From :
To : Zaal Kapanadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=1a1cb702f2d1413e9706648529678369-Zaal Ka>
Subject : FW: Monitoring Center for Drugs and Drug Addiction
Received On : 27.08.2019 06:21
Attachments :

ზაალ გადახედე, მგონი შენთან ჯობია რო შეიქმნას არა და ეკას უთხარი რას ფიქრობ

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: Monday, August 12, 2019 5:39 PM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Zaza Bokhua ; Amiran Gamkrelidze ; Lela Sturua ; Tinatin Khardziani
Subject: Monitoring Center for Drugs and Drug Addiction

 

ქალბატონო ეკა,

 

მოგესალმებით! მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ ნარკოტიკების ბრუნვაზე მონიტორგინგის ცენტრის შექმნის აუცილებლობის თაობაზე. ამის შესახებ დღეს მქონდა შეხვედრა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბ-ნ გოჩა ლორთქიფანიძესთან. გაეროს რიგი კონვენციების მიღებამ წევრი ქვეყნებისათვის სავალდებულოა რეგულარული ანგარიშგება ნარკოვითარებაზე. საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერჯერობით არ არის ამოქმედებული მონიტორინგის ცენტრი, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ევროკავშირის და UNDP-ის ხელშეწყობით უკვე ამზადებს ანგარიშს ამ საკითხზე (South Caucasus Anti-Drug Program (SCAD) პროგრამის ფარგლებში).

იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის ექსპერტების (European Monitoring Centre for Drugs and Drug Addiction) შეფასებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის საუკეთესო ადგილი საქართველოს პირობებში, სადაც ამგვარი ერთეული უნდა ჩამოყალიბდეს.ეს ფუნქცია შესაბამისობაში მოდის ცენტრის ორგანულ ფუნქციებთან და სათანადო სამთავრობო გადაწყვეტილებისა და ტექნიკური რესურსის მობილიზების საფუძველზე შესაძლებელი იქნება არსებული საერთაშორისო ვადებულების სრულად დაკმაყოფილება.  არსებობს ევროკავშირის მიმდინარე პროექტების ფარგლებში (2020-2023 წლებში) ტექნიკური დახმარების მიღების შესაძლებლობაც-რაც მიმართული იქნება საჭირო კვლევების ჩატარებისა და პერსონალის მობილიზებისკენ. წინასწარი შეფასების ერთეულის ფუნქციონირებისთვის საჭიროა 5 ადამიანი (აქედან 3 დროებით შესაძლოა დაფინანსდეს ევროკავშირის პროექტების მიერ).

საკითხი უაღრესად აქტუალურია, მინდა გთხოვოთ დამატებითი კონსულტაცია ამ თემაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რათა პროცესს მიეცეს შემდგომი მსვლელობა.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0