| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Greenlab tests-WB Direct Procurement |
| Cc : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.05.2020 06:42 |
| Attachments : |
ბატონო გიორგი და კოლეგებო
14 მაისს დესის სისტემაში ბიოგენის სწრაფი ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებულ მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით მაქვს გარკვეული შენიშვნები. დანართის სახით გიგზავნით კორექტირებულ ვერსიას. უფრო ლინგვისტური და თემის ჩამოყალიბების საკითხია, ვიდრე პროცედურული , კერძოდ ლაბორატორიის ექსპერტების ჯგუფი დასკვნას შესყიდვის თაობაზე არ გასცემს; ექსპერტების ჯგუფი გასცემს რეკომენდაციას ამ თუ იმ სახის ( სწრაფი ანტიგენი, ანტისხეული ან პსრ) ტესტის შესყიდვის მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე შეუძლია გვითხარს ხომ არ არის დახარვეზებული კონკრეტული ტესტი რომელიმე ავტორიტეტული ორგანიზაციის/ქვეყნის მიერ, თქვას რა იცის საქართველოში ტესტების გამოყენების წინასწარი შედეგების შესახებ. 30 პაციენტზე ტესტის შედეგის გამოტანა ტესტის „შეფასებად“ ვერაფრით ვერ ჩაითვლება-ამიტომ ამაზე აქცენტის გაკეთება ტექნიკურად გამართლებული არ არის. შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ტესტის გამოყენების ადრეული გამოცდილება.
ამ შემთხვევაში ეს ტესტი მსოფლიო ბანკის დადებით სიაში იყო (ასე მახსოვს მაიკომ გადაამოწმა და ბანკის No objection გვაქვს) და ესეც უნდა აისახოს მოხსენებით ბარათში. სამომავლოდ ჯობს შევარჩიოთ ტესტები, რომლებიც მხარდაჭერილია ჯანმოს დიაგნოსტიკური კონსორციუმის მიერ და რეგისტრირებულია საქართველოში.
თუ საწინააღმდეგო მოსაზრება არ გაქვთ გთხოვთ ბარათის დაკორექტირებას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister