From : Manuchar Sherozia <msherozia@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : morige manqanebis gadaadgileba
Cc : Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
Received On : 21.02.2020 07:16

მოგესალმებით ქალბატონო თინათინ,


წარმოგიდგენთ ინფორმაციას, 2020 წლის 18 და 19 თებერვალს, სამინისტროს მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ:

 

მიმდინარე წლის 18 თებერვალს სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მიხეილ ჟიჟილაშვილი იმყოფებოდა შსს სამინისტროში (ნ. რამიშვილის ქუჩა), შემოსავლების სამსახურში (გორგასლის ქუჩა) და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში (გორგასლის ქუჩა) კორონა ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების გატარებასთან მიმართებაში, სამედიცინო აღჭურვილობისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებასთან დაკავშირებით. მის გადაადგილებას უზრუნველყოფდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „kia cerato“ სახ. № MOH-010.

 

მიმდინარე წლის 18 თებერვალს სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მანუჩარ შეროზია ვიმყოფებოდი ს/ს „თელასი“-ში სამინისტროსა და ს/ს „თელასი“-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირების. ჩემს გადაადგილებას უზრუნველყოფდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „kia cerato“ სახ. № SS-268-BS.

 

მიმდინარე წლის 18 თებერვალს სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი გიორგი კერესელიძე იმყოფებოდა შპს „მაქსერვისი“-ში (ავტოტექმომსახურების ცენტრი), ავტოსატრანსპორტო საშუალება „kia sorento“-ს სახ. №MOH-005 წამოსაყვანად. მის გადაადგილებას უზრუნველყოფდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „kia cerato“ სახ. № MOH-010.

 

მიმდინარე წლის 19 თებერვალს სამინისტროს ადმინისტრაციის მატერიალური უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მანუჩარ შეროზია ვიმყოფებოდი ს/ს „თელასი“-ში სამინისტროსა და ს/ს „თელასი“-ს შორის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირების. ჩემს გადაადგილებას უზრუნველყოფდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „kia cerato“ სახ. № MOH-010.