From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>
Subject : information on WHA 73 Session
Cc : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 13.05.2020 07:00
Attachments :

ქალბატონო თამუნა,

 

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესია იმართება 18-19 მაისს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს სიტყვით გამოსვლა უწევს 18 მაისს.  2 წუთიანი განცხადების გაკეთება შესაძლებელია როგორც ონლაინ ჩართვის დროს, ისე ვიდეო-განცხადების საშუალებით. სესიების დაწყების დროა 14:00 საათი, თბილისის დროით. ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ზუსტად რა დროს მოგვიწევს გამოსვლა, სავარაუდოდ 14:00 – 17:00 საათამდე პერიოდში.

თემაა კორონავირუსის პანდემია.

სესია გაიმართება INTERPREFY-ის პლატფორმით. IT დეპარტამენტს მივაწვდი დამატებით ინფორმაციას აღნიშნული პლათფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე დამტკიცდება მხოლოდ ერთი რეზოლუცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე, იხილეთ თანდართული რეზოლუციის პროექტი. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია კენჭისყრით მოხდება დამტკიცება თუ დუმილის პროცედურით. რეზოლუციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოზიცია დღის ბოლომდე უნდა მივაწოდოთ.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ევროპის რეგიონის ჯგუფიდან ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს წევრებად რუსეთის და ბრიტანეთის კანდიდატები დამტკიცდებიან კონსენსუსით, კენჭის ყრის პროცედურა არ გაიმართება. დასამტკიცებელი კანდიდატების შესახებ დაზუსტებული/საბოლოო ინფორმაცია ასამბლეამდე 3 დღით ადრე გახდება ცნობილი.

აქვე გიგზავნით  ჯანმოს საიტიდან ამონარიდს დღის წესრიგთან დაკავშირებით:

Due to the current COVID-19 pandemic, the 73rd World Health Assembly will be virtual. The agenda has been reduced to fit into two days, starting on Monday 18 May and concluding no later on Tuesday 19 May.

The programme will cover:

პატივისცემით,

 

მაიკო

 

From: Tamar Gabunia
Sent: Wednesday, May 13, 2020 9:58 AM
To: Maia Nikoleishvili .ge>; Tea Kankia ; Marika Ghadua
Subject: Minister's statement at GA

 

მაიკო

 

გთხოვ მომაწოდო დეტალები გენერალური ასამბლეის რომელ სესიაზე იგეგმება ქალბატონი ეკატერინეს statement ის წარდგენა. რა არის მთავარი თემა, რას ვუჭერთ მხარს?

მადლობა!

 

 

 

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: Friday, May 8, 2020 2:48 PM
To: Tamar Gabunia ; Tinatin Khardziani ; Marika Ghadua
Cc: 'tea kankia' ; Nato Kvernadze ; Nino Mamaladze ; Tatia Tsereteli
Subject: FW: ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა WHA73
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

გიგზავნით ჟენევაში საქართველოს მისიიდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება ვებექსის მეშვეობით ჯანმთელობის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესიისა და ჯანმოს აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიაში მონაწილეობის საკითხს.

ასამბლეა გაიმართება 18-19 მაისს. 18 მაისს სესია დაიწყება თბილისის დროით 14:00 საათზე.

ჩვენი მხრიდან მოთხოვნილია კანდიდატურების წარდგენა, რათა მისიამ დაარეგისტრიროს მონაწილეთა სიაში.

3 კანდიდატის წარდგენა შეგვიძლია დელეგატის სტატუსით (ექნებათ ინტერვენციის შესაძლებლობა სესიის მსვლელობისას)

დანარჩენ კანდიდატებს  კი დაარეგისტრირებენ დელეგატების ალტერნატებად, მხოლოდ მოსმენა შეეძლებათ (რაოდენობა შეზღუდული არ არის).

 

სესიას გახსნის ჯანმოს გენერალური დირექტორი და წარადგენს განცხადებას COVID19-თან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდეგ სიტყვა გადაეცემათ მოწვეულ სტუმრებს, დელეგაციის ხელმძღვანელებს, მინისტრებს. 2 წუთიანი განაცხადის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ ჩართვის დროს, ისე ვიდეო-განცხადების საშუალებით. საქართველო სპიკერთა სიაში უკვე ჩაწერილია 18 მაისს (14:00დან 17:00მდე).

სესიაზე ასევე გათვალისწინებულია კორონავირუსთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრა (იხილეთ თანდართული რეზოლუციის პროექტი) და აღმასრულებელ საბჭოში ახალი წევრების არჩევა.  ვინაიდან მსურველი კანდიდატებისა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა შესაბამისობაშია, კენჭისყრა მოხდება დუმილის პროცედურის დაცვით (თუ წინააღმდეგი არავინ იქნება, წარდგენილი კანდიდატები არჩეულად ჩაითვლებიან).

სესიის სამუშაო ენაა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ფრანგული.

სესიაში მონაწილე დელეგატების სია და ვიდეო მიმართვა უნდა გადავაგზავნოთ 13 მაისამდე.

 

ქალბატონო თამარ,

თქვენ, როგორც ჯანმოს აღამასრულებელი საბჭოს წევრს გაცნობებთ, რომ მორიგი 147-ე სესია გაიმართება 22 მაისს. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაგიზიარებთ.

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

 

From: Ekaterine Khositashvili <ekhositashvili@mfa.gov.ge>
Sent: Friday, Ma
y 8, 2020 1:24 PM
To: Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Cc: Shalva Tsiskarashvili <sh.tsiskarashvili@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Victor Dolidze <vdolidze@mfa.gov.ge>
Subject: ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა WHA73
Importance: High

 

მოგესალმებით

 

გაცნობებთ,  ჯანმრთელობის მსოფლიო 73- ასამბლეისა და აღმასრულებელი საბჭოს 147- სესიასთან დაკავშირებითშეთანხმდა, რომ ასამბლეის სესია, დღის წესრიგის შესაბამისადდაიწყება 18 მაისს, თბილისის დროით 14 საათზე და აუცილებლობის შემთხვევაში გაგრძელდება 19 მაისს

 

ასამბლეის სესიაზე თითეული ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3 დელეგატის რეგისტრირება (რომელთაც ინტერვენციის შესაძლებლობა ექნებათ) ხოლო დელეგაციის დანარჩენი დელეგაციის წევრებს ალტერნატებად დავარეგისტრირებთ, რომელთაც მხოლოდ ვებექსზე ექნებათ წვდომა (ალტერნატების რაოდენობა შეზღუდული არ არის).

 

სესიაზე კოვიდ19-ის თემაზე განცხადებას გააკეთებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიეუსი, ხოლო შემდეგ რეგიონული ჯგუფებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.

 

 

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველო სპიკერთა სიაში უკვე ჩავწერეთ სესიის პირველ ნაწილში (14:00დან 17:00მდე), განცხადებისთვის განსაზღვრულია 2 წუთი. შესაძლებელი იქნება განცხადების გაკეთება როგორც ჩართვის დროს, ისე წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-განცხადების საშუალებით.

 

ჩაწერილი ვიდეო-განცხადებისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა .. 14 მაისი

 

გთხოვთ, .. 13 მაისამდე, მოგვაწოდოთ ვიდეო-განცხადება და ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.

 

რაც შეეხება დღის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს აღმასრულებელი საბჭოს წევრები არჩევნების შესახებ, გადაწყვეტილება დუმილის პროცედურით იქნება მიღებული. სამდივნოს ინფორმაციით, ვინაიდან მსურველი კანდიდატებისა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა შესაბამისობაშია, კენჭისყრა საჭირო არ იქნება

 

აქვე, გიგზავნით, WHO-დან მიღებულ წერილებს ასამბლეისა და აღმასრულებელი საბჭოს 147- სესიის შესახებ (აღმასრულებელი საბჭოს სესია გაიმართება 22 მაისს და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მაისი).

 

.. 11 მაისს იგეგმება დამატებითი სესია ასამბლეის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გაცნობებთ დამატებით.

 

 

სს,

 

ეკატერინე ხოსიტაშვილი