From : Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>
To : Tatia Tsereteli <tatsereteli@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
Subject : SEP მხარეების ჩართულობის გეგმის განახლება (WB-Covid 19)
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; patarashvilinino@gmail.com; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Giorgi Kobaladze <gkobaladze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 07.07.2020 16:16
Attachments :

თათია,

 

მადლობა პასუხისთვის.

 

აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისთვის ძალიან შემჭიდროებულ ვადებში, რადგან პროექტის დამტკიცების ერთ-ერთი  აუცილებელი პირობა იყო  დაინტერესებული მხარეების (ბენეფიციარების) გამოვლენა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება,  საზოგადოების  ინფორმირებისა და ჩართულობის უზრუველსაყოფად.

 

აქედან გამომდინარე ცხადია, დოკუმენტში როგორც ქართულ,  ისე ინგლისურ ვერსიაში,  შეიძლება იყოს გარკვეული უზუსტობები, ვინაიდან როგორც ირკვევა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი წარმომადგენლები საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ვერ მონაწილეობდნენ.

 

მას შემდეგ რაც, სამინისტროში შეიქმნა და დაკომპლექტდა მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU), პროექტისთვის მომზადებული ყველა დოკუმენტი გადმოეცა ჩვენს ჯგუფს განხილვისა და შესაბამისი ცვლილებებისთვის.

 

მეტი სიმარტივისთვის, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით აუცილებლია სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობა, შემდეგი საკითხების გასაახლებლად:

 

·         პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული პირების/ჯგუფების, ძირითადი ბენეფიციარების და დაინტერესებული მხარებიის ჩამონათვალი; მათთან კომუნიკაციის გზები და საშუალებები;

·         პროექტის და დაგეგმიილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის გზები და საშუალებები (როგორც აქამდე გამოყენებული, ასევევ სამომავლო), რომელიც ადაპტირებული იქნება COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებთან;

·         საჩივრების მიღების, რეგისტრაციის და რეაგირების პროცედურები, რომელიც ადაპტირებული იქნება COVID-19-ის გავრცელების გამო დაწესებულ შეზღუდვებთან.

 

ასევე, საინტერესოა რა დაიხარჯა და რამდენის დახარჯვა იგეგმება საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით სამინისტროს მიერ, რაც ჩვენ შეიძლება პროექტის მიზნებთან იკვეთებოდეს.

 

ვინაიდან, ზემოთაღნიშნული საკითხების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში აუცილებელია, პროექტის განხორციელებაში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი სასახურებში ამჟამად არსებული პროცედურების (საზოგადოების ინფორმირება, საჩივრების მიღება და რეაგირება) ანალიზი და სამომავლო ინტერესების გათვალისწინება, საჭიროა მუშა პროცესში ყველა დაინტერესებული ერთეულის ჩართვა.

 

ამ ეტაპზე რაც ყველაზე მეტად გვეჩქარება არის დოკუმენტის განახლება შესაბამისის დეპარტამენტების/სააგენტოების ჩართულობით, ვინაიდან სესხის ჩამორიცხვის პირობაა და ვადებში უნდა ჩავჯდეთ.

 

გთავაზობთ ხვალ შეხვედრას და დეტალების გავლას.

 

პატივისცემით,

 

ნინო

 

 

 

From: Tatia Tsereteli
Sent: Tuesday, June 30, 2020 4:41 PM
To: Nino Kvernadze ; Maia Nikoleishvili ; Nino Mamaladze ; Nino Veltauri ; Lika Klimiashvili
Cc: patarashvilinino@gmail.com; Lia Tavadze ; Giorgi Kobaladze
Subject: RE: ჩართულობის გეგმა (WB-Covid 19)

 

მოგესალმებით ნინო,

1.       როგორც ვისაუბრეთ ეს დოკუმენტი არაა საბოლოო სახის და საჭიროებს კორექტირებას, როგორც გრამატიკული ასევე ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, რადგან არის ინგლისურიდან პირდაპირი თარგმანი. (მაგ. არა-არსებითი ბიზნესი, საკვების უკმარისობა და ა.შ.) ასევე ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ღარიბი ოჯახები, რაც ჩემი აზრით ასევე პირდაპირი თარგმანის პრობლემაა და ახალ დოკუმენტში იმედია სხვა სახით იქნება (სოციალურად დაუცველი ოჯახები ან მოწყვლადი ჯგუფები, თემატურად)

 

2.       ასევე, აღნიშნულ დოკუმენტში  (პირველივე აბზაცში) ინფორმაცია  განთავსებულია 15 აპრილის მონაცემებით. გარდა ამისა, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და დროებითი ფულადი შემწეობების კომპონენტიც წერია მომავალში და უნდა დაემატოს უკვე რამდენ პირს გაეწია დახმარება? ანუ ამ ინფორმაციის განახლებაც ხდება თუ უბრალოდ აღნიშნული დოკუმენტი კორექტირებული სახით უნდა განვათავსოთ ვებ-გვერდზე?

 

ვგულისხმობ იმას, რომ ეს დოკუმენტი არის რეალურად განსაახლებელი,  არაერთ ნაწილში, აღარ ასახავს რეალობას და ძველი თარიღით უნდა განვათავსოთ თუ სრულად უნდა განახლდეს? ან აქამდე რატომ არ განვათავსეთ?

 

 

3.       მე-12 გვერდზე, მოწყვლად ან დაუცველ ჯგუფებში შესულია -  „ქალები გოგონები და ოჯახები, სადაც ოჯახის უფროსი ქალია“, - ამ ფორმულირებით ძალიან სხვა შთაბეჭდილება რჩება და სჯობს აღნიშნული ან დაკორექტიდერს ან უკეთ განიმარტოს.  მანამდე, წინა გვერდზე, მოწყვლად ფიზიკურ პირებში ან ჯგუფებში ამ კუთხით განმარტება არის მხოლოდ ის, რომ „მოწყვლადი პირების ჯგუფში შეიძლება შევიდეს მარტოხელა მშობელი“. ასევე დოკუმეტის შემდეგ ნაწილშიც არაერთხელ არის გამოყენებული „ქალები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები“, შესაბამისად იმის განმარტება თუ რატომ ითვლებიან ქალები მოწყვლად ჯგუფად მგონი ჯობს მოხდეს თავშივე ან აღნიშნული ტერმინები ჩანაცვლდეს ცოტა უფრო რბილი ფორმით. 

 

4.       მე-13-ე გვერდზე, აბზაცის ბოლოს, სამინისტროს სახელს აკლია დევნილების ნაწილი.

 

5.       კომუნიკაციის სტრატეგიის ნაწილში (მე-20 გვ.) რისკები ქალების/ გოგონების ძალადობასა და სექსუალურ ექპლუატაციასთან დაკავშირებით. ეს ცოტა სხვა ფორმულირებითაა დასაწერი.  (ამასთანავე, საკარანტინო დაწესებულებებისა და სავაადმყოფოების მოხსენიება არარელევანტურად მიმაჩნია. )

 

მაგ.  ქალებისა და გოგონების სამიზნე ჯგუფებისთვისთვის დამატებით ინფორმაციის მიწოდება გენდერულ და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და რისკების შემცირების მიზნით.  

6.       რაც შეეხება კომუნიკაციას, ასევე ეთნიკური უმცირესობების ჭრილში, თითქმის ყველა ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის საიტზე https://stopcov.ge/ab ( მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომ ენაზე, როგორც ვებ-გვერდი ასევე მასალა)

7.       ასევე, ფაქტიურად თებერვლის ბოლოდან,  ჩვენს საიტზე განთავსებული ინფორმაცია ძირითადად ვირუსთან დაკავშირებულ თემებზეა და აღნიშნულის გავრცელება ხდებოდა,  როგორც სატელევიზიო ეთერით ასევე სააგენტოების საშუალებით. https://www.moh.gov.ge/ka/news/page/11/

8.       აპლიკაციის შესახებ, რაც შევქმენით კორონასთან დაკავშირებით, ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ https://www.moh.gov.ge/ka/news/5058/jandacvis-saministros-iniciativiT-inovaciuri-aplikacia-STOP-COVID--Seiqmna%2C-romlis-mizani-Covid-19-is-adreuli-gamovlena--da-prevenciaa

https://www.moh.gov.ge/ka/news/5062/pirveli-24-saaTis-ganmavlobaSi-aplikacia-STOP-COVID-151-000-ze-metma-momxmarebelma-gadmowera

 

დამატებით თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდებათ ან მე შემეძლება დახმარება შეგიძლიათ მომწეროთ.

პატივისცემით,

თათია წერეთელი

მასმედიასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დაგეგმვის  სამმართველო

599 499 004

 

From: Nino Kvernadze
Sent: Friday, June 26, 2020 10:14 PM
To: Maia Nikoleishvili; Nino Mamaladze; Tatia Tsereteli; Nino Veltauri; Lika Klimiashvili
Cc: patarashvilinino@gmail.com; Lia Tavadze; Giorgi Kobaladze
Subject:
ჩართულობის გეგმა (WB-Covid 19)

 

საღამო მშვიდობისა,  

 

მოგესალმებით ყველას, განსაკუთრებით თათიას და ნინოს (მამალაძე) ვინაიდან ჯერ არ მომეცა თქვენი პირადად გაცნობის საშუალება.

 

გიგზავნით მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ პროექტში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის პირველად სამუშაო ვერსიას,  რომელიც არის გასაახლებელი.

 

მაინტერესებს თუ ჰქონდა ბანკს თქვენთან ამ დოკუმენტის შემუშავების დროს კომუნიკაცია.  ბანკის მხრიდან დარეჯან კაპანაძე და დავით ჯეჯელავა მუშაობდა ამ საკითხებზე.

 

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო 2.2; 2.3 და 2.4 პუნქტებზე. პიარისთვის - ასევე მესამე თავი სრულად. დოკუმენტი  როგორც გითხარით სამუშაო ვერსიაა და შეგვიძლია წავშალოთ არარელევანტური ინფრომაცია და დავამატოთ, განვავრცოთ ახლით.

 

რამდენიმე საკითხია რაზეც თქვენთან ერთად დაგვჭირდება მუშაობა:

 

1.      ეს დოკუმენტი უნდა დაიდოს სამინისტროს საიტზე გასაახლებლად, ორ ენაზე. ორივე გვაქვს. ეს საკითხი შევათანხმე ქალბატონ თამარ გაბუნიასთან. უკუკავშირისთვის სამინისტროს ინფოს მეილს მივუთითებთ, ასევე ჩვენი რომელიმე თანამშრომლის მეილსაც ალბათ, გავიაროთ კიდევ ეს საკითხი. მიღებული კომენტარები შემდეგ უნდა ავსახოთ ან არ ავსახოთ, დამოკიდებულია რამდენად რელევანტური იქნება კომენტარები.

2.      გარდა ამისა მაქსიმალური უკუკავშირის მისაღებად, დოკუმენტი უნდა გავრცელდეს სხვადასხვა არსებული ქსელების მეშვეობით, მაგალითად კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი რომელსაც ბევრი გამომწერი ყავს. თუ გახსენდებათ მსგავსი ქსელები ან სხვა წყაროები, ჯანდაცვის კუთხით, გთხოვთ გვირჩიეთ.

3.      გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა ნებისმიერი აპლიკაცია, ვებ გვერდი, კომუნიკაცია, რაც კოვიდის ფარგლებში გაკეთდა. დასარეპორტებლად.იქნება ეს stop.gov.ge თუ სხვა ტიპის აქტივოვები.

 

განახლებული დოკუმენტი სამინისტროს PIU- კოორდინირებით მზად უნდა იყოს არაუგვიანეს 28 ივლისისა.

 

ორშაბათიდან სამინისტროს მეილი ჩაერთვება სოციალური სტანდარდების სპეციალისტს - ნინო პატარაშვილს, რომელიც შემოგვთავაზებს სამუშაო დროს და დღეს და შევიკრიბოთ. მანამდე კარგი იქნება თუ გაეცნობით დოკუმენტს.

 

პატივისცემით,

 

 

ნინო კვერნაძე

პროექტის მენეჯერი,

მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების

პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU), 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 

www.moh.gov.ge  

 

Nino Kvernadze

Project Manager, PIU – World Bank

Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

www.moh.gov.ge 

 

Email: ninokvernadze@moh.gov.ge

Cell: +995 599 18 46 44