| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Eka Tikaradze <etikaradze@yahoo.de> |
| Subject : | RE: ლაბორატორიული სერვისების დეცენტრალიზაცია |
| Cc : | Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; Irma Khonelidze <I.khonelidze@ncdc.ge>; Aleko Turdziladze Gmail <turdziladze@gmail.com>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Khatuna Zakhashvili <episurvncdc@gmail.com> |
| Received On : | 10.04.2020 13:18 |
| Attachments : |
ბატონო ამირან
დიდი მადლობა ლაბორატორიული სერვისების დეცენტრალიზაციის თაობაზე თქვენი ხედვის გაზიარებისთვის. სამინისტროში აქამდე წარმოებული შიდა განხილვების საფუძველზე მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილი მოდელი სრულ შესაბამისობაში ჩვენ ხედვასთან.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სწრაფად წავიწიოთ წინ დანერგვის ნაწილში:
1. პოლიტიკის დეპარტამენტი მუშაობს ჰოსპიტლების მობილიზაციის გეგმის განახლებაზე, რომლის წარმოება დასრულდება დღეს ბრძანების სახით. აქ მითითებულია ეპიდემიის გავრცელების პარალერულად რომელი დამატებითი კლინიკები გადავლენ მხოლოდ ცხელება/კორონავირუსის მართვაზე. მათი ჩართვა ამ სქემაში შესაძლოა მოხდეს ასევე ეტაპობრივად.
2. მივმართავთ უკვე ცხელება/კოვიდზე ორიენტირებულ კლინიკებს გამოყონ 2 სამედიცინო პერსონალი და მოგაწოდოთ მათი სიები ტრეინინგისთვის. თუ სხვა ტიპის ჩართულობაა საჭირო სამინისტროს მხრიდან გთხოვთ მაცნობოთ.
3. ლაბორატორიული სერვისების განფასების და პროგრამული ანაზღაურების ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს-ჯერ ჯერობით ვართ ცენტრალიზებული შესყიდვის რეჟიმში, ტესტების მიწოდება შეგვიძლია ვუზრუნველყოთ და ავანაზღაუროთ სერვისის ღირებულება პროგრამულად (ეკა ადამია)
4. რაც შეეხება ლაბორატორიული ქსელის სრულ აღწერას სამინისტროს მიერ- ვფიქრობ სამსჯელოა , რადგან (1) ამ ეტაპზე გაფართოვება იგეგმება უპირატესად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიების ქსელში (2) ცეფეიდის ტესტების მოსალოდნელი შემოტანის პირობებში ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მოდელი დაექვემდებარება რევიზიას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ცხრილი 3. ჩამოთვლილი ლაბორატორიული რესურსის გააქტიურება და ნიმუშების ტრანსპორტირების სქემის გამართვა.
ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ გავიაროთ მოდელის დანერგვასთან დაკვაშირებული ეტაპები და ის ნორმატიული ჩარჩო, რაც აუცილებელი იქნება მოდელის სრუყოფილი ფუნქციონირებისთვის.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 10 April, 2020 16:32
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Paata Imnadze
Subject: ლაბორატორიული სერვისების დეცენტრალიზაცია
Importance: High
ქალბატონო ეკატერინე,
კოლეგებო,
თანდართული ფაილით გიგზავნით ჩვენს ხედვასა და რეკომენდაციებს პჯრ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკის
გაფართოების შესახებ.
სასურველია თუ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება განხილვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად და პროცესის გაფართოების დაწყება.
პატივისცემით,
ამირანი
ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
გენერალური დირექტორი
კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198
ტელ.: +995 32 2192599
Email: a.gamkrelidze@ncdc.ge