| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Nazibrola Chitadze <N.chitadze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: Spring Healthcare COVID-19 Rapid Tests |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 24.04.2020 15:10 |
ნაზი,
დიდ მადლობა ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის.
პატივისცემით,
მაიკო
From: Nazibrola Chitadze
Sent: Friday, April 24, 2020 7:09 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: Re: Spring Healthcare COVID-19 Rapid Tests
მაიკო მოგესალმები!
როგორც სწრაფი მარტივი ტესტი, შეიცავს ნიმუშის ასაღებად და ტესტირებისთვის საჭირო ყველა აქსესუარებს: სპირტიანი სალფეთქი, ლანცეტი, ტესტ-კასეტა, საწვეთური პიპეტი, ნიმუშის გამხსნელი ბუფერი, შიდა კონტროლი, ინსტრუქცია და ამასთან არის CE-IVD.
ტესტი ადვილად ინტერპრეტირებადია და არ საჭიროებს დამატებით მოწყობილობებს.
ტესტირებისთვის გამოიყენება როგორც სისხლის შრატი, პლაზმა, მთლიანი სისხლი (მათ შორის finger stick).
ტესტის fyer-ში IgM ტესტისთვის მგრძნობელობა (92%) წერია, ხოლო ტესტის შეფასების ფორმაში (82%). მეც გამოვიანგარიშე მოცემული მონაცემების მიხედვით და 82%-ია რეალურად. ტესტის ინსტრუქციაში კი საერთოდ არაა მითითებული ტესტის მგრძნობელობა და სპეციფიურობა.
შეცდომაა ასევე ხარისხის უზრუნველყოფის დოკუმენტში (მწარმოებლის შესაბამისობის დეკლარაციაში), ტესტის დასახელება არასწორადაა: COVID-19 IgM/IgM Rapid Test Cassete.
ტესტის შეფასების ფორმის მიხედვით საკმაოდ კარგი რაოდენობის ნიმუშებია (1300 ნიმუში) გამოყენებული ვალიდაციისთვის, მათ შორის 300 PCR დადებითი. რის შემდეგაც IgM ტესტისთვის განისაზღვრა მგრძნობელობა 82% (დაბალია), და სპეციფიურობა 96%, ხოლო IgG ტესტისთვის მგრძნობელობა 93% (სასურველია უფრო მაღალი), და სპეციფიურობა 97,5%.
SARS-CoV-2 IgM შემოწმებულია სხვადასხვა ვირუსებზე ჯვარედინი რეაქციების არსებობაზე, მაგრამ სამწუხაროდ არაა შემოწმებული სხვა კორონავირუსებთან ჯვარედინ რეაქციებზე, რაც მნიშვნელოვანია. ანალოგიური კვლევის მონაცემები არაა მოწოდებული SARS-CoV-2 IgG-თვის.
ტესტი არაა ჩამონათვალში, რომელსაც ჯანმო არ უწევს რეკომენდაციას
პატივისცემით,
ნაზი
From: Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Sent: Friday, April 24, 2020 14:07:42
To: Amiran Gamkrelidze; Maia Alkhazashvili; Nazibrola Chitadze
Subject: FW: Spring Healthcare COVID-19 Rapid Tests
NCDC-ის მეილებიდან უკან დამიბრუნდა და თავიდან გიგზავით დანართს შემცირებული მოცულობთ
From: Maia Nikoleishvili
Sent: Friday, April 24, 2020 12:39 PM
To: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Nazibrola Chitadze <N.chitadze@ncdc.ge>
Cc: Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>
Subject: Spring Healthcare COVID-19 Rapid Tests
Importance: High
მოგესალმებით,
გიგზავნით შვეიცარიული კომპანია Spring Healthcare-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ანტისხეულის ტესტის შესახებ ინფორმაციას. ტესტის ღირებულებაა 13 ევრო.
გთხოვთ, გვაცნობთ თქვენი პოზიცია, მისაღებია თუ არა აღნიშნული ტესტის მახასიათებლები.
პატივისცემით,
მაიკო