From : Marine Baidauri <mbaidauri@moh.gov.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Fw: დამატებითი ინფო Camfil-ის ჰაერგამწმენდების შესახებ
Cc : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Received On : 05.04.2020 09:18

მოგესალმებით ქალბატონო თამარ, თვქენი 4 მარტის წერილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ჰაერის HEPA ფილტრაციის მობილური სისტემების შეძენის საკითხს, გაცნობებთ, რომ სამინისტროს ოფიციალური წერილით (22.03.2020) მომართა შპს „ტესკოს“ დირექტორმა, მამუკა ლოლაძემ აღნიშნული ტიპის აღჭურვილობის მოწოდების შემოთავაზებასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, ბატონი მამუკას მიერ შემოთავაზებული აღჭურვილობის მახასიათებლები შეესაბამება თქვენს მიერ მოწოდებული ლინკებით განსაზღვრულს. გიფორვარდებთ შპს „ტესკოს“ წერილს და გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე მათ თბილისში აქვთ და შეუძლიათ მხოლოდ 1 დანადგარის მოწოდება, რომელიც განკუთვნილია 70-75 კვ.მ ფართობის სათავსისთვის. როგორც ბატონი მამუკა აღნიშნავს, აპრილის თვის განმავლობაში შეუძლია გარკვეული რაოდენობის სხვადასხვა სიმძლავრისა და ღირებულების მოწყობილობების მოწოდება. დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ ლუგარის ცენტრსა და გორის სამხედრო ჰოსპიტალს. პატივისცემით, მარინე ბაიდაური ________________________________________ From: info@tesco.ge Sent: Friday, April 3, 2020 6:42 PM To: Marine Baidauri Subject: Re: დამატებითი ინფო Camfil-ის ჰაერგამწმენდების შესახებ მოგესალმებით ქალბატონო მარინე, დიდი მადლობა მეილისთვის, დიახ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემები არის თქვენს მიერ გამოგზავნილ ლინქებში აღწერილი პროდუქციის მსგავსი და ზოგ შემთხვევასი უკეთესი (ჩვენს სისტემებში გამოიყენება ბოლო ეტაპის ფილტრაციისთვის 10სმ სისქის H13 კლასის ფილტრი გააქტიურებული ნახშირის ფენით; ბოლო პერიოდში ტვირთების ტრანსპორტირება შედარებით გართულდა და გაძვირდა კიდეც, ამიტომ ფასები მცირედით გაძვირდა; სივრცის მოცულობის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ 4 სხვადასხვა წარმადობის ჰაერგამწმენდი სისტემა: Camfil City M - რეკომენდირებულია 180-200 კუბ.მ სივრცეში ჰაერის ფილტრაციისთვის (70 კვ.მ) - სისტემის ღირებულება შეადგენს 1300 ევროს (ღირდა 1250 ევრო) ექვივალენტს ყველა გადასახადის ჩათვლით შვედეთიდან შერეული ტვირთის სახით ავტო გადაზიდვით წამოღების შემთხვევაში; https://www.camfil.com/en/products/air-cleaners-,-a-,-air-purifiers/city-air-purifiers/city-family/city-m-_-27783 Camfil CC800 - რეკომენდირებულია 350-400 კუბ.მ სივრცეში ჰაერის ფილტრაციისთვის (120 კვ,მ) - სისტემის ღირებულება შეადგენს 2300 ევროს ექვივალენტს ყველა გადასახადის ჩათვლით შვედეთიდან შერეული ტვირთის სახით ავტო გადაზიდვით წამოღების შემთხვევაში; https://www.camfil.com/en/products/air-cleaners-,-a-,-air-purifiers/industrial-air-cleaners/particulate-air-cleaner/cc-800-_-20255 Camfil CC2000 - რეკომენდირებულია 900-1000 კუბ.მ სივრცეში ჰაერის ფილტრაციისთვის (300 კვ.მ) - სისტემის ღირებულება შეადგენს 3500 ევროს ექვივალენტს ყველა გადასახადის ჩათვლით შვედეთიდან შერეული ტვირთის სახით ავტო გადაზიდვით წამოღების შემთხვევაში; https://www.camfil.com/en/products/air-cleaners-,-a-,-air-purifiers/industrial-air-cleaners/particulate-air-cleaner/cc-2000-_-20257 აქვე გაცნობებთ, რომ ადგილზე დაგვრჩა 1 ერთეული ყველაზე პატარა წარმადობის სისტემა (Camfil City M) რომელიც შევინახეთ პრეზენტაციისთვის; შექმნილ სისტუაციაში აღნიშნულ პროდუქციაზე შეიქმნა დეფიციტი და როგორც დავაზუსტეთ City M -მოდელის აღება შვედეთიდან შესაძლებელი იქნება ყველაზე ადრე 1 თვეში, თუმცა თუ თითოეული სივრცის ფართი არის 100-120 კვ.მ უმჯობესი იქნება CC-800 მოდელის სისტემის მოწოდება, რომლის წამოღება შვედეთიდან შეგვეძლება დაახლოებით 2 კვირის ვადაში; დღესდღეობით შვედეთსი საწყობში აქვთ მხოლოდ 4 ერთეული City S, რომელიც არის ზუსტად City M-ის მსგავსი და გათვლილია შედარებით პატარა ფართზე 40-45 კვ.მ; ასეთი სისტემის ღირებულება იქნება 1100 ევრო; ლინქებს ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემების ვიდეო პრეზენტაციისთვის კიდევ ერთხელ გიგზავნით; https://youtu.be/EG_LKr9mzmc https://youtu.be/4gDSufMTjoE https://youtu.be/BqfhbWVMob4 პატივისცემით, მამუკა ლოლაძე შპს ტესკო პატივისცემით, მამუკა ლოლაძე დირექტორი შპს ტესკო (ტექნიკური სერვისი და კონსალტინგი) ქ.თბილისი, რეგისტრაციის მისამართი: აღმაშენებლის გამზირი, 195-1 ოფისის მისამართი: მუხრან მაჭავარიანის ქ. 112-ის ოფისის მიმდებარედ ტელ: 2 140258 მ. 599980664 ელ.ფოსტა:info@tesco.ge Quoting Marine Baidauri : > მოგესალმებით ბატონო მამუკა, თქვენს მიერ შემოტავაზებული > ჰეპა-ფილტრების აპარატურა თუ ჯდება ქვემოთ მოყვანილი ლინკებში არსებულ > მოთხოვნებში? > > http://www.hepafilters.com/products-page/cleanroom-products/portable-isolation-room-filtration-sys/portable-isolation-room-filtration-system > > https://nlr.com.au/equipment/hospital/portable-hospital-air-purifier-hepa-air-scrubber > > http://omnitecdesign.com/product/omniaire-oa1200v/ > > https://www.negairmachines.com/catalog/manufacturers/abatement-technologies-6/ > > > -----Original Message----- > From: info@tesco.ge [mailto:info@tesco.ge] > Sent: 01 April, 2020 18:05 > To: Marine Baidauri > Subject: Fwd: დამატებითი ინფო Camfil-ის ჰაერგამწმენდების შესახებ > > მოგესალმებით ქალბატონო მარინა... > > გიფორვარდებთ მეილს რაც გავუგზავნე ქალბატონ ეკა ადამიას (თუ მეილის > მისამართი სწორად გამოვიცანი); სამწუხაროდ არ ვიცი ვის დააწერა ჩვენი > წერილი... ვეცდები ხვალისთვის მოვიკითხო > > პატივისცემით, > > მამუკა ლოლაძე > შპს ტესკო > მ. 599980664 > > > > ----- Forwarded message from info@tesco.ge ----- > Date: Tue, 31 Mar 2020 14:51:56 +0400 > From: info@tesco.ge > Subject: დამატებითი ინფო Camfil-ის ჰაერგამწმენდების შესახებ > To: eadamia@moh.gov.ge > > მოგესალმებით ქალბატონო ეკა, > > გაცნობებთ, რომ ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად > ვადევნებთ თვალს პუბლიკაციებს, რაც ეხება რეკომენდაციებს შენობის > შიგნით ჰაერის ვენტილიაცია-ფილტრაციასთან დაკავშირბით ახალი კორონა > ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით; გიგზავნით ევროპის და აშშს > დარგობრივი ფედერაციების და სხვა მაღალი რეპუტაციის მქონე > ორგანიზაციების პუბლიკაციების ლინქებს: > > https://www.rehva.eu/fileadmin/user_upload/REHVA_covid_guidance_document_2020-03-17_final.pdf?fbclid=IwAR3NVDJMa92Y9XdeO9egqdaQkd6fy-zZj5Gx6wmsiENCSpxnDCpG59ogMVc > > https://www.ashrae.org/news/ashraejournal/guidance-for-building-operations-during-the-covid-19-pandemic?fbclid=IwAR1acXQFrk_j_abqQuoQg8qbD7RsqCo8XHgopuZiIxZMupW914ik4Fa9B3A > > https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/infection-control/control-recommendations.html?fbclid=IwAR3NVDJMa92Y9XdeO9egqdaQkd6fy-zZj5Gx6wmsiENCSpxnDCpG59ogMVc > > https://blog.swegon.com/en/ventilation-and-virus-transmission > > https://youtu.be/b2LTZn_DgzQ > > რომ შევაჯამოთ ეს ინფორმაცია შემდეგი რეკომენდაციები იკვეთება საკითხთან > დაკავშირებით: > > > I. ცენტრალური ვენტილიაციის სისტემებში, რომლებიც ერთდროულად შენობის > რამოდენიმე სხვადასხვა სივრეცეს ემსახურება და მუშაობს რეცირკულაციის > პრინციპით - რეცირკულაცია უნდა გაითიშოს; (ოფისი, სუპერმარკეტი, სკოლა, > სპორტული დარბაზი, სამედიცინო დაწესებულების სივრცე და ა.შ....); > ცალსახად ცენტრალური ვენტილიაციის სისტემა, რომელიც მუშაობს > რეცირკულაციით ძალიან დიდი რისკის შემცველია. > > II. კონკრეტულად სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც მთელ რიგ > სივრცეებში ინფექციის მატარებელი პაციენტებისგან ხდება ჰაერის > დაბინძურება, ვირსუსის კონცენტრაციის მიხედვით განსაკუთრებით > საყურადღებოა რეანიმაცია (სხვაგან შეიძლება ფანჯრის გაღებითაც > განიავება და სავარაუდოდ იღება კიდეც ფანჯრები); შესაბამისად: > 1. აუცილებელია რეანიმაციას ქონდეს ვენტილიაციის განმხოლოებული > ცენტრალური დანადგარი (AHU), რომელიც მხოლოდ რენიმაციის ვენტილიაციას > უზრუნველყოფს (წესით ჩვენთანაც ასე უნდა იყოს); 2. იმისთვის რომ > რეანიმაციაში უარყოფითი წნევა მივიღოთ საჭიროა მიწოდების ნაკადის > შედარებით შემცირება და გაწოვის ნაკადის გაზრდა (წესით რეგულირებადი > უნდა იყოს)... > 3. უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრომ მკაცრად უნდა გამოირიცხოს > რეცირკულაცია (წესით აქაც უნდა იყოს ჩამკეტი მექანიზმი, თუ არა > შესაძლებელია ჰაერსადენების გადაკეთება). > 4. უნდა გამოირიცხოს ჰაერის ამღები და ჰაერის გამომტანი ცხაურების > ფიზიკური სიახლოვე (უნდა იყოს მინ 3მ.) ისევ რეციურკულაცია და > ინფექციის გავრცელება რომ არ მივიღოთ... > > თუ აღწერილი ტექნიკური პირობების მოგვარება შეუძლებელია, მაშინ > ცენტრალური სისტემები უნდა გავთიშოთ, უნდა უზრუნველვყოთ რომ > რეანიმაციაში ფანჯრები იღებოდეს და დამატებით უნდა გამოვიყენოთ მაღალი > ხარისხის ლოკალური ჰაერგამწმენდები, რომლებიც აღჭურვილია ნამდვილი ჰეპა > ფილტრებით (High Efficient Particulate Arrestance - HEPA), მინ H13 > კლასის); > > ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, თქვენთან მთავრობის ადმინისტრაციიდან > გადმოგზავნილი იქნა ჩვენი წერილი GOV 2 20 00011084, 22.03.2020: > > დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენს პარტნიორ შვედურ კომპანიას - Camfil > (www.camfil.com) აქვს ამ ტიპის ჰაერგამწმენდების წარმოების და მ.შ. > კლინიკებში გამოყენების დიდი გამოცდილება. სისტემების შესახებ ვიდეო > პრეზენტაციების ლინქს გიგზავნით: > > https://youtu.be/EG_LKr9mzmc > > https://youtu.be/4gDSufMTjoE > > https://youtu.be/BqfhbWVMob4 > > ასევე გიგზავნით პროდუქციის ბროშურის ლინქს: > https://www.camfil.com/en/products/air-cleaners-,-a-,-air-purifiers/city-air-purifiers/city-family/city-m-_-27783 > > ეს მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია 2 ერთეული 97მმ სისქის (300X460მმ > ზომის) H13 კლასის ფილტრით, გათვლილია 3მ სიმაღლის ჭერის შემთხვევაში > 75 კვ.მ ფართობის ოთახისთვის; ეს ფილტრები ასევე შეიცავს გააქტიურებული > ნახშირის ფენას, რისი დახმარებითაც ხდება ჰაერში ქიმიური > დამაბინძურებლების (მ.შ. მანქანის გამონაბოლქვი მავნე აირების) > შთანთქმა; ჩვეულებრივ რეჟიმში, როდესაც ჰაერის დაბინძურება იყო მთავარი > პრობლემა (განსაკუთრებით ბავშვებისთვის) ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, > რომ ამ ტიპის ჰაერგამწმენდებით აღჭურვილიყო საბავშვო ბაღები და სკოლები > (ამ საკითხზე > დეტალურადა აღწერილი ჩვენს წერილში მთავრობის ადმინისტრაციისადმი); > დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით ვფიქრობთ ამ ტიპის > ჰარგამწმენდების დაყენება გამართლებული იქნება როგორც კლინიკების > შესაბამის ზონებში (სადაც არის მომატებული რისკი და ცენტრალური > ვენტილიაცია რეცირკულაციის გარეშე ან საერთოდ არ არის, ან ვერ > უზრუნველყოფს უარყოფით წნევას), ისე იმ სახელმწიფო უწყებების შესაბამის > სივრცეებში, სადაც მიუხედავად გამკაცრებული ზომებისა გარდაუვალია > თანამშრომლების ერთ სივრცეში შეკრება (შეხვედრის ოთახები სხვადასხვა > სამინისტროებში, თუ მუნიციპალურ ორგანოებში, პოლიციის და სახანძრო > სამსახურის შენობების საერთო სივრცეები, სატელეფონო "Call Center"-ებში > და სხვა); ასევე კომუნალური მომსახურეობების მიმწოდებელი კომპანიების > სადისპეჩერო სამსახურებში; იმედია პანდემიის რეჟიმი მალე გადაივლის და > თავისთავად ჩვენი რეკომენდაცია იქნება საბავშვო ბაღების და სკოლების > მინ. დაწყებითი კლასების აღჭურვა ამ ტიპის ჰაერგამწმენდი მოწყობილობებით > > დაინტერსების შემთხვევაში მზად ვართ ჰაერის ვენტილიაცია-ფილტრაციის > საკითხებზე დისკუსიაში მონაწილეობისთვის, ასევე შეგვიძლია ზემოთ > აღწერილი მოწყობილობა ფიზიკურად წარმოვადგინოთ პრაქტიკული > პრეზენტაციისთვის; შესაძლებლად მიგვაცნია ასევე მოწყობილობის > პრაქტიკული შესწავლა გახორციელდეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის > ლაბორატორიის მიერ. > ცნობისთვის ლუგარის ლაბორატორია გახსნის დღიდან იყენებს Camfil-ის ფილტრებს; > > მადლობა წინასწარ თანამშრომლობისათვის, > > პატივისცემით, > > მამუკა ლოლაძე > დირექტორი > შპს ტესკო (ტექნიკური სერვისი და კონსალტინგი) ქ.თბილისი, რეგისტრაციის > მისამართი: აღმაშენებლის გამზირი, 195-1 ოფისის მისამართი: მუხრან > მაჭავარიანის ქ. 112-ის ოფისის მიმდებარედ > ტელ: 2 140258 > მ. 599980664 > ელ.ფოსტა:info@tesco.ge > > ----- End forwarded message -----