From :
To : Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_20.08.19
Received On : 29.08.2019 07:33

 

 

From: Giorgi Tsotskolauri
Sent: Tuesday, August 20, 2019 4:39 PM
To: Tinatin Khardziani
Subject: Fwd:
ელ.მთავრობის საკითხები_20.08.19

 

თიკო გიგზავნი ელ მთავრობას. ნუ დაავიზებ 13,14,16,17,19,20,21,25 დანარჩენზე შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: August 20, 2019 at 1:08:54 PM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_20.08.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

 

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

 

1.     გარემო 31705 - მტკიცდებატექნიკური რეგლამენტი - „ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“, რომლის მიზანია გარემოს, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების რადიაციული დაცვისა და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. განისზაღვრება პასუხისმგებელი უწყებების ფუნქციები, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა დასაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციები.

პროექტი შეთანხმებული იყო სამინისტროსთან შენიშვნები არ გააჩნია.

2.     მთავრობა 32862 - იქმნება ()იპ - ათასწლეულის ფონდი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამების განხორციელებას საქართველოში. ფონდის მიზანია, განათლების სექტორში პროექტების განხორციელება ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად

3.     ფინანსები 32859 -  ახალი საკანონმდებლო აქტის - საქართველოს საბაჟო კოდექსის მიღებამ, რომლის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 1 სექტემბერი, გამოიწვია 24 კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ტექნიკური ხასიათის ცვლილების განხორციელება, კერძოდ ცვლილება შედის:

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესში, „საგადასახადო ორგანო“- ნაცვლად მიეთითება  „საბაჟო ორგანო“.

პრეკურსორების იმპორტის ან ექსპორტის განხორციელების წესში, ,,იმპორტთანერთად გამოიყენება ტერმინისაქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება“, ტერმინისაექსპორტო ოპერაციაიცვლებაექსპორტის პროცედურით“.

ფარმაცევტული პროდუქტის აღნუსხვის წესსა და პირობებში, „სასაქონლო ოპერაციაიცვლებასაბაჟო პროცედურით“, „იმპორტთანერთად გამოიყენება ტერმინისაქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება“, „გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისნაცვლად მითითება ხდებასაბაჟო დეკლარაციაზე“.

4.     მთავრობა 32857 - მთავრობასთან თანხმდება საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის დასადები საგრანტო ხელშეკრულება.

ორგანიზაცია გეგმავს საქართველოში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის გავლენის შეფასებას ბავშვებისა და  მათი ოჯახების კეთილდღეობაზე, აღნიშნულის განხორციელების მიზნით ორგანიზაცია საქსტატს გამოუყოფს ფინანსურ დახმარებას.

გადაგზავნილია სოციალურ დეპში შესათანხმებლად.

5.     შსს 32855 - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო  შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

6.     ეკონომიკა 32854 - საქართველოს მთავრობასა და შპსჭანიჰესსშორის დაიდებაჭანი ჰესიელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.

7.     შსს 32851 - შინაგან საქმეთა სამინისტრო ავეჯის შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8.     შსს 32846 - შინაგან საქმეთა სამინისტრო საოჯახო ტექნიკის  სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

9.     გარემო 32816 - უცხოური საწარმოს ფილიალს - ,,სადეჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური კომპანია (SADE-COMPAGNIE GENERALE DE TRAVAUX D'HYDRAULIQUE) საქართველოს ფილიალი“- მიენიჭება უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილი 2 ინდივიდიიმერული მუხადა შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს თელავის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტი.

10.  განათლება 32807 - სსიპგიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.

11.  ფინანსები 32797 - მთავრობასთან თანხმდება, ფინანსთა სამინისტროსა და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციას (IFAC) შორის საქართველოში რეგისტრირებული სუბიექტისთვის საავტორო უფლებით დაცული მასალის თარგმნისა და გამოცემის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შემდგომში სამოქმედოდ შემოღების მიზნით, გასაფორმებელი ხელშეკრულება პატენტსა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

12.  შსს 32774 - ცვლილება შედის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდებაში, რომელიც ითვალისწინებს მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებისთვის შესაბამისი ქონების გადაცემას და გადაცემული სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და სამოქალაქო უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის საწვავ-საპოხი მასალებითა და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფას.

13.  ეკონომიკა  - შპსვიქტორია 2012”- საკუთრებაში გადაეცემა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიფულში მდებარე 5 ერთეული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ჯამში: 52.1077 ჰა), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უძრავი ნივთების საერთო ფართობის არანაკლებ 70 %-ზე მრავალწლიანი კულტურ(ებ)ის გაშენების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და აღნიშნული მიზნებისათვის 150000 ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით, რითაც, სავარაუდოდ, ხელი შეეწყობა ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

14.  ეკონომიკა 32715 - / ნანა ჩხიკვიშვილს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნანა ჩხიკვიშვილის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში  სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ნანა ჩხიკვიშვილი დაფარავს  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (600  ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდანთვის ვადაში.

15.   ეკონომიკა 32714 - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზა), რომელიც გამოყენებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.

16.   ეკონომიკა 32712 - / ნინო დალალიშვილს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნინო დალალიშვილის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ნინო დალალიშვილი დაფარავს  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (600 ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

17.   ეკონომიკა 32710 - / ლამარა დოლიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთილამარა დოლიძის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, ჩოხატაურის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ლამარა დოლიძე დაფარავს  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (600 ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდანთვის ვადაში.

18.    ეკონომიკა 32707 - მცხეთის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაეცემა უძრავი ქონება, რომელიც გამოყენებული იქნება, მოსახლეობის თავშეყრისა და დასვენების ადგილად.

19.   ეკონომიკა 32705 - / ნათია გოლიაძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ნათია გოლიაძის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ნათია გოლიაძე უარს იტყვის  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებული სხვაობის (700  ლარი) ანაზღაურების მოთხოვნაზე.

20.   ეკონომიკა 32702 - / კახაბერ ჩხაიძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 104 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კახაბერ ჩხაიძის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ კახაბერ ჩხაიძე დაფარავს უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას - 500 ლარს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდანთვის ვადაში.

21.   ეკონომიკა 32701 - / ლელა მამალაძეს საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ლელა მამალაძის საკუთრებაში არსებული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩაზე მდებარე 100 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ლელა მამალაძე დაფარავს  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას - 600  ლარს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.

22.  ეკონომიკა 32700 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შპსქართლის ქარის ელექტროსადგურისპარტნიორებთან - სსსაქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსადა სსსაქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთანერთად შემუშავებული შპსქართლის ქარის ელექტროსადგურისკაპიტალის 100%-იანი წილის საჯარო აუქციონის ფორმით გასხვისების ახალი სამოქმედო გეგმა.

23.   რეგიონული 32698 - საჩხერის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება მისთვის გამოყოფილი სახსრებიდან დარჩენილი ეკონომია ჯამში 112 593 ლარი მიმართოს ქალაქ საჩხერეში . მაჭავარიანის ქუჩაზე საყრდენი კედლებისა და დეკორატიული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად.

24.   ეკონომიკა 32695 - შპსსაქართველოს აეროპორტების გაერთიანება“  დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის მართვის სისტემის (თანმდევი მომსახურებით) და სკანერების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვას განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი ფინანსური რესურსით.

25.  ეკონომიკა 32689 - 2017 წლის 07 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს 2860 ლარად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, 12 თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება.

პროექტი ითვალისწინებს დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.

26.  ეკონომიკა 32676 - 2017 წლის 07 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება) თანახმად, სსენერგო-პრო ჯორჯიას“  2370 ლარად (გადახდილია სრულად), ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კომპანიამ იკისრა რიგი ვალდებულებები, 12 თვის ვადაში სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება.

პროექტი ითვალისწინებს დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებას.

27.  რეგიონული 32644 - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს მიეცემა უფლება წარმოქმნილი ეკონომიების - 422 980  ლარის, ფარგლებში განახორციელოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენის დაფინანსება.

28.  რეგიონული 32643 - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას.

29.  შსს 32631 - საპატრულო პოლიცია შპსენკენი ფილმს ფფ9“- უსასყიდლოდ გადასცემს მის ბალანსზე რიცხულ 24 ერთეულ პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობას (ფანარი, ხელბორკილი, იარაღის ჰოლსტერი, ხელკეტი), ასევე 35 ერთეულ უნიფორმის კომპლექტს (მაისური, შარვალი, ქუდი, ქამარი), 59 ცალი აღჭურვილობის ქამარი და  10  ერთეული ავტომანქანა „SKODA OCTAVIA“, რაც ხელს შეუწყობს მხატვრული ფილმის „Fast & Furious 9“-ის კინო-გადაღების პროცესს.

30.  გარემო 32626 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გათავისუფლდებაშიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 84-კმ 106 მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელების რეაბილიტაციის/მშენებლობისპროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან.

31.  ფინანსები 32601 - საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, იურიდიული კომპანიებისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, შესაბამისი საარბიტრაჟო და სასამართლო ხარჯებისმოწმეებისა და უცხოელი ექსპერტების საარბიტრაჟო და სასამართლო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კომპლექსურ საქმეებზე დავების საწარმოებლად იურიდიული მომსახურების შესყიდვის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების უცხო ქვეყანაში არამართლზომიერად გადაადგილებისა და დაკავების საქმეების უცხო ქვეყანაში წარმოებისა და ბავშვების საქართველოში დაბრუნების, საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარული საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებული სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და საქართველოს კანონმდებლობით მათთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა 5 900 000  აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, 625 400 ევროს ეკვივალენტი ლარი და 59 000  გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარი.

32.  მთავრობა 32574 - ცვლილება შედის გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის და გაეროს ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე კომისიის შემადგენლობასა და დებულებაში.

გაეროს ბავშვთა ფონდი ჩართული იყო აღნიშნული კომისიის შექმნის პროცესში, დღემდე მონაწილეობას იღებს კომისიის მუშაობის გაძლიერებაში და სხვადასხვა საშუალებით მხარს უჭერს კომისიას, ისევე როგორც მის სამდივნოს, ბავშვთა უფლებების სფეროში რეფორმების განხორციელებასა და ახალი ინიციატივების კოორდინაციაში. კომისიის მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო კონსულტანტმა ჩაატარა კვლევა და გამოსცა შესაბამისი რეკომენდაციები. კომისიის შემადგენლობაში (კომისიის უნივერსალურ შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;) შემავალი სამინისტროების წარმომადგენლებისა და კომისიის სხვა წევრების მიერ რეკომენდაციების დეტალური განხილვისა და ანალიზის შედეგად, საჭიროდ იქნა მიჩნეული, კომისიის ამოცანების უფრო ფართოდ განსაზღვრა და სხვა შეთანხმებული ტექნიკური ცვლილებების დებულებაში ასახვა.

33.   ეკონომიკა 32897 - მტკიცდება აბასთუმნის მინერალური (თერმული) წყლის საბადოს სანიტარიული დაცვის ზონების პროექტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრება სანიტარიული დაცვის ზონები და ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტების/საბადოების სანიტარიული ნორმების დაცვას

გადაგზავნილია პროექტი ჯანდაცვის დეპში შესათანხმებლად.

34.  იუსტიცია 32541 - მთავრობასთან თანხმდებასაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - იუსტიციის სახლის, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ბიუჯეტები, საშტატო ნუსხები და სახელფასო ფონდები.

                   ხელმოსაწერი:

1.     32815 - შპსენგურის ქვის სიმძლავრეზე‘‘ გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ენგურზე, „ენგური I“-ის საბადოს ქვიშა - ხრეშის 498 930 3-ის ოდენობის  მოპოვების უფლებით, 5 წლის ვადით.

პროექტის მიხედვით, იცვლება ლიცენზიის გამცემის მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი (მიწისა და სამთო მინაკუთვნის) სხვა ფართობით, სადაც იმავე ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობებით შესაძლებელი იქნება იდენტური სახეობისა და ოდენობის სასარგებლო წიაღისეულის (ქვა-ხრეში) მოპოვება. საკითხი პირველ ეტაპზე დავიზებულია

 

2.       32637 - ქალაქ სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩა N22-ში მდებარე 9605 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1  ლარად, საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

 

პატივისცემით,  

ნათია