From : Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
To : nino abramishvili <nabramishvili@moh.gov.ge>; Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge>; chadunelizviad@gmail.com; salome.namitcheishvili@tsu.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; zurabtat@gmail.com; nutsubidzenino@yahoo.com
Subject : RE: სოციალური მუშაკების კონკურსის შესახებ
Cc : Meri Maghlaperidze <meromag@gmail.com>; Lasha Jinjikhadze <atipfund@gmail.com>
Received On : 06.05.2020 12:37

მადლობა ნინო, მისაღებია. პატივისცემით, ალექსი -----Original Message----- From: nino abramishvili [mailto:nabramishvili@moh.gov.ge] Sent: Wednesday, May 06, 2020 3:02 AM To: Irma Aladashvili; Alexi Zhvania; chadunelizviad@gmail.com; salome.namitcheishvili@tsu.ge; Tinatin Khardziani; zurabtat@gmail.com; nutsubidzenino@yahoo.com Cc: Meri Maghlaperidze; Lasha Jinjikhadze Subject: სოციალური მუშაკების კონკურსის შესახებ პატივცემულო კომისიის წევრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, თქვენ ბრძანდებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 2020 წლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ უფროსი სოციალური მუშაკებისის/უფროსების, უფროსი სოციალური მუშაკების და სოციალური მუშაკების ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით, ღია კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 13 მარტის №07-35/ო ბრძანებით შექმნილი სააგენტოს საკონკურსო კომისის წევრები (ბრძანება წარმოდგენილია თანდართული დანართ). ზემოაღნიშნულ პოზიციებზე ვაკანსიები (სულ 69 ვაკანსია) გამოცხადდა 2020 წლის 26 თებერვალს საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) და განაცხადების ატვირთვა მიმდინარეობდა 1 აპრილამდე. სულ შემოვიდა 569 განაცხადი, აქედან საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისი იყო 89. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ვაკანტურ პოზიციებზე, სარჩელის უზრუნველსაყოფად მიღებული იქნა სასამარლო განჩინება კონკურსის შეწყვეტის შესახებ , ასევე გაცემული იყო სააღსრულებლი ფურცელი, იძულებული გავხდით დროებთ შეგვეჩერებინა კონკურსი, გაგვესაჩივრებინა საამართლო გადაწყვეტილება და დავლოდებოდით შედეგებს (რის გამოც სამწუხაროდ დავკარგეთ ჩვენთვის ესოდენ ძვირფასი დრო). ამჟამად შეგვიძლია კვლავ გავაგრძელოთ კონკურსი და თქვენთან ერთად დავგეგმოთ გასაუბრების (მეორე ეტაპის) თარიღები. თუ ყველასთვის მისაღებია გასაუბრების თარიღებად განვსაზღვროთ 2020 წლის 18- 19 -20 მაისი (3 დღე); მეორე ეტაპი მოიცავს ზეპირ დავალებას და გასაუბრებას. ზეპირი დავალება/გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება დისტანციურად. ქვორუმი გვექნება თუ სხდომას დაესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, ანუ გასაუბრებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს კომისიის 6 წევრი მაინც. დანართის სახით წარმოგიდგენთ ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალს და საკონკურსო მოთხოვნებს. ველი თქვენს გამოხმაურებას, შეკითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. პატივისცემით, ნინო აბრამიშვილი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აპარატის უფროსი ტელ: 577 93 10 07