| From : | |
| To : | Kakhaber Dzimistarishvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=9b693874b6734e7d8569f63676b6e401-Kakhabe> |
| Subject : | RE: დისტანციური |
| Received On : | 06.04.2020 08:34 |
მიღებულია ინფორმაცია, შედეგი ნამდვილად სამწუხაროა.
პატივისცემით,
თინათინ ხარძიანი
From: Kakhaber Dzimistarishvili
Sent: Monday, April 6, 2020 11:27 AM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tinatin Khardziani
Subject: დისტანციური
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
დისტანციური მუშაობის რეჟიმის მონიტორინგის შედეგების თაობაზე
23 მარტი - 03 აპრილი
მინისტრის 2020 წლის 17 მარტის N01-105/ო ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დიდ ნაწილს განესაზღვრა დისტანციური მუშაობის რეჟიმი. აღნიშნულის თაობაზე დეტალური მონაცემები, მათ შორის, დისტანციური რეჟიმით მომუშავეთა საკონტაქტო ელექტრონული მისამართები, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გამოითხოვა ყველა შესაბამისი უწყებიდან. თანამშრომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, 23 მარტიდან დავიწყეთ შერჩევითი დისტანციური მონიტორინგი, რაც გამოიხატება წარმოდგენილ ელექტრონულ მისამართებზე შეტყობინებების გაგზავნითა და პასუხის დაბრუნების მოთხოვნით. მიღებული პასუხების ანალიზით ჩვენს მიერ ფასდება თანამშრომელთა მზაობა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისადმი, ასევე, სახლში ყოფნის ვალდებულების დაცვის მდგომარეობა.
23 მარტი - 03 პრილის პარიოდში განხორციელდა შერჩევითი დისტანციური მონიტორინგი სისტემის 705 თანამშრომლის საქმიანობაზე.
აღნიშნული პერიოდის მონაცემები არც მთლად სახარბიელოა, რაც შეიძლება აიხსნას თანამშრომელთა არაინფორმირებულობით მონიტორინგის განხორციელების თაობაზე.
სისტემის ზოგადი მონაცემების მიხედვით, მისულ შეტყობინებებზე პირველი 10 წუთის განმავლობაში პასუხი გამოაგზავნა თანამშრომელთა, საშუალოდ 9-38%-მა, 1 საათის ფარგლებში - 1-30%-მა, ხოლო პასუხი საერთოდ არ გამოუგზავნია თანამშრომელთა 5-58%-ს. ასევე, შემთხვევათა 9-30%-ში სისტემის მიერ დაფიქსირდა არასწორი ელექტრონული მისამართის არსებობა.
ამდენად, 3 აპრილის მდგომარეობითაც, სამინისტროს სისტემაში მონიტორინგს დაქვემდებარებული თანამშრომლების 23-60%-ის შემთხვევებში ვერ ხერხდება უკუკავშირის დამყარება ელექტრონულ წერილზე პასუხის არგამოგზავნისა თუ არასწორი ელექტრონული მისამართების მოწოდების გამო. კერძოდ:
სამინისტროს ცენტრალური აპარატი - 23,3%
სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - 40,5%;
სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი - - 53,2%;
სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო - 60,3%;
სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 29.2%;
სსიპ- სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო - 34,4%;
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური აპარატი - 34,1%.
ყველაზე ცუდი კომუნიკაცია კი გამოვლინდა სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის თანამშრომლებთან, სადაც უკუკავშირი ვერ მყარდება შემთხვევათა 80%-ში.
დანართების სახით წარმოგიდგენთ 3 აპრილის დეტალურ მონაცემებს უწყებების მიხედვით.
ამასთან, შიდა აუდიტის დეპარტამენტი გასული 2 კვირის დეტალურ ინფორმაციას გადაუგზავნის შესაბამის სამსახურებს კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.
პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
ტელ. 2510036 (09 00)