From :
To : te.kankia@gmail.com
Subject : FW: ელ.მთავრობის საკითხები_12.09.19
Received On : 13.09.2019 11:22

 

 

From: Giorgi Tsotskolauri
Sent: Thursday, September 12, 2019 4:53 PM
To: Tinatin Khardziani
Subject: Fwd:
ელ.მთავრობის საკითხები_12.09.19

 

შენიშვნა არ მაქვს

Sent from my iPhone


Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Date: September 12, 2019 at 10:59:28 AM GMT+4
To: Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: ელ.მთავრობის საკითხები_12.09.19

           მოგესალმებით ბატონო გიორგი,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. საგარეო 35569 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. ეკონომიკა 35568 - ცვლილება შედის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, მოხდება 2020 წლის 1 იანვრამდე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური ინსპექტირების გადავადება, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შეკუმშული აირბალონიანი და გათხევადებული აირბალონის მოწყობილობა დამონტაჟებული აქვთ ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ ქარხნულად.
    ცვლილება შედის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას, იდენტიფიკაციის ეტაპზე, განხორციელდება შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (CNG) და გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული აირბალონ(ებ)ის და აირბალონიანი სისტემის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ვადიანი ინსპექტირების სერტიფიკატის (რომელიც უნდა მოიცავდეს დადებით დასკვნას მათი ტექნიკურად გამართულობის შესახებ) შემოწმება.
    ასევე, იდენტიფიკაციის ეტაპის შემდგომ, ინსპექტირების პროცესში აღარ განხორციელდება:
    1. LPG/CNG ან წყალბადის სისტემის შესაბამისობის დადგენა ტიპის აღიარების დოკუმენტაციასთან მიმართებით;
    2. აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ბალონების ექსპლუატაციისა და პერიოდული შემოწმების ვადების დარღვევის დადგენა.
    ცვლილება შედის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, მოხდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ტექნიკური ინსპექტირების გადავადება 2020 წლის პირველ იანვრამდე, რომლებსაც ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული შეკუმშული აირბალონიანი და გათხევადებული აირბალონის მოწყობილობა დამონტაჟებული აქვთ ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ ქარხნულად, რაც გამოწვეულია ამ ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკუმშული აირბალონიანი მოწყობილობისა და გათხევადებული აირის აირბალონის პერიფერიული მოწყობილობების და მათი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის განსხვავებული წესით ინსპექტირებით.
  3. გარემო 35538 - ()იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სსაკურასმიერ, 2019 წლის რთვლის პერიოდში არაკონდიციური და ბაზარზე ჭარბი რაოდენობის ყურძნის მიღება - გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებასა და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი საკრედიტო რესურსების მოძიებას საფინანსო ინსტიტუტებიდან.
  4. გარემო 35537 -  მთავრობასთან თანხმდება, სსიპსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) შორის გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტი.

    რის შემდეგადაც მოხდება: ნიადაგის ტიპებისა და მისი მახასიათებლების აღწერა, ტყის ოცდაათ ბუნებრივ ეკოსისტემაში, ფიზიკური და ქიმიური ანალიზის მონაცემთა გამოყენებით;  ორგანული ნახშირბადი შემცველობის შეფასება ნიადაგის თითოეულ ჰორიზონტში, ტყის 30 ბუნებრივ ეკოსისტემაში.
  5. გარემო 35536 - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლის 10 ინდივიდისა და ტურის 10  ინდივიდის რაოდენობის რეგულირების უფლება, მათი გარემოდან ამოღებით.

ხელმოსაწერი:

  1. 35567 - საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, იურიდიული კომპანიებისა და სისხლის სამართლის დარგის სპეციალისტებისაგან იურიდიული მომსახურების შესყიდვის, სათანადო ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ საქართველოსა და უცხო სახელმწიფოს საექსპერტო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევების ჩატარების, სათანადო კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებაში დახმარებისა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევის, აგრეთვე აღნიშნული პირების ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯებისა და ზემოაღნიშნულ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გადასახადების დასაფინანსებლად, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს პროკურატურას გამოეყოფა 283 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
  2. 35565 - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაკისრებული დამატებითი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოეყოფა 600 000 ლარი.
  3. 35438 - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, მისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან დარჩენილ ეკონომიას ჯამში სულ 1 429 314 ლარს მიმართავს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული  პროექტების დასაფინანსებლად.

 

 

 

პატივისცემით,  

ნათია