| From : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| To : | Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Subject : | FW: PPE-სთან დაკავშირებით დასაზუსტებელი საკითხები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 07.05.2020 16:05 |
| Attachments : |
ბატონო ამირან,
გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი პოზიცია დასმულ საკითხებთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
ეკა
From: Alexi Zhvania
Sent: 5 May, 2020 12:10
To: Ekaterine Adamia
Cc: Tamar Gabunia
Subject: FW: PPE-სთან დაკავშირებით დასაზუსტებელი საკითხები
ეკა მოგესალმები,
ვინაიდან, წერილში დასმულ საკითხებზე პასუხის გაცემა სცილდება ადმინისტრაციის კომპეტენციის სფეროს, გიგზავნი ევექსის ჰოსპიტლიდან შემოსულ წერილს, რომელიც შეეხება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და მათ მოხმარების წესებს.
აქვე, დამატებით გაცნობებ, რომ შესყიდული ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სერტიფიკატები და დასკვნები შესაძლებელია იხილოთ/გადამოიწეროთ გაზიარებული ფაილების სისტემიდან (ენისინგი), საქაღალდე „Human Resource Management and International Relations Department“, „AleZhv“, „სერთიფიკატი“ რადგან მათი სიდიდიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნა.
პატივისცემით,
ალექსი
From: Sopio Aspanidze [mailto:s.aspanidze@evex.ge]
Sent: Monday, May 04, 2020 11:04 AM
To: Alexi Zhvania
Cc: George Mindiashvili; Ekaterine Kavtaradze; Irakli Goginava; Nino Sanadze; Tamar Dowse; Mamuka Chkhaidze; Dea Nizharadze
Subject: PPE-სთან დაკავშირებით დასაზუსტებელი საკითხები
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროსგან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალს და ფოთის ჰოსპიტალს გადმოეცა ინდივიდუალური დაცვის საშუალებელი.
რიგ პოზიციასთან მიმართებაში რამდენი საკითხის დაზუსტება გვსურს:
· უნდა ჰქონდეს თუ არა ორმაგი დაცვა?
· უნდა იყოს თუ არა ტენმედეგი?
· უნდა ატარებდეს თუ არა წყალს? - ნაკერებში წყალი ტარდება პირდაპირ, ხოლო თუ წყალს ნებისმიერ სხვა ადგილას დავაყოვნებთ რამოდენიმე ხანს ქსოვილის იმ მონაკვეთშიც ატარებს წყალს (იხ. მიბმული ვიდეო).
· უნდა ატარებდეს თუ არა წყალს? - ნაკერებში წყალი ტარდება პირდაპირ მომენტალურად, ხოლო თუ წყალს ნებისმიერ სხვა ადგილას 4-6 წუთის მანძილზე ზომიერად ტენიანდება, ხელის მოჭერის შემთხვევაში კი პირდაპირ ატარებს წყლის წვეთებს (იხ. მიბმული ვიდეო).
· სათვალეზე არსებული ხვრელი ხომ არ არის აეროზოლის გატარების რისკის მატარებელი?
· თუ არის შესაძლებელი აღნიშნული ფარის მრავალჯერადად გამოყენება?
5. პერსონალური დაცვის ნიღაბი (N95/P2/P3):
· როგორც მოგეხსენებათ, ამოსუნქვის კლაპნის გარეშე რესპირაციულ ნიღბებს აქვს ნაკლები ექსპლოატაციის დრო, რადგან უფრო სწაფად ტენიანდება ნიღბის შიგნით ამოსუნქულ ჰაერში ასებული ტენის დაკავების გამო და რა არის მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ერთი ნიღბის უწყვეტი მოხმარების დრო?
· ამ პოზიციის შეფუთვაზე გარედან 02.2020 მითითებული გამოშვების თარიღად, თუმცა თავად ნიღაბზე დამატებით მითითებულია 2011 და 2015 (იხ. ფოტო), ხომ არ არის ეს გამოშვების ან ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებული?
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ ჰოსპიტალზე გადმოცემული საშუალებები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროტოკოლის მიხედვით მხოლოდ 7 პაციენტის მკურნალობის 14 დღიანი ეპიზოდისთვის არის საკმარისი.
ძალიან მნიშვნელოვანია მოგვცეთ მითითებები აღნიშნულ საკითხებზე.
ველით თქვენ გამოხმაურებას.
მადლობა წინასწარ.
პატივისცემით,
სოფიო ასპანიძე
სერვისების სტრატეგიული მართვის განყოფილების უფროსი
ბელიაშვილის 142 | თბილისი 0159
ტ +995 32 2 55 05 05 (2829) | მობ. +995 551 811000
s.aspanidze@evex.ge | www.evex.ge