From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Ana Kasradze <A.Kasradze@ncdc.ge>
Subject : Re: საკოორდინაციო კომისიის სხდომა
Cc : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Received On : 19.04.2020 19:24
Attachments :

მადლობა ბატონო ამირან! 



Sent from my Samsung Galaxy smartphone.


-------- Original message --------
From: Amiran Gamkrelidze
Date: 4/19/20 11:03 PM (GMT+04:00)
To: Tamar Gabunia , Ekaterine Adamia , giorgi chavchavadze , Beka Jakeli , Giorgi Tsotskolauri , Tinatin Khardziani , Maia Nikoleishvili , Ana Darakhvelidze , Nino Mamaladze , Avtandil Talakvadze , Tamar Meliqidze , Gvantsa Gasviani , Zaal Kapanadze , Khatuna Zakhashvili , Ana Kasradze
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: RE: საკოორდინაციო კომისიის სხდომა

ქალბატონო თამარ,

 

ამ საკითხზე ცენტრი ალბათ თავის დასკვნას ვერ წარმოგიდგენთ, რადგან ცენტრში ამ ტიპის გათვლების საექსპერტო გამოცდილება არ არის. თუ აუცილებელია ჩვენი დასკვანა, მაშინ რამოდენიმე ჩვენმა გამოცდილმა სპეციალისტმა (ეკონომიკური პროფილის)  სპეციალურად  უნდა შეისწავლონ საკითხი და მოხდეს განხილვა ცენტრში, რომლის დროც ვფიქრობ არ არის და ჯობია დასკვნა  სხვა სამსახურებმა გააკეთონ, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვთ საავადმყოფოების დაფინანსების საკითხთან.

 

თუ პირადად ჩემი მოსაზრება გაინტერესებთ ამ ტიპის საკითხთან დაკავშირებით (როცა ექსტრემალურ პირობებში გარკვეული დროით ხდება საავადმყოფოების პერეპროფილირება) უმრავლესი ქვეყნები იყენებენ გლობალური ბიუჯეტის პრინციპს სახელმწოფოს,  საავადმყოფოებისა და სადაზღვეოების (საელმწიფო თუ კერძო) მოლაპარაკების გზით.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 

 

 

 

From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Sunday, April 19, 2020 7:25 PM
To: Ekaterine Adamia; giorgi chavchavadze
; Beka Jakeli; Giorgi Tsotskolauri; Tinatin Khardziani; Maia Nikoleishvili; Ana Darakhvelidze; Nino Mamaladze; Avtandil Talakvadze; Tamar Meliqidze; Gvantsa Gasviani; Zaal Kapanadze; Amiran Gamkrelidze; Khatuna Zakhashvili; Ana Kasradze
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: RE: საკოორდინაციო კომისიის სხდომა

 

ქალბატონო ეკა

დიდი მადლობა მთავრობის დადგენილების თანახმად კოვიდის/ცხელების მობილიზებული კლინიკებისთვის ანაზღაურების მეთოდოლოგიის გაზიარებისთვის, რაზეც აქამდეც არაერთი შიდა განხილვა გაიმართა. მიდგომა სავსებით მისაღებია. რაც შეეხება ანაზღაურების ოდენობას, გთხოვთ უზრუნველყოთ კლინიკების მიერ წარმოდეგნილი ხარჯთაღარიცხვის სათანადოდ დოკუმენტირება. ასევე გთხოვთ დააზუსტოთ წესის ძალაში შესვლის თარიღი და შეათანხმით ეს საკითხი კომისიის წევრებთან.

კომისიის წევრებს გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია 20 აპრილის 13.00 საათამდე, რათა დროულად მოხდეს წარმოების დასრულება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Ekaterine Adamia
Sent: 16 April, 2020 21:17
To: giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; episurv@ncdc.ge; a.kasradze@ncdc.ge
Cc: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: საკოორდინაციო კომისიის სხდომა
Importance: High

 

საღამო მშვიდობის კოლეგებო,

 

საქართველოში კორონავირუსის მართვის საკოორდინაციო კომისიაზე ელექტრონული ფორმატით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის მობილიზების საკითხს.

 

მოგეხსენებათ COVID-19 დადასტურებული შემთხვევების და ცხელების მქონე პაციენტების სამართავად განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულებები წარმოდგენილი დანართების შესაბამისად. მათ ევალებათ დაწესებულების დაცლა (საჭიროების შესაბამისად) წინასწარ დადგენილი გრაფიკის, ან სამინისტროს მითითებების შესაბამისად. ასევე, ზემოაღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს (ექიმი, ექთანი, სანიტარი), რომელიც ამავდროულად დასაქმებულია სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ევალება ეპიდემიის პერიოდში დასაქმდეს მხოლოდ ამავე დაწესებულებებში.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განსასაზღვრია ამ დაწესებულებების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, კლინიკების სრულად მობილიზების (სრულად დაცლის) შემთხვევაში მათთვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადახდის მექანიზმი.

სამინისტროს ეკონომიკური ჯგუფის მიერ გაითვალა საწოლდღის სავარაუდო ღირებულებები სხვადასხვა მოცულობის კლინიკების მხრიდან წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების საფუძველზე. ბოლო სამი თვის მონაცემების გათვალისწინებით, განისაზღვრა დაუტვირთავი საწოლდღის ღირებულება, მათ შორის იმ კლინიკებისთვის რომელთა საწოლების რაოდენობა ნაკლებია ან ტოლია 80-ს,  საშუალოდ 100 ლარის ოდენობით, ხოლო, 80-ზე მეტი საწოლის მქონე კლინიკებისთვის 120 ლარის ოდენობით. აღნიშნული ღირებულება მოიცავს სამედიცინო პერსონალის ხელფასებს, კომუნალურ და ასევე, საკანცელარიო/სამეურნეო/საოპერაციო ხარჯებს.

აღნიშნული თანხა კლინიკებზე გაიცემა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. რაც შეეხება,  კლინიკებში შემთხვევების მართვას, ანაზღაურება განხორციელდება საქართველოს მთვრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ და 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებით დამტკიცებული  დანართი N20 („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ფაქტობრივი ხარჯით კლინიკების მხრიდან წარმოდგენილ უნდა იქნას მხოლოდ მედიკამენტების, კვლევებისა და სახარჯი მასალის ხარჯები. აქვე, მნიშვნელოვანია, პირადი დაცვის საშუალებებით კლინიკების მომარაგების საკითხი, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან.

 

გთხოვთ, თქვენს პოზიციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

პატივისცემით,

 

 

 

ეკატერინე ადამია

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 

თბილისი, წერეთლის გამზირი 144

მობ: (+995) 577 282825

ტელ: (+322) 5100381110