| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: ტრაილერების მძღოლები |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.05.2020 11:57 |
| Attachments : |
ბატონო ამირან
თქვენი 2020 წლის 21 მაისის წერილის შესაბამისად მძღოლების ტესტირების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო შემოსავლების სამსახურს ამ ეტაპზე გადასცემს ანტიგენზე სწრაფ ტესტსა და ანტისხეულზე სწრაფ ტესტს თითოეულს 5000 ერთეულის ოდენობით.
გთხოვთ მინისტრის ბრძანებით დასამტკიცებლად მძღოლების ტესტირების პროტოკოლის წარმოდგენას, რაც დაეხმარება ყველა ჩართულ მხარეს საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრაში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 21 May, 2020 16:46
To: Tamar Gabunia
Cc: giorgi chavchavadze
Subject: RE: ტრაილერების მძღოლები
ქალბატონო თამარ,
კიდევ ერთხელ გავიარე ჩვენებთან პირველი საკითხი. რადგან ეს მძღოლები შემოდიან ძირითადად მაღალი დასენიანების ქვეყნებიდან და პჯრ ლოჯისტიკა ვერ ხერხდება, ჩაითვალა მიზანშეწონილად ორივე ტესტით გამოკვლევა (ერთმა თეორიულად ახალი ინფექცია უნდა დაიჭიროს და მეორემ ანტისხეულები, ამიტომაც პარალელურად ჯობია. იგივეს ვაკეთებთ ახლა ბოლნისსა და თელავში კვლევისას). რაც შეეხება ალგორითმს ვფიქრობ რაც მაიამ გამოგზავნა ახალი ვერსია და იმას დავუჭერდი მხარს. ეს მძღოლები ასიმპტომურები კი არიან, მაგრამ მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოდიან.
დანარჩენ პუნქტებზე ვფიქრობთ კითხვები არ არის.
მადლობა,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge
From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Thursday, May 21, 2020 4:13 PM
To: Amiran Gamkrelidze; Ekaterine Tikaradze
Cc: giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Paata Imnadze; Khatuna Zakhashvili; Levan Baidoshvili
Subject: RE: ტრაილერების მძღოლები
ბატონო ამირან
დიდი მადლობა ასიმპტომური მძღოლების ტესტირების სქემის გაზიარებისთვის. ვფიქრობ, დანერგვისთვის საჭიროა შემდეგ საკითხებზე შეთანხმება:
1. ამ თუ სხვა ნებისმიერი მაღალი რისკის ჯგუფის ასიმპტომური პირების ტესტირების კუთხით მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ ტესტირების მეთოდზე. თუ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ცენტრის რეკომენდაცია იქნება, რომ ანტიგენ-ანტისხეულით ტესტირება მისაღები მეთოდია შევიტანთ შესაფერის ცვლილებას მინისტრის მიერ დამტკიცებულ ალგორითმშიც, რომლის თანახმად ამ ეტაპზე ასიმპტომურ პირებს სწრაფი ტესტი ანტიგენზე არ ესაჭიროებათ.
2. სწრაფი ტესტების გარკვეული მარაგი სამინისტროში არსებობს და დასაწყისითვის შეიძლება ამის გამოყენება. სამომავლოდ, წლის ბოლომდე დაგვჭირდება ერთიანი ტესტების შესყიდვის გეგმა და ამის შესაბამისად მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შესყიდვების დაწყება. ამ საკითხზე ცალკე მოგწერთ. ტესტირების პროგრამების განხორციელება უფრო ეფექტური იქნება, თუ შესყიდვების კომპონენტსაც ერთიანად დკე ცენტრის საშუალებით განვახორციელებთ.
3. სასაზღვრო პუნქტებზე მარტივი ლაბორატორიული სივრცის მოწყობაც შესაძლებელი უნდა იყოს ასაწყობი კონსტრუქციის საშუალებით მაგ. გასულ კვირას ეკოსისტემამმ გვაჩუქა ტრიაჟის სივრცისთვის 2 კამერიანი კონსტრუქცია, რაც რესპუბლიკურის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. შეიძლება მოვიძიოთ რა იქნება მისაღები.
გთხოვთ პირველ საკითხზე თქვენს საბოლოო პოზიციას და ამის შესაბამისად დავიწყებთ კოორდინაციას სხვა საკითხების დაგეგმვისთვის.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 21 May, 2020 13:07
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Cc: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; Levan Baidoshvili <L.Baidoshvili@ncdc.ge>
Subject: ტრაილერების მძღოლები
Importance: High
ქალბატონო ეკა,
გუშინდელი სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ, დღეს ბატონ ალიკო ხოჯევანიშვილთან ჩვენი ცენტრის ტოპ-მენეჯმენტმა (პაატა, ხათუნა, მე) და ასევე ამ საკითხზე გამოყოფილმა სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა, გავიარეთ ტრაილერების მძღოლების კოვიდზე გამოკვლევის საკითხები.
ლოჯისტიკური სქემები მათი გადაადგილების საკმაოდ რთულია და ამიტომ შევჯერდით ასეთზე თუ შესაბამისად სამინისტროს თანხმობა იქნება:
1. ყველა სახმელეთო შემოსასვლელ პუნქტთან შესაბამისმა უწყებამ (საზღვარი, ტრანსპორტის ადმინისტრაცია ან სხვა) უნდა განათავსოს მცირე შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით აღჭურვილი შენობა (ვაგონი).
2. ამ შენობაში მოხდება სწრაფი ანტიგენისა და ანტისხეულების ტესტებით მძღოლის გამოკვლევა და პასუხი იქნება 30-45 წუთის განმავლობაში, მაქსიმუმ ერთ საათში. ერთ-ერთზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მძღოლი შესაბამის საპოლიციო ესკორტით სხვასთან შეხების გარეშე მივა საბოლოო პუნქტში, ჩააბარებს ტვირთს და გადავა შემდეგ უახლოეს ცხელების კლინიკაში შესაბამისი პროტოკოლით (პჯრ დ ა.შ.) კვლევების ჩასატარებლად.
სწრაფი ტესტების უარყოფითობის შემთხვევაში ის აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში გადაადგილებას, ეძლევა სამახსოვრო ბარათი კოვიდის შესახებ თუ სიმპტომების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს.
სწრაფი ტესტების გასაკეთებლად გადაუდებლად შეიძლება ადგილობრივი პერსონალის გადამზადება. აქ საკითხი დგება თუ სამინისტროს უწყვეტ რეჟიმში ექნება მათი შესაბამისი რაოდენობები. როგორც ვიცი ამჟამად 50-50 000 ეს ტესტები არის.
3. თითოეულ შემოსულ მძღოლზე პჯრ გაკეთება ვერ ხერხდება გადაადგილების რთული ლოჯისტიკური სქემის გამო. ჩვენ თავისუფლად აუვალთ 250-300 პჯრ ტესტის გაკეთებას დღეში, თვითონ ლოჯისტიკური სქემა რომ იყოს შედარებით მატივად დასალაგებული.
გთხოვთ განიხილოთ და თანხმობის შემთხვევაში მისცეთ შესაბამის მსვლელობა შტაბში ბატონ ალიკო ხოჯევანიშვილთან.
პატივისცემით,
ამირანი
Amiran Gamkrelidze, MD, PhD, Professor
National Center for Disease Control and Public Health
Director General
Tbilisi 0198, Kakheti Hwy. #99
Phone: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge