| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN |
| To : | Tamar Gabunia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e6ca04f38ec94d0cadab9cbdf90fcdde-Tamar G> |
| Subject : | Re: Testing in Shelters |
| Received On : | 01.05.2020 18:21 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო
როგორც გუშინ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე შევთანხმდით მნიშვნელოვანია თავშესაფრებში ტესტირების დაწყება ალგორითმის შესაბამისად.
ალგორითმის მესამე სქემის თანახმად თავშესაფრის მცხოვრებლებს და პერსონალს ჩაუტარდება ანტისხეულებით ტესტირება და დადებითი შემთხვევებით გადამოწმდება პსრ-ით.
გთხოვთ:
1. თეა გვარამაძეს მოგვაწოდოთ ხანდაზმულთა და სხვა ტიპის თვშესაფრების ზუსტი ნუსხა და მათში მცხოვრები ბენეფიციარების და დასაქმებული პერსონალის რაოდენობა. დავალება ფრიად სასწრაფოა.
2. თინათინ ხარძიანს გამოყოს საკმარისი ოდენობით ანტისხეულების ტესტები
3. სამედიცინო ჰოლდინგმა (გიორგი ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ტესტირებისთვის პერსონალის მობილიზება . საჭირო იქნება ტესტირება ანტისხეულებზე და დადებით პირებში ნაცხის აღება
4. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვთხოვთ ჩართულობას პსრ ტესტირების უზრუნველყოფისა და ასევე ეპიდემიოლოგიური პასუხის ორგანიზების კუთხით.
5. პროცესის საერთო კოორდინაციას უზრუნველყოფს გვანცა გასვიანი
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister