| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: ტრეფიკინგის სააგენტო_პრევენცია |
| Cc : | mmaghlapheridze@moh.gov.ge; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.03.2020 14:47 |
საღამო მშვიდობის,
როგორც მოგეხსენებათ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაქვემდებარებაშია როგორც 24 საათიანი ზრუნვის სერვისები/თავშესაფრები ხანდაზმულთათვის, შშმ პირთათვის, ბავშვებისთვის, ისე ახორციელებს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის პროგრამას და წარმოადგენს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სააგენტო არსებული რეკომენდაციების ფარგლებში ახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ემსახურება ყველაზე მოწყვლად კატეგორიებს და საკითხი ეხება სახელმწიფო ზრუნვის სერვისებს, ალბათ უფრო მეტად გვეშინია.
დანართის სახით გიგზავნით ინფორმაციას პროგრამების და სერვისების მიხედვით სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, თუმცა რისკების დროულად შეფასების და სწრაფი რეაგირების მიზნით გვაქვს რამდენიმე კითხვა:
1. რამდენად საკმარისია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები? ხომ არ იქნება დამატებითი რეკომენდაციები უშუალოდ სააგენტოს და სერვისების მიწოდებელი ორგანიზაციების და მათი პერსონალის მიმართ;
2. როგორ ვიქცევით იმ შემთხვევაში თუ 24 საათიან სერვისში გამოვლინდა სავარაუდო შემთხვევა;
3. როგორ ვიქცევით სოციალურ მუშაკებთან მიმართებაში, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ მუშაობას თუ სოციალური მუშაკები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში ერთვებიან, ხოლო გეგმიური შემთხვევები გადავადდება ან სადაც შესაძლებელია დისტანციურად იმუშავებენ.
ველოდებით თქვენს მითითებებს.
პატივისცემით,
Tatia Gvaramadze
Head of Social Protection Policy Division
Policy Department
144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
(Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com