From : Ana Kasradze <anakasradze@gmail.com>
To : David Torua <dtorua@moh.gov.ge>
Subject : Re: სამაგიდო სავარჯიშო
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; tgabunia@moh.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhadziani@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>
Received On : 12.02.2020 13:27
Attachments :

დათო მადლობა, 

თუ შეიძლება ჩემს აზრს დავაფიქსირებ. თუ ბოლო ტენდენციებს გადავხედავთ ჩინეთიდან შემოსული მგზავრების მაჩვენებელი მცირდება, შესაბამისად იკლებს იმის ალბათობა რომ შემთხვევას გამოვავლენთ აეროპორტში. გთავაზობთ შედარებით რთულ სცენარს, როდესაც პაციენტი მიმართავს რომელიმე ამბულატორიას სიმპტომებით და ამ სცენარს გავყვეთ (მოგვიანებით გაგიზიარებთ). ასევე, რა ლიტერატურასაც ვეცნობით, ჯერჯერობით რეკომენდაცია არ არის კორონავირუსის შესაძლო შემთხვევების კაფსულით ტრანსპორტირების აუცილებლობის, საუბარია მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობაზე. 

პატივისცემით, 

On Wed, Feb 12, 2020 at 5:16 PM David Torua <dtorua@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

მინდა ჩვენი აზრი მოგაწოდოთ აღნიშნულ სამაგიდო სავარჯიშოს შესახებ, რომელიც ისახავს მიზნად თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სიმულაციური ვარჯიშის ჩატარებას.

როგორც მოგეხსენებათ, სიმულაციური ვარჯიში უნდა განხორციელდეს NCDC-ს მიერ შემუშავებული პროტოკოლის (ახალი კორონავირუსის შემოტანის და გავრცელების აღკვეთის მიზნით აეროპორტებში ჩამომსვლელი მგზავრების სკრინინგის პროტოკოლი) შესაბამისად, რომელიც გულისხმობს თერმოსკრინინგს, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგთან გადამისამართებას მეორადი ინტერვისთვის, ხოლო „შესაძლო შემთხვევის“ დაფიქსირების შემთხვევაში ჩვენი ცენტრის რეანიმობილით, პაციენტის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანას.

აღნიშნული პროცედურის განხორციელებისთვის პრობლემურად მიგვაჩნია შემდეგი საკითხები:

1. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟებულია მხოლოდ ერთ გასასვლელში თერმოსკანერი (მუშაობს სატესტო რეჟიმში), როლო სხვა მგზავრების ტემპერატურის გაზომვა ხდება შერჩევითად, დისტანციური თერმომეტრით.

2.  ასევე აეროპორტს არ გააჩნია შესაბამისად მოწყობილი საკარანტინო ოთახი, სადაც მეორადი სკრინინგის (ჩაღრმავებული ინტერვიუ და სიმპტომების შეფასება) შემდეგ აღმოჩენილი „შესაძლო შემთხვავის“ (მგზავრის)  განთავსება უნდა განხორციელდეს რეანიმობილის მოსვლამდე.

3. ჩვენს ცენტრს არ გააჩნია საიზოლაციო კაფსულა (საკაცე) და საიზოლაციო კარავის კომპლექტი ბიოუსაფრთხიებისთვის, რომელიც აუცილებელია მსგავსი პაციენტების გადასაყვანად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია სიმულაციური ვარჯიშის ჩატარება, სადაც აღნიშნული ხარვეზების გამო, შესაძლოა საზოგადოებამ შეაფასოს ჯანდაცვის სექტორის მზაობა არა დამაყმაყოფილებლად.


პატივისცემით,
დავით ტორუა

სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და
გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის
მოადგილე
ტელ. 599899001



вт, 11 февр. 2020 г. в 15:23, Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>:

ქალბატონო თამარ.

 

გუშინდელი დავალების თანახმად ჩვენი ცენტრი მზადაა მოამზადოს მასალები ხვალისთვის (12 თებერვალი) კორონავირუსულ ინფექციათან დაკავშირებული სამაგიდო სავარჯიშოს ჩასატარებლად.

სასურველია სამინისტროში სავარჯიშოში მონაწილეობისთვის მოწვეული იქნენ შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:

 

1.      საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

2.      დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;

3.      საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი;

4.      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

5.      საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო;

6.      საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;

7.      შემოსავლების სამსახური (მ.შ. საბაჟო დეპარტამენტი);

8.      სასაზღვრო პოლიცია;

9.      შინაგან საქმეთა სამინისტრი (პატრული);

10.  ეკონომიკის სამინისტრო, საავიაციო და ტურიზმის დეპარტამენტები;

11.  ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი;

12.  საავადმყოფოთა ჰოლდინგი (ახალი) და რეგიონული საავადმყოფოების ადმინისტრაცია.

13.  112 სამსახური.

14.  რამოდენიმე სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი (ჰოსპიტალური), რომელსაც აქვს ამბულატორია.

 

 

პატივისცემით

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 



--

P Please consider the environment before printing this email

Ana Kasradze, MPH

Head of Public Health Emergency Preparedness and Response Division
National Center for Disease Control and Public Health
Kakheti highway N99, Tbilisi, 0198
Mobile: (+995) 591 91 40 96