From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=DF85F02F2C1346A0A03F665F92C51F0A-TINATIN
To : Tinatin Khardziani <t.khardziani@icloud.com>
Subject : Fwd: Appforcovid
Received On : 23.03.2020 17:39
Attachments :

---------- Forwarded message ----------
From: Mikheil Janiashvili
Date: 21 Mar 2020 15:08
Subject: Appforcovid
To: Tinatin Khardziani ,Maia Nikoleishvili
Cc: Vano Goliadze

მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფის დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გამოყენებულია სამხრეთ კორეაში შექმნილი აპლიკაციის მეთოდოლოგია თუ როგორ დავადგინოთ მათემატიკური ალბათობის გათვლით ადამიანი დაინფიცირებულია თუ არა, რადგან მოწოდებული ინფორმაცია მწირია, ჩვენ მოვიძიეთ დამატებითი მასალები ამ აპლიკაციასთან დაკავშირებით, იხ ბმული: https://www.youtube.com/watch?v=ZlT2hEaVtKY სადაც უფრო მარტივადაა ახსნილი აპლიკაციის ბიზნეს პროცესი.

            მთავარი ფუნქცია: დაინფიცირებული ან კარანტინში ან საეჭვო სიპტომების მქონე ადამიანი აზიარებს სმარტფონით თავის ადგილსამყოფელს, ამ მონაცემებით დგება რუკა შესაძლო დაინფიცირებული ადგილების, შესაბამისად სხვა ადამიანებს შეუძლიათ მოერიდონ იმ ლოკაციებს. იხ. დანართი. GovApp Gerorgien.pdf.pdf

            იმისათვის რომ, აპლიკაციამ წარმატებით იმუშაოს, საჭიროა მოსახლეობამ მასიურად ჩართოს GPS ტრეკერი თავის სმარტფონში, რათა დაფიქსირდეს მათი მოძრაობა ,ეს უზრუნველყოფს, რომ საეჭვო ან ინფიცირებულად გამოვლენილი ადამიანების შესახებ უკვე იქნება დაფიქსირებული მათი გადაადგილებების ტრაექტორია ბოლო 24 საათს განმავლობაში. (შესაბამისი სმარტფონების ტექნიკური მონაცემები განხილულია ქვემოთ).

მომწოდებელი გვთავაზობს: თუ მივაწვდით დაინფიცირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებს ისინი 5 დღის ვადაში შეადგენენ მონაცემთა ბაზას და რუკას თუ რა ადგილებს უნდა მოერიდოს ხალხი.

            ტექნიკური შეფასება:

1.      აპლიკაცია მუშობს მხოლოდ იმ სმარტფონებზე რომლებსაც აქვს GPS ტრეკერი

2.      აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ სმარტფონებზე რომლებსაც მუდმივად აქვს ჩართული ინტერენეტი.

3.      აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ იმ სმარტფონებზე რომლებსაც აქვს ეკრანის საკმარისი გაფართოება QR კოდების ვიზუალიზაციისთვის.

4.      აპლიკაციის ეფექტურად გამოყენებას დაჭირდება სატელევიზიო კამპანია და ვიდეოტუტორიალი, რამაც უნდა უზრუნველყოს, ამ აპლიკაციაში ჩართვისათვის აუცილებელი GPS ტრეკერის ჩართვა მოქალაქეების მიერ მასობრივად, იმის გათვალისწინებით, რომ ამ აპლიკაციასთან მიერთება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანების კეთილ ნებაზე.

5.      აპლიკაცია მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქე გადაადგილდება თავის ტელეფონთან ერთად.

როგორც ჩვენთვის ცნობილია და არსებული მასალებით შევძელით მოკლე დროში მოკვლევა, საქართველოში შესაბამისი წარმადობის სმარტფონები აქვს მოსახლეობის 30%-40%-ს.

 

 

პატივისცემით,

 

მიხეილ ჯანიაშვილი

CIO