| From : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: National consultation and Background ROCA Programme 2021-2025 - Preparatory meeting |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Received On : | 16.06.2020 18:08 |
ეკა,
გიგზავნი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ მეილს, რომელიც ეხება UNODC-ის რეგიონული ოფისის ინიციატივით 2021-2025 წლების პროგრამის შემუშავების მიზნით, საქართველოს შესაბამის უწყებებთან 24 ივნისს შეხვედრის გამართვის საკითხს.
მოსამზადებელი უწყებათაშორისი შეხვედრა (UNODC-თან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს მიზნობრივი უწყებების მონაწილეობით) დაგეგმილია, 2020 წლის 19 ივნისს, 14:00 საათზე.
შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის საშუალებით და მას მოდერაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გთხოვთ, გვაცნობოთ ვინ დაესწრება როგორც მოსამზადებელ, ისე UNODC-თან დაგეგმილ შეხვედრას.
პატივისცემით,
მაიკო
From: Shota Mchedlishvili
Sent: Friday, June 12, 2020 6:47 PM
To: Ana Kvernadze
Cc: ksarajishvili@justice.gov.ge; mbregadze@justice.gov.ge; m.megrelishvili@mia.gov.ge; a.grigoriani@ssg.gov.ge; Nino Shekriladze
Subject: National consultation and Background ROCA Programme 2021-2025 - Preparatory meeting
მოგესალმებით,
გიგზავნით გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის წარმომადგენლობის (UNODC ROCA) ნოტას, რომლის თანახმადაც UNODC-ის რეგიონული ოფისი, 2021-2025 წლების პროგრამის შემუშავების მიზნით, საქართველოს შესაბამის უწყებებს შეხვედრის გამართვას სთავაზობს.
პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეხვედრა დაგეგმილია დისტანციურ ფორმატში, გამართვის თარიღად შემოთავაზებულია 2020 წლის 24 ივნისი.
წერილს თან ერთვის აღნიშნული შეხვედრის დღის წესრიგი.
პოზიციათა შეჯერების მიზნით, მოსამზადებელი უწყებათაშორისი შეხვედრა (UNODC-თან თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი საქართველოს მიზნობრივი უწყებების მონაწილეობით) დაგეგმილია, 2020 წლის 19 ივნისს, 14:00 საათზე. შეხვედრა გაიმართება Zoom პლატფორმის საშუალებით და მას მოდერაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გთხოვთ, განიხილოთ მოსამზადებელ შეხვედრაში თქვენი უწყების წარმომადგენლის მონაწილეობის საკითხის და მ/წლის 17 ივნისის სამუშაო დღის ბოლომდე გვაცნობოთ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.
პატივისცემით,
შოთა მჭედლიშვილი