| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | amiran gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge> |
| Subject : | Roche Antibody tests |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 05.05.2020 15:20 |
| Attachments : |
ბატონო ამირან
როგორც მოგეხსენებათ Roche diagnostics აწარმოებს COVID ზე ანტისხეულების ტესტებს. ორიოდე დღის წინ ვესაუბრე როშეს ადგილობრივ წარმომადგენელს, რომელმაც დამიდატურა რომ ანტისხეულებზე ტესტირების ანალიზატორი საქართველოში აქვს 10-მდე კლინიკას. აქვთ კიდევ ერთი აპარატი, რომელსაც გადმოგვცემენ და ჩვენგან სჭირდებათ რეკომენდაცია იმის თაობაზე თუ სად განვათავსოთ აპარატი. ერთი ტესტის ღირებულება, როგორც მითხრეს არის 2-3 ევროს ფარგლებში. მომწოდებელი ელოდება ჩვენგან პროგნოზულ საჭიროებას ამ ტესტებზე. რადგან კლინიკის დონეზე იქნება შესაძლებელი ტესტირება, ანტისხეულების ტესტმა შესაძლოა კარგი დამხმარე როლი შეასრულოს და პერსონალის პერიოდული ტესტირების ან დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენოთ.
გთხოვთ თქვენს მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
აქვე მინდა გითხრათ რომ COBAS6800 ერთ აპარატს დიდი ალბათობით შეგვიძენს აზიის განვითრების ფონდი (წინასწარი თანხმობა მივიღეთ) მეორეს შევიძენთ სხვა წყაროდან.
დაველოდები თქვენს გამოხმაურებას
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister