| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures |
| Cc : | etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge> |
| Received On : | 03.05.2020 17:53 |
| Attachments : |
მადლობა ბატონო ამირან!
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 3 May, 2020 21:52
To: Tamar Gabunia
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
ვფიქრობ რაც დაარეგისტრირა ქვეყანამ იქიდან იქნეს შესყიდული. საერთაშორისო ორგანიზაციებს არა მგონია მკცრად რეკომენდირებული ჰქონდეთ. ჩვენები კიდევ გადაამოწმებენ.
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Sunday, May 3, 2020 5:54 PM
To: Amiran Gamkrelidze; Maia Alkhazashvili; Tinatin Khardziani; Ekaterine Adamia; Anzor tchavtchavadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Beka Jakeli; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri; Khatuna Zakhashvili
Subject: Re: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
მადლობა ბატონო ამირან! ამ ოთხივე პუნქტს სავსებით ვიზიარებთ. კონკრეტული ანტისხეულების ტესტების ხარისხზე გაგვიჩნდა შეკითხვები და გაგვიჭირდა ჩამოყალიბება იმავე მიმწოდებლისგან შეგვესყიდა თუ არა ახალი პარტია, რომლის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.
From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Sent: Sunday, May 3, 2020 5:25 PM
To: Tamar Gabunia; Maia Alkhazashvili; Tinatin Khardziani; Ekaterine Adamia; Anzor tchavtchavadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Beka Jakeli; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri; Khatuna Zakhashvili
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
ქალბატონო თამარ,
რამოდენიმეჯერ ჩვენს საჯარო გამოსვლებსა და დისკუსიებში, როდესაც „ექსპერტები“ ამწვავებდნენ ამ საკითხს სხვადასხვა მოსაზრებებით ვთქვი და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ:
1 . ქვეყანაში სასურველია გვქონდეს ხელმისაწვდომობა ყველა სახის ტესტებზე კოვიდთან დაკავშირებით (მოლეკულური -პჯრ ტექნოლოგიები,
სწრაფი ანტისხეულების კვლევებზე დამყარებულ ტექნოლოგიებზე ტესტები, სწრაფი ანტიგენის განსაზღვრაზე დამყარებული ტესტები და კლასიკური სეროლოგიური (ელაიზა ტექნოლოგიებზე დამყარებული) ტესტები.
2. ძირითადი აქცენტი რათქმაუნდა უნდა კეთდებოდეს პჯრ ტესტებზე (კლასიკური, დაჩქარებული 45 წუთიანი პასუხით, თუ შევძელით კასეტურ ტექნოლოგიებზე 15 წუთიანი პასუხით) და 70-80% ლაბორატორიული კვლევებისა მას უნდა ეყრდნობოდეს (ასე აკეთებენ წამყვანი ქვეყნები). თუმცა ზოგიერთ ქვეყნებში ასევე წამყვანად არის სწრაფი ტესტები (ასეთები მცირეა) და დამადასტურებლად პჯრ ტესტებს.
3. ეს საკითხები ბოლო ალგორითმში მოგეხსენებათ გათვალისწინებულია.
4. ამ ტიპის წინადადებები და გათვლები თავდაპირველ ეტაპზე წარმოვადგინეთ. ახალ რეალობებთან დაკავშირებით, შესაძლებელია მასში ცვლილებები შევიდეს, თუმცა ვფიქრობ 40-50000 სწრაფი ანტისხეულების ტესტების მარაგი ქვეყანაში უნდა იყოს ისევე როგორც ანტიგენის.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Sunday, May 3, 2020 4:25 PM
To: Maia Alkhazashvili; Amiran Gamkrelidze; Tinatin Khardziani; Ekaterine Adamia; Anzor tchavtchavadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Beka Jakeli; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri; Khatuna Zakhashvili
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
დიდი მადლობა მაია! გეთანხმებით სავსებით, რომ ტესტების ხარისხის საფუძვლიანი შესწავლა ამ გარემოებებში პრაქტიკულად შეუძლებელია და მეტად ექსპერტულ შეფასებაზე დაყრდნობა მოგვიწევს. ის მონაცემები, რაც ჩვენ შევაგროვეთ ხელშეკრულების ანულირების საშუალებასაც ძნელად იძლევა - თუ ეს კონკრეტული მომწოდებელი, რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ დახარვეზებული არ არის ვფიქრობ ხელშეკრულების შეწყვეტის მყარი საფუძველი არ გაგვაჩნია.
კოლეგებო გთხოვთ მოიწერეთ თქვენი პოზიციაც.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: 3 May, 2020 15:02
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
ძალიან რთულია ამ პერიოდში სწრაფ ტესტზე რეკომენდაციის გაწევა, რადგან არც ის არის შესწავლილი სრულყოფილად თუ როგორ რეაგირებს ადამიანის იმუნური სისტემა ამ ინფექციაზე და არც სწრაფი ტესტების ხარისხია საკმარისად შეფასებული.
ამიტომ ცალსახად თქმა იმისა, რომ ეს ტესტი ვარგისია ან არა, შეუძლებელია. ჩვენი შეფასება შედარებითია და სუბიექტირი. ბაზარზე არსებული ტესტები მეტნაკლებად თანაბარი ხარისხისაა.
თქვენი გამოგზავნილი შედეგებიდან პჯრ დადებით პაციენტებში ანტისხეული უარყოფითია უმეტეს შემთხვევაში მაშინ, როცა სიმპტომები 5 დღის დაწყებულია, მხოლოდ 4 შემთხვევაშია 14-15 დღე სიპტომებიდან, როცა ანტისხეულები არ არის.
ნორმალური იმუნური რეაქციის შემთხვევაში მე 10 დღემდე ანტისხეულის არარსებიბა სავსებით შესაძლებელია. იმ 4 შემთხვევაში კი ძნელია ტესტის ხარისხზე საუბარი, ადამიანის ინდივიდუალური იმუნური განწყობაც გასათვალისწინებელია.
ანალოგიური შედეგი შეიძლება გვქონოდა სხვა ტესტის გამოყენების შემთხვევაშიც.
ჩემი პოზიცია ასეთია, რომ მაინც უნდა ვიყიდოთ გარკვეული რაოდენობა, თუნდაც 30 000 თუ ხელშეკრულება გაფორმებულია, და გამოვიყენოთ ალგორითმის მიხედვით სხვადასხვა ჯგუფებში.
პატივისცემით,
მაია ალხაზაშვილი
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Sunday, May 3, 2020 1:32 PM
To: Maia Alkhazashvili; Amiran Gamkrelidze; Tinatin Khardziani; Ekaterine Adamia; Anzor tchavtchavadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Beka Jakeli; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri; Khatuna Zakhashvili
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
ქალბატონო მაია და ქალბატონო ხათუნა
გთხოვთ თქვენს პოზიციას BIOZEK-ის ტესტების დამატებითი რაოდენობის 30000 ტესტი შესყიდვასთან დაკავშირებით. წინასწარი კონსულტაციების შედეგად ამ ტესტების შესყიდვაზე სამინისტროს დაწყებული აქვს მოლაპარაკებები და ხელშეკრულებაც გაფორმებულია. თუმცა უკანასკნელ პერიოდში სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირებისას გამოიკვეთა შეუსაბამობა ატისხეულებზე ტესტირებით მიღებულ შედეგებსა და PCR დადასტურებას შორის. რადგან გადაწყვეტილების მიღება და მომწოდებელთა კომუნიკაცია ამ საკითხზე სასწრაფოა- ჩავატარეთ ჰოსპიტალიზებულ კოვიდ დადებითი პაციენტების სწრაფი ტესტირება BIOZEK ის ტესტებით. მესმის რომ მეთოდოლოგიურად ეს მიდგომა სრულად გამართულად ვერ ჩაითვლება, მაგრამ რამდენადაც შესაძლებლად ჩათვლით მინდა გთხოვოთ შედეგების ინტერპრეტაცია ტესტების შემდგომი გამოყენების მიზანშეონილობის მიზნით.
მივიღეთ შემდეგი სურათი.
პაციენტების დადასტურებული კოვიდ 19 (PCR) | 108 | % |
IG G დადებითი | 56 | 52% |
IGM დადებითი | 48 | 44% |
ორივეზე დადებითი | 25 | 23% |
ერთ ერთზე დადებითი | 54 | 50% |
სულ ერთზე ან ორივეზე დადებითი | 80 | 74% |
თუ ეს სურათი არაფერს გვეუბნება ტესტის მახასიათებლების შეფასებისთვის, მაშინ გთხოვთ დამეხმაროთ გადამოწმებაში არის თუ არა BIOZEK-ის სწრაფი ტესტები ჯანმოს ან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ დაწუნებული ტესტების სიაში.
ეს უფრო ეპიდემიოლოგიური მსჯელობისთვის: შეიძლება ტესტის ხარვეზია და არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ თუ ცხრილში ნახავთ რესპუბლიკურისთვის პაციენტების გარკვეულ ნაწილს კლინიკაში მოთავსებიდან 1-5 დღის ინტერვალში უფიქსირდება Ig G . შეიძლება ღირდეს შესწავლად.
გთხოვთ სწრაფ გამოხმაურებას.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Maia Alkhazashvili [mailto:M.Alkhazashvili@ncdc.ge]
Sent: 29 April, 2020 22:59
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: RE: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
ქალბატონო თამარ,
გიგზავნით მცირედ განმარტებას თქვენს დავალებასთან, კერძოდ, მე-5 საკითხთან დაკავშირებით:
5. ტესტების ვალიდაცია უნდა მოხდეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის მიერ. გთხოვთ ამ პროცედურის წესის მომზადებას.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ სადიაგნოსტიკო ტესტების ვალიდაცია საკმაოდ რთული პროცესია და ფაქტიურად შეუძლებელია, როდესაც ახალი ტიპის პათოგენის ტესტირებას უკავშირდება, მრავალ ეტაპს მოიცავს, დიდ დროსა და რესურს მოითხოვს, შესაბამისად უმჯობესია, რომ ვალიდაციის ნაცვლად გამოვიყენოთ ტერმინი ვერიფიკაციია, რაც უფრო მისაღები იქნება.
ვინაიდან SARS-COV-2-ის სადიაგნოსტიკო ტესტები შეიქმნა ფორსმაჟორულ სიტუაციაში და რესურსები მათი ვალიდაციისთის შეზღუდუალია, კომერციული ტესტების/რეაგენტების შერჩევისას ლაბორატორიამ უნდა იხელმძღვანელოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კონსორციუმის და CDC- ს მიერ პრეკვალიფიცირებული ტესტების ჩამონათვალიდან. ასევე საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
შესყიდული ტესტების სანდოობის შესამოწმებლად, ISO15189 სტანდარტის შესაბამისად ლაბორატორია ვალდებულია: ტესტების, რეაგენტების ან პროცედურების ცვლილებისას, ან ახალი პარტიის მიღებისას მოახდინოს მათი ვერიფიკაცია კვლევებში გამოყენებამდე. ვერიფიკაციის მიზანია ობიქტური მტკიცებულებების უზრუნველყოფა, იმის რომ კომერციულიც ტესტი, რომელიც გამოიყენება ლაბორატორიაში SARS-COV-2-ის დიაგნოსტიკისთვის ნამდვილად აკმაყოფილებს იმ დადგენილ მოთხოვნებს, რაც მოწოდებულია მწარმოებლის მიერ.
ლუგარის ცენტრში შექიმნა SARS-COV-2-ის სადიაგნოსტიკო PCR ტესტების ვერიფიკაციის პროტოკოლი, რომელიც არის განხილვის ეტაპზე და დამტკიცდება უახლოეს დღეებში. შესყიდული ტესტების სანდოობის შესამოწმებლად გამოყენებული იქნება როგორც კომერციული ტესტის დადებითი და უარყოფითი კონტროლები, ასევე ცენტრში არსებული პაციენტების ნიმუშებიდან გამოყოფილი რნმ-ები. გაზომვა ჩატარდება მინიმუმ სამჯერ ერთი ან რამდენიმე ოპერატორის მიერ ერთნაირ პირობებში. მიღებულ შედეგებზე შედგება ვერიფიკაციის ოქმი.
რაც შეეხებასეროლოგიურ ტესტებს, კომერციული სწრაფი მარტივი ტესტების და ELISA-ს ვალიდაცია გულისხმობს - სწრაფი მარტივი ტესტის და ELISA-ს შედეგების შედარებას, ოქროს სტანდარტად მიჩნეული ტესტის შედეგებთან, რათა შეფასდეს ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა ტესტი მწარმოებლის მიერ მოწოდებულ წინასწარ დადგენილ ნორმებს. ტესტის ვალიდაცია დროში ხანგრძლივი პროცედურაა და საჭიროებს დიდი რაოდენობით ნიმუშების ტესტირებას (მინიმუმ 100 ნიმუში, რომელიც ოქროს სტანდარტად მიჩნეული ტესტით უარყოფითია და 100 ოქროს სტანდარტად მიჩნეული ტესტით დადებითი ნიმუში).
ლუგარის ცენტრს ამ ეტაპზე არ აქვს SARS-CoV-2 სწრაფი მარტივი ტესტების და ELISA-ს ვალიდაციის/შეფასების შესაძლებლობა. ცენტრისთვის ხელმისაწვდომი არაა COVID-19 ინფექციაზე დადასტურებული პაციენტების სისხლის ნიმუშები. ამ პროცესში კი ნიმუშების სწორი შერჩევა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი.
ცენტრის რეკომენდაციები სწრაფ ტესტებზე და ELISA-ზე ამ ეტაპისთვის შემოიფარგლება და ეყრდნობა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია ტესტების თანმხლებ დოკუმენტაციაში (ინსტრუქციებში) ან ითვალისწინებს WHO-ს, CDC-ს რეკომენდირებული / დაწუნებული ტესტების ჩამონათვალს.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი მოსაზრებები და შესაძლებლობები ტესტების შერჩევისა და შესყიდვის სამუშაო პროცესში.
პატივისცემით,
მაია ალხაზაშვილი
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, April 28, 2020 4:35 PM
To: Amiran Gamkrelidze; Tinatin Khardziani; Maia Alkhazashvili; Ekaterine Adamia; Anzor tchavtchavadze
Cc: etikaradze@yahoo.de; Avtandil Talakvadze; Beka Jakeli; tmeliqidze@yahoo.com; Giorgi Tsotskolauri
Subject: Test Systems for COVID- Procurement and use procedures
Importance: High
ბატონო ამირან, ქალნატონო ეკა (ადამია), ქალბატონო თინათინ და ძვირფასო კოლეგებო
უკანასკნელ ხანებში ბევრი შეკითხვა ისმება კოვიდის დიაგნოსტიკურ ტესტებსა და მათ სანდოობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია გავწეროთ დეტალური პროცედურა იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ტესტების შერჩევა, შესყიდვა და სწრაფი ტესტების ხარისხის უზრუნველყოფის რა მექანიზმები გვაქვს. კოვიდის დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული ტესტების შესყიდვისა და ტესტების ვალიდაციისთვის ვფიქრობ დავნერგოთ შემდეგი პროცედურა:
1. ტესტირებისთვის საჭირო ტესტების სახეობის და პროგნოზული რაოდებობა განისაზღვროს დაავადებათა კონსტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციის (მიღებული წერილობითი ფორმით სამსახურებრივი ელექტორული ფოსტის ან დესის სისტემის საშუალებით) სამინისტროსთან მოქმედი ლაბორატორიულ ჯგუფთან კონსულტაციით (უნდა აისახოს ჯგუფის შეხვედრის ოქმში).
2. ტესტების შესყიდვის პროცესის ინიცირება ხდება 1 პუნქტით განსაზღვრული საჭიროებების საფუძველზე.
3. შესასყიდი ტესტების ხარისხის უზრუნველყოფისთვის შესყიდვას ექვემდებარება (1) საქართველოში დადგენილი წესით რეგისტრირებული ტესტები და ტესტ სისტემები, (2) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის არარეგისტრირებული ტესტები და ტესტ სისტემები, რომელთა სანდოობა დასტურდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნის, FDAს, ევროპის, ჩინეთის სამხრეთ კორეის შესაფერისი ორგანოს დასკვნის საფუძველზე. მაგ. https://www.accessdata.fda.gov/scripts/cdrh/cfdocs/cfRL/rl.cfm?lid=656185&lpcd=QKO
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ http://documents.worldbank.org/curated/en/145161586536712080/pdf/Purpose-and-Options-for-Testing-for-SARS-Cov2-the-COVID-19-Virus-Considerations-for-World-Bank-Task-Teams-Managing-COVID-19-Fast-Track-Facility-Operations.pdf
4. ტესტების მარაგების მართვას უზრუნველყოს მათ შესყიდვაზე პასუხისმგებელი უწყებები კერძოდ, სამინისტროს ადმინისტრაცია ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრი. დარჩენილი მარაგების შესახებ ინფორმაცია კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდებოდეს მინისტრს.
5. ტესტების ვალიდაცია უნდა მოხდეს დაავადებათა კონტროლისა და საოზიგადოებრივის ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ლუგარის ლაბორატორიის მიერ. გთხოვთ ამ პროცედურის წესის მომზადებას.
გთხოვთ განიხილოთ ეს ეტაპები დააზუსტოთ დეტალები და გავწეროთ ერთიანი დოკუმენტის სახით, რათა მივყვეთ ერთიან პროცედურას შესყიდვების და ტესტების გამოყენების პროცესში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister