| From : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| To : | Ketevan Khazaradze <kkhazaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 20.02.2020 15:23 |
| Attachments : |
მადლობა
From: Ketevan Khazaradze
Sent: Thursday, February 20, 2020 7:16 PM
To: stajireba stajireba
Cc: Tinatin Khardziani; Alexi Zhvania; Natela Zurabishvili
Subject: FW: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
მოგესალმებით,
წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებულ სტაჟიორთა ვაკანსიების რაოდენობის თაობაზე.
პატივისცემით,
ქეთევან ხაზარაძე
ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: + 995 577 235773
From: Natela Zurabishvili
Sent: 30 January, 2020 10:26
To: Ketevan Khazaradze
Cc: Alexi Zhvania
Subject: FW: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
From: Alexi Zhvania
Sent: 28 January, 2020 17:33
To: Natela Zurabishvili
Subject: FW: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
From: stajireba stajireba [mailto:stajireba@csb.gov.ge]
Sent: Friday, January 17, 2020 4:44 PM
To: schichinadze@mes.gov.ge
Subject: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2020 წლის გაზაფხულის ნაკადისთვის ახორციელებს სტაჟირების ბაზების ფორმირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს უწყებაში არსებული სტრუქტურული ერთეულების საჭიროების მიხედვით, სტაჟიორთა რაოდენობის, ვიწრო სფეროს/დეტალური სფეროს და სავალდებულო უცხო ენების ცოდნის შესახებ თანდართული ექსელის დოკუმენტის შესაბამისად (გთხოვთ, მოთხოვნილი ინფორმაცია შეიყვანოთ აღნიშნულ დოკუმენტში და არ შეცვალოთ დოკუმენტის ფორმატი). ვიწრო სფერო, დეტალური სფერო და დეტალური სფეროს სწავლის სფერო უნდა განისაზღვროს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანების შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებით განსაზღვრულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის წესი, პირობები, სტაჟირების ხანგრძლივობა და სტაჟიორთა სავალდებულო კვოტა, რომელიც უნდა შეადგენდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა არანაკლებ 10%-ს.
ამასთანავე, გთხოვთ, წინა ნაკადებზე იმ სტაჟიორებს, რომლებიც არ გამოცხადდნენ თქვენს ორგანიზაციაში, მიანიჭეთ სტატუსი - "არ გამოცხადდა" შესაბამის ველში.
აქვე გაცნობებთ, რომ საჯარო დაწესებულებამ სავალდებულო კვოტის ფარგლებში უნდა განსაზღვროს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის, კერძოდ კი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის, სტაჟიორთა რაოდენობა. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დანართი 2-ის შესაბამისად მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს უწყებაში, ასევე დაქვემდებარებულ სსიპ-ებში, სტაჟიორთა კვოტისა და სტაჟირების ვადის შესახებ.
აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის - სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს, ნომერზე: 2 92 26 32.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 2 19 77 55.
დანართი 1 : (excel) დოკუმენტი.
დანართი 2 : (word) დოკუმენტი (1+4 პროგრამისთვის).
პატივისცემით,
საჯარო სამსახურის ბიურო
· საქართველო,თბილისი, 0114, ინგოროყვას ქ. 7
· (+995 32) 219 29 28, (+995 32) 219 27 27
· https://www.facebook.com/CivilServiceBureau