| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | Fwd: Transfer of assets |
| Received On : | 07.03.2020 14:09 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ, ძირითადმა მიმღებმა მოგვმართა თხოვნით , რომ მოხდეს ამ ორი საკითხის (სახარჯი მასალების/აპარატურისა და შენობის გადაცემა, დეტალები მოცემულია წერილში) შეთანხმება თავმჯდომარესთან და საბჭოსთან. როგორც მაკამ გვითხრა, ორშაბათს სჭირდებათ შეთანხმების მოპოვება. თუ შეიძლება, რომ გთხოვოთ დაგვეხმაროთ საკითხის შეთანხმებაში ქალბატონ მინისტრთან.
დიდი მადლობა,
ირინა
From: Irina Grdzelidze [mailto:secretary@georgia-ccm.ge]
Sent: Wednesday, March 4, 2020 7:04 PM
To: 'tinatin khardziani'
Cc: 'tgabunia@moh.gov.ge'
Subject: Transfer of assets
მოგესალმებით თიკო,
გაცნობებთ, რომ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოგვმართა საბჭოს სამდივნოს შემდეგი ორი საკითხის შეთანხმების თხოვნით ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსთან:
1. გლობალური ფონდის ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს სს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დასრულდა თბილისის N2 ფილტვის დაავადებათა ამბოლატორიული კლინიკის მშენებლობა მისამართი: ი.ვეკუას ქ. #1). აღნიშნული ნაგებობა მიღებულია ექსპლუატაციაში თბილისის მერიის მიერ და მის გამართულ ფუნქციონირებასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელია ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი. შენობის ნარჩენი ღირებულება 2019 წლის 31 დკემბრის მდგომარეობით შეადგენს 541,098.26 ლარს.
იმისთვის, რომ გლობალურმა ფონდმა აღნიშნული შენობაზე მისცეს საკუთრების უფლება სს ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრს საჭიროა საბჭოს თანხმობა.
2. გიგზავნით გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შეძენილი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების და სახარჯი მასალების ნაშთების ფაილებს 2019 წლის 31 იანვრის მდგომარეობით. ვინაიდან გლობალური ფონდი აღარ აფინანსებს აღნიშნულ მომსახურებას და იგი 2020 წლის 1 იანვრიდან სრულად გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საბჭოს თანხმობის შემთხვევაში მოხდება წარმოდგენილი აპარატურისა და სხვა ძირითადი საშუალებების გადაცემა საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციისთვის, რომელიც იყო შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში, ხოლო თანადრთული ტესტების, მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შიდა გადაცემა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გლობალური ფონდის შიდსის პროგრამიდან ამავე ცენტრის "შიდსის სახელმწიფო პროგრამისთვის".
გთხოვთ დაგვეხმაროთ ქალბატონ მინისტრთან საკითხის შეთანხმებაში, რის შემდგომაც საბჭოს სამდივნო აწარმოებს კომუნიკაციას ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად.
პატივისცემით,
ირინა