| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | RE: მედპერსონალის ტესტირება |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com>; etikaradze@yahoo.de |
| Received On : | 11.05.2020 06:06 |
| Attachments : |
ბატონო ამირან
დიდი მადლობა ამ თემაზე დამატებითი განმარტებისა და მითითებებისთვის. სავსებით ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ როგორც ტესტების ოდენობის, ასევე ლაბოარტორიული რესურსის მოხმარების კუთხით ასიმპტომური სამედიცინო პერსონალის ტესტირება პჯრ-ის მეთოდით ხარჯტევადია და ამ რესურსის დაზოგვა სიმპრომიანი, კონტაქტების ან სხვა საეჭვო შემთხვევების ტესტირებისთვისაა მნიშვნელოვანი.
დამტკიცებული ალგორითმის თანახმად რეკომენდებულია შემდეგი:
ასიმპტომური სამედიცინო პერსონალის ტესტირება ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით და შემდეგ დადებითი პასუხის შემთხვევაში ანტიგენით და ა.შ. თანდართული ფაილით რეკომენდებულია ამ ჯგუფის ტესტირება ორივე სწრაფი მეთოდით ანტიგენით და ანტისხეულით - შევიტანთ ალგორითმში შესაბამის ცვლილებას.
რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციამზე ტესტირებას - გეგმიური ჩარევების რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. შეჩერებული არც აქამდე ყოფილა, თუმცა პაციენტების თავად არიდებდნენ თავს ოპერაციებს და მოლოდინის პერიოდი 4 თვემდე იყო გაზრდილი.
ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტირება, ისევე როგორც სამედიცინო პერსონალში. ვიმსჯელოთ ბუნებრივია, ეს ჩემი წინასწარი მოსაზრებაა.
სეროპრევალენტობის კვლევისთვის გადმოგცემთ 1000 ანტიგენზე და 1000 ანტისხეულზე დამყარებულ ტესტებს. ვთხოვ ქალბატონ თინათინ ხარძიანს აწარმოოს გადმოცემის პროცედურა.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 10 May, 2020 22:13
To: Tamar Gabunia
Cc: Ekaterine Tikaradze
Subject: FW: მედპერსონალის ტესტირება
ქალბატონო თამარ,
როგორც ტელეფონზე მოგახსენეთ ცენტრში დღეს კიდევ ერთხელ იქნა განხილული სამედიცინო პერსონალის ყოველ 14 დღეში კოვიდზე კვლევის საკითხი.
როგორც მოგეხსენებათ ამჟამად მათ უტარდებათ კვლევა პჯრ ტექნოლოგიით და ტესტირება უტარდებათ კოვიდის, ცხელების კლინიკების, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პერსონალს, ასევე სხვა კლინიკების ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილების პერსონალს.
აღნიშნული კვლევები ძალიან ხარჯტევადია და იხარჯება პჯრ ტესტების დიდი რაოდენობა.
რადგან ქვეყანაში უკვე არის საკმარისი მარაგი ანტიგენზე და ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტებისა შემოვდივართ წინადადებებით აღნიშნული პერსონალის ტესტირება ჩატარდეს სწრაფი ტესტებით (ანტიგენი და ანტისხეულები). ერთ-ერთი მათგანის დადებითი ან საეჭვოშედეგების შემთხვევაში ეს პიროვნება გადამოწმდება პჯრ მეთოდით (დაწვრილებით იხილეთ დანართში). ამ ეტაპზე პერიოდულად გამოსაკვლევი ამ კონტიგენტის რაოდენობა ერთჯერადად შეადგენს 8000-დეს.
როგორც მოგახსენებთ მომავალ კვირაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში (რადგან იქ ყველაზე მაღალი გავრცელებაა კოვიდის) ვგეგმავთ სეროპრევალენტობის კვლევას. მის საკონტროლად არჩეულია თელავის მუნიციპალიტეტი. შენარჩევი კეთდება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობის შესარჩევად. ამისთვის გთხოვთ გადმოგვცეთ 1000-1000 ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები.
ბევრი ზარი შემოდის გეგმიური სამედიცინო დახმარების (ქირურგიულის) აღდგენის შემთხვევაში როგორ უნდა მივუდგეთ ავადმყოფთა კოვიდზე გამოკვლევის საკითხს.
ვფიქრობთ ამ საკითხის ირგვლივ უნდა ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
მ. ასათიანის 9, თბილისი 0186
ტელ/ფაქსი: +995 32 2311755
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge