| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: მარეგულირებელი დოკუმენტები |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 26.02.2020 05:54 |
| Attachments : |
ძვირაფასო ეკა და გვანცა
გთხოვთ მისცეთ შემდგომი მსვლელობა უმოკლეს ვადაში
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze
Sent: Tuesday, February 25, 2020 3:55 PM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: მარეგულირებელი დოკუმენტები
Importance: High
ქალბატონო ეკატერინე,
ახალი კორონავირუსის გავრცელების კვალდაკვალ, არაერთხელ წარმოიშვა შემთხვევათა გამოვლენის, დიაგნოსტიკისა დარეაგირების პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებული პერიპეტიები, რომელთა გადაწყვეტა ხორციელდება ჯანდაცვისა და სხვა ჩართული მხარეების თანამონაწილეობით.
თქვენი უშუალო ჩართულობით სამაგიდო სავარჯიშოს ჩატარების დროს განხილულ იქნა შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების საკითხები. შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრება, როგორც დღემდე დაგროვილამა გამოცდილებამ აჩვენა, ამ ახლადგამოვლენილი დაავადებისთვის იღებს არა მხოლოდ ეპიდზედამზედველობის სისტემის ხელსაწყოს ფუნქციას, არამედ ერთიანი უნდა იყოს მთელი ჯანდაცვის მომსახურებისა და სხვა სისტემებისთვისაც, რომელთაც თავისი მუშაობის პროცესში მოუხდება ნაკადების ტრაიჟი (მ.შ. საზღვრებზე, შემოსავლების სამსახურის მიერ), დიაგნოსტირება და მართვა.
ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორჯერ შეცვალა შემთხვევის განსაზღვრება და ცენტრის მიერ ორჯერვე მოხდა მისი ადაპტირება ზედამხედველობის მიზნით გამოყენებისთვის. შემთხვევის განსაზღვრების თავისეული ვერსია შემოთავაზებულია ბატონი თენგიზ ცერცვაძის მიერაც. ამასთან, რეალურად შეიცვალა მსოფლიო ეპიდსიტუაცია და დღეს ჩვენი ქვეყნისთვის რისკი ბევრად გაზრდილია შემთხვევათა გაჩენის გამო ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, სადაც აქტიურია სამოგზაურო და საქმიანი კონტაქტები.
ვითარდება დიაგნოსტიკის შესაძლებლობებიც და არაა გამორიცხული საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დიაგნოსტირება დაიწყოს რომელიმე ლაბორატორიამ, გარდა ლუგარისა.
ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ახალი კორონავირუსული ინფექციის გამოვლენა და კონტროლი ყველა სისტემაში წარმოებდეს სტანდარტულად. შესაბამის გთხოვთ განხორციელდეს ცვლილება დღეისთვის მოქმედ ბრძანებაში (01-26/ნ 25 მარტი 2019 წ., ბრძანების მე-5 დანართი) სამედიცინო სტატისტიკის წარმოების წესის შესახებ და განისაზღვროს რომ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი, მ.შ. დიაგნოსტიკური ლაბორატორია ვალდებულია არსებული წესით სასწრაფო შეტყობინება გააკეთოს COVID-19-ის შესაძლო და სავარაუდო დიაგნოსტირების ან SARS-CoV-2-ის ლაბორატორიული იდენტიფიცირების შემთხვევაში.
ასევე უპრიანია, სამინისტროს მიერ დამტკიცდეს შემთხვევის სამსაფეხურიანი განსაზღვრება COVID-19-ის შემთხვევებისთვის და მასთან კონტატქირებულთათვის. ამგვარი დოკუმენტი საშუალებას მოგვცემს შემთხვევები და მასთან ასოცირებული კონტატქტები სხვადასხვა მომხმარებლის მიერ განისაზღვროს ერთგვაროვნად და პროცესების მართვა მოექცეს ერთიან ჩარჩოში.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შემთხვევის განსაზღვრების ვერსიას, რომელიც მაქსიმალურადაა მისადაგებული ჯანმოს რეკომენდაციებთან და ამასთან არის საკმარისად სენსიტიური შემოტანილ შემთხვევებზე დროული და ადექვატორი რეაგირებისთვის.
COVID-19 შემთხვევის განსაზღვრება (დროებითი)
24 თებერვალი 2020
შესაძლო შემთხვევა
ა. პაციენტი მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციით (ცხელება, ხველა, კლინიკაში მიმართვის საჭიროება) და არ უკავშირდება სხვა ეტიოლოგიას, რომელიც ახსნიდა კლინიკურ მანიფესტაციას და სიმპტომების დაწყებამდე 14 დღით ადრე, მოგზაურობდა ან ცხოვრობდა SARS-CoV 2- ის გავრცელების ზონაში;
ან
ბ. პაციენტი ნებისმიერი მწვავე რესპირაციული ინფექციით და სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში ჩამოთვლილთაგან ერთი მაინც:
ა. კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან, ან
ბ. მუშაობა ან ყოფნა (ვიზიტი) ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც COVID-19-ის დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევები მკურნალობდნენ.
სავარაუდო შემთხვევა
სავარაუდო შემთხვევა: შესაძლო შემთხვევა რომლის SARS-CoV-2-ზე ტესტირებისას არის გაურკვეველი შედეგი ან დადასტურება მოხდა პან-კორონავირუსზე კვლევით და სხვა რესპირაციული პათოგენებით ინფიცირება არ იქნა გამოვლენილი.
დადასტურებული შემთხვევა
პირი, ლაბორატორიულად დადასტურებული SARS-CoV-2-ით, კლინიკური გამოვლინებებისა და სიმპტომებისგან დამოუკიდებლად.
კონტაქტში მყოფი (კონტაქტირებული) პირის განსაზღვრება:
კონტაქტში მყოფი პირი არის, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ კრიტერიუმს მაინც:
· COVID-19-ით დაავადებული პაციენტების უშუალო მოვლა, ახალი კორონავირუსული ინფექციის მქონე სამედიცინო პერსონალთან ერთად მუშაობა, პაციენტების მონახულება ან იმავე ახლო გარემოში ყოფნა, სადაც არიან COVID-19-ით დაავადებული პაციენტები.
· COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ახლო გარემოში მუშაობა, ან სასწავლო ოთახებში ყოფნა.
· COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ერთად მგზავრობა ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით.
· COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებთან ერთად ერთ შინამეურნეობაში ცხოვრება სიმპტომების გაჩენამდე 14 დღის განმავლობაში.
დადასტურებული ან სავარაუდო შემთხვევების კონტაქტების მონიტორინგი:
· კონტაქტირებულ პირებზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ბოლო დაუცველი კონტაქტიდან 14 დღის განმავლობაში.
· კონტაქტირებულმა პირებმა თავიანთ თავებს უნდა დაუწესონ მგზავრობისა და მოძრაობის შეზღუდვა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უწყების მიერ, სიმპტომების მონიტორინგი შესაძლებელია ჩატარდეს შინამეურნეობებში ვიზიტით ან ვირტუალურად ან ტელეფონის საშუალებით.
· ნებისმიერი კონტაქტირებული პირი, რომელიც გახდება ავად და დააკმაყოფილებს შემთხვევის განსაზღვრებას, უნდა კლასიფიცირდეს როგორც შესაძლო შემთხვევა და ჩაუტარდეს ტესტირება.
· უნდა ჩატარდეს ნებისმიერი ახლად იდენტიფიცირებული სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის კონტაქტირებული პირების იდენტიფიცირება და მონიტორინგი.
თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზადაა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, მისცეს სათანადო ფორმა აღნიშნულ დოკუმენტებს დასამტკიცებლად სათანადო აქტებით.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge