| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Tsenteradze <ttsenteradze@worldbank.org> |
| Subject : | ventilators and COVID diagnostic test invoices |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.05.2020 14:00 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
გიგზავნით Mindray-სა და Hamilton-ის მიერ წარმოებულ პორტატული და სტაციონარული სუნთქვის აპარატების ინვოისებს.
Mindray – 30 ცალი სტაციონარული სუნთქვის აპარატი. ეს რაოდენობა საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტაა და უკვე წარმოების პროცესშია. ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანია მაისის ბოლოს ივნისის დასაწყისში შეძლებს მოწოდებას.
Hamilton International-ის - 15 ცალი პორტატული აპარატი. (მთლიანობაში 30 ცალის შესყიდვა გვინდა, მაგრამ მომწოდებელს ამ ეტაპზე მხოლოდ 15 ცალის მოწოდება შეუძლია ივნისი-ივლისის თვეში).
დანართის სახით ასევე გიგზავნით კომპანია Green lab-ის ინვოისს, COVID-ის სადიაგნოსტიკო ანტისხეულის სწრაფი ტესტის შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტესტებს დადებითი შეფასება აქვს ლაბორატორიული ჯგუფის მიერ. ტესტების ჩინეთიდან გამოგზავნა მაისის პირველი კვირის ბოლომდე იგეგმება.
პატივისცემით,
მაიკო
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა: mnikoleishvili@moh.gov.ge