიტების სამმართველოს უფროსი;

ვ)

თენგიზ ცერცვაძე

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“-ს გენერალური დირექტორი;

ზ)

ლალი შარვაძე

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპა“;

თ)

ვახტანგ ქერაშვილი

ექიმი - ინფექციონისტი, სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი“, ვირუსული ჰეპატიტების  განყოფილების გამგე;

ი)

მაია ბუწაშვილი

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ,,კამკამიძე და პარტნიორები“-ნეოლაბი;

კ)

გიორგი სამადაშვილი

ექიმი - გასტროენტეროლოგი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა;

ლ)

დიანა ზვიადაძე

ექიმი - ინფექციონისტი, შპს ლივერმედი;

მ)

ჯულიეტ მორგანი

ატლანტა CDC -ს საქართველოს ოფისის წარმომადგენელი; 

ნ)

პაატა საბელაშვილი

HCV World CAB;

ო)

მარი ჩოხელი

ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო“, ზიანის შემცირების პროგრამის კოორდინატორი;

პ)

კონსტანტინე ლაბარტყავა

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის (Ge-CAB) გამგეობის თავმჯდომარე.

 

2.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი
დავით სერგეენკო