პაატა გამარჯობა,
ზაზა ბოხუამ მომცა შენი მეილი. ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ და ამიტომ კონკრეტულად მოგწერ.
ამჟამად სინგაპურის გენომის ინსტიტუტში ვმუშაობ და COVID-19 გავრცელების შესაბამისად შევიმუშავე PCR-ის ტესტი.
მოხარული ვიქნები თუ ამას თქვენი მხრიდან დაინტერესება და გამოყენება ექნება.
ტესტი საკმაოდ სპეციფიკურია და ასევე შედარებით ადვილი მოსახმარია ვინაიდან ერთ პაციენტზე მარტო ერთი სინჯარაა საჭირო.
შემიძლია პირველ რიგში სასინჯი პარტია გამოვაგზავნო და თუ დაგაკმაყოფილებთ, შედარებით დიდ პარტიასაც გამოვაგზავნი.
შენი პასუხის შესაბამისად დანარჩენ დეტალებს მერე მოგწერ.
შეგიძლია პირდაპირ დამირეკო: +6586590501
მოკითხვა ბატონ ამირანს და ყველა ჩემს ნაცნობ თანამშრომელს.
აბა დროებით,
სანდრო ლეჟავა