| From : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nino Vardia <nvardia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Ketibakaradze@gmail.com; zviadzviadadze@yahoo.co.uk; tamaz.bestaev@gmail.com; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სპეცკომისიის მე-8 სხდომის მასალა |
| Cc : | Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.04.2020 05:55 |
რაც შეეხება პირველ საკითხს (ნარტ გამგია), აქ მარტივად არის საქმე, რამდენადაც გასული წლის სამედიცინო ჩარევები ანაზღაურდა 15 000 ლარით, ეს თანხა უნდა იქნეს მიკუთვნებული გასულ წელზე (ჩვენ უნდა გვქონდეს წინა წლის გადმოსულების ანაზღაურების უფლება და გვაქვს კიდევაც). შესაბამისად, 2020 წელს შეგვიძლია ანაზღაურება 2020 წლოს ჩარევებისა.
მეორე საკითხი, სუფთად კომისიის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და მე, როგორც კომისიის წევრი, თანახმა ვარ გადახდაზე და რით ავხსნი ჩემს პოზიციას. ვინაიდან და რადგანაც უკვე გადავიხადეთ ლიმიტზე მეტი, იმ მიზნით, რომ სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა, ეხლა შუა გზაზე მიტოვება ამ პაციენტისა არ გამოვა და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ამიტომ ვარ თანახმა გადახდაზე.
მადლობა
პატივცემულო კომისიის წევრებო,
წარმოგიდგენთ, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის სპეციალური შემადგენლობის 2020 წლის N8 სხდომის მასალას. გადაწყვეტილებები დაფიქსირებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331-ე დადგენილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის N01-68/ო ბრძანებით და N2 დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენს ყურადღებას ვამახვილებთ ორ შემთხვევაზე:
1. 3 წლის ნარტ გამგიას ( დიაგნოზი: მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია) 2019 წლის დეკემბერში ჩატარებული მკურნალობის ანზღაურებაზე განაცხადი შემოვიდა 27/12/2019წ. და ვინაიდან, ამ წელს მეტი სხდომა არ ჩატარებულა, საკითხი განხილულ იქნა 2020 წლის პირველივე სხდომაზე . პაციენტი დაფინანსდა სრულად, მოთხოვნილი თანხით- 15000,00 ლარით. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული თანხა არის დაფინანსების წლიური ლიმიტი. ანუ ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ პაციენტმა 2020 წლის ლიმიტი ამოწურა 2019 წელს მიღებული სერვისებისთვის. ამჟამად წარმოდგენილია 2020 წლის მარტში ჩატარებული მკურნალობის ღირებულება. როგორი იქნება კომისიის აზრი: ჩაითვალოს 2020 წლის ლიმიტი ამოწურულად და მოქალაქეს ეთქვას უარი, თუ არსებული გარემოების გათვალისწინებით, მიღებულ იქნეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება .
2. 18 წლის რაულ ლადარია - (დიაგნოზი: ნაკერის ან ლიგატურის უკმარისობა ქირურგიული ოპერაციის დროს; ჰიპოვოლემიური შოკი;პერიტონიტის სხვა სახეები; სუნთქვის მწვავე უკმარისობა;სეპტიცემია, დაუზუსტებელი;ნაოპერაციევი ჭრილობის გახსნა, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში;სხვა პნევმონიები, დაუზუსტებელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული) საკითხი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში გადმოყვანილ იქნა შპს აკად. ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში“, ჩატარებული მკურნალობის შედეგად, პაციენტის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. წარმოდგენილი იყო წინასწარი ანგარიშფაქტურა 15000,00 ლარზე, თუმცა ღირებულებამ გადააჭარბა აღნიშნულ თანხას და დამატებით წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია 25000,00 ლარზე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ. სახ. მინისტრის აპარატი და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აღნიშნავდნენ საკითხის განსაკუთრებულობას და მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს. სწორედ ამ ინტერესის გათვალისწინებით, რ. ლადარია დაფინანსებულ იქნა 25000,00 ლარით, გამონაკლისის სახით. ამჟამად, შემოსულია აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური სადცის მინისტრის ქ. ბაკარაძის წერილი, რომელშიც იგი ითხოვს საკითხის განმეორებით განხილვას და დაფინანსებას 10 000,00 ლარის მოცულობით. ( ქ. ბაკარაძის წერილი თან ერთვის)
გთხოვთ, ოპერატიულად დააფიქსიროთ თქვენი გადაწყვეტილება.
პატივისცემით,
ნინო ვარდია
მთავარი სპეციალისტი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: საქართველო, თბილისი 0119, აკ.წერეთლის გამზირი 144
e-mail: nvardia@moh.gov.ge
ტელეფონი:
სამსახური: 251 00 41(08-09);
მობილური: 577 27 27 00