ბატონო ზაალ,
გიგზავნით მონაცემებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფ. რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამშრომლებზე, ქვემოთ მოყვანილი მცირე განმარტებით:
1. ფურცელზე (Sheet) - საშტატო
- შევსებულ და გაუფერადებელ ველებში - პერსონალი არ დუბლირდება
- შევსებულ და მწვანე ფრად შეფერილ ველებში - პერსონალი დუბლირდება (სხვა კლინიკებში არიან დასაქმებულები).
- შევსებულ და მუქ ჩალისფერ ველებში - ისეთი პერსონალია, რომელიც ჩვენ მონაცემებში მოიძებნა, მაგრამ დასაქმებულები არიან სხვა კლინიკებში და არ ფიქსირდებიან ძირითად კლინიკაში.
- წითლად შეფერილ ველებში - პერსონალზე მონაცემები არ მოიძებნა (უმეტესად ლაბორანტები არიან) და ზოგიერთ მათგანზე უკვე არსებული მონაცემები ხელუხლებლადაა დატოვებული.
2. ფურცელზე (Sheet) - შტატგარეშე
- გაუფერადებელ ველებში - მონაცემები მოიძებნა, მაგრამ უმეტესობა არ ემთხვევა ფაილში უკვე არსებულ მონაცემებს, ამიტომ არსებული მონაცემები ხელუხლებლად დატოვებულია და გაყოლებაზე ჩვენი მონაცემებია ჩამატებული.
- წითლად შეფერილ ველებში - პერსონალზე მონაცემები არ მოიძებნა.
პატივისცემით,
ლევან გრიგალაშვილი