| From : | Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge> |
| To : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>; Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>; Irma Gelantia-Akhvlediani <I.Gelantia@mof.ge> |
| Subject : | Re: კონკურსი შიდა აუდიტში |
| Received On : | 26.02.2020 08:31 |
გიდასტურებთ, ბნ კახა.
პატივისცემით, შორენა
Ministry of IDPs from the Occupied Territories, Labour,
Health and Social Affairs of Georgia
მოგესალმებით, მეგობრებო, კოლეგებო, საკონკურსო კომისიის წევრებო!
კვლავ გამოვხატავ და გიდასტურებთ ჩემ ღრმა პატივისცემას თითოეული თქვენთაგანისადმი.
როგორც მოგეხსენებათ, დასრულდა გამოცხადებულ კონკურსში განაცხადების მიღების დრო. განაცხადი გააკეთა 20 პრეტენდენტმა. სამწუხაროდ, როგორც კადრების სამსახური მატყობინებს, კონკურსზე დაიშვება, მხოლოდ, 4 პრეტენდენტი.
კონკურსის ჩატარების თარიღად, ვფიქრობთ, 4 მარტის დადგენას. გთხოვთ, დაეთანხმოთ ამ თარიღს, რადგან 5 მარტიდან კომისიის ერთერთი წევრი გავა დეკრეტულ შვებულებაში, რაც მისასალმებელი ფაქტია. ეს წევრი გახლავთ მოწვეული პირი, ირმა გელანტია-ახვლედიანი.
და კიდევ ერთი, კოლეგებო, მე ვადასტურებ წერითი დავალების კონფიდენციალურ რეჟიმში შენახვას ამ წუთამდე და ასე იქნება კონკურსამდე. გაზიარებულია, მხოლოდ, ქალბატონი შორენასათვის, რათა წინააღმდეგობაში არ მოვსულიყავით იურიდიულ თემებთან. შორენასგან მოწონებულია.
მაგრამ, ყოველი შემთხვევისათვის, ყველა არასასურველი მომენტის გამოსარიცხად, გთხოვთ, თუკი თქვენა სურვილი იქნება, კონკურსის მოთხოვნებით განსაზღვრული კანონმდებლობების ფარგლებში, 4 მარტს, კონკურსის დაწყებამდე 1 საათით ადრე, წარმოადგინოს თითოეულმა კომისიის წევრმა თითო შეკითხვა, რაც სასწრაფო წესით იქნება შეტანილი დავალებაში.
7 შეკითხვა ნამდვილად იქნება გავლენის მომხდენი საერთო დავალებაზე.
ეს თხოვნა არის იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენი ნება-სურვილი იქნება.
დიდი მადლობა