| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: 'ბოლნისის მუნიციპალიტეტი- ეპიდრეაგირების გეგმა |
| Received On : | 18.04.2020 12:14 |
| Attachments : |
From: Avtandil Talakvadze
Sent: Saturday, April 18, 2020 4:13 PM
To: Tamar Gabunia
Cc: Gvantsa Gasviani
Subject: Re: '
მოგესალმები,
ჩვენ ნაწილზე ეს პოზიცია გუშინ ჩვენ შევთავაზეთ შტაბს რომ ეს შესაძლებლობა გვქონდა და ვადასტურებთ მზაობას
ავთო
From: Tamar Gabunia
Sent: Saturday, April 18, 2020 3:53 PM
To: Zaal Kapanadze; Avtandil Talakvadze; Aleksandre Kalandia; Khatuna Zakhashvili; Amiran Gamkrelidze; Khatuna Zakhashvili; a.kasradze@ncdc.ge; Amiran Gogitidze; dtorua@moh.gov.ge; Besarion Simonishvili; Paata Imnadze
Cc: Gvantsa Gasviani; Ekaterine Adamia; Eka Tikaradze
Subject: 'ბოლნისის მუნიციპალიტეტი- ეპიდრეაგირების გეგმა
ბატონ ამირან გამყრელიძეს
ქალბატონ ხათუნა ზახაშვილს
ბატონ ზაალ კაპანაძეს
ბატონ გიორგი წოწკოლაურს, ქალბატონ თამარ მელიქიძეს
ქალბათონ თინათინ ხარძიანს
გიგზავნით ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ეპი რეაგირების გეგმას, რომელიც დამუშავდა ცენტრალური შტაბის მიერ და შეთანხმებულია პრემიერ მინისტრთან. გთხოვთ უზრუნველყოთ შემდეგი ღონისძიებების დაუყოვნებელი განხორციელება თქვენი კომპეტენციის ფარგლებში:
1. ეპიდემიური აფეთქების მდგომარეობისთვის მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ სასწრაფო წესით უნდა შემოწმდეს კლინიკის რეალური მდგომარეობა (მატერიალურ-ტექნიკური და სამედიცინო ბაზა) და განისაზღვროს კლინიკაში დღეის მდგომარეობით განთავსებული პაციენტების (სულ 40 პირი) ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღნიშნული მიზნად ისახავს იმის დადგენას, თუ რამდენად შესაძლებელია რეალურად კლინიკები გადავიდნენ კორონა ვირუსით ინფიცირებულ პირთა მიმღებებად. – „ბოლნისის ცენტრალური კლინიკა“ მთავრობის 253 დადგენილებით განსაზღვრულია ცხელების კლინიკად. საჭიროა კლინიკის შეფასება და ცხელებიანი პაციენტების მიღებისა და კოვიდის შემთხვევების მკურნალობისთვის მისი მზაობის უზრუნველყოფა. პასუხისმგებელი შესრულებაზე ზაალ კაპანაძე. თინათინ ხარძიანს ვთხოვ უზრუნველყოს პირადი დაცვის საშუალებების და ანტისხეულებზე სწრაფი ტესტების გადაცემა- ამ ეტაპზე 200 ერთეულის ოდენობით.
2. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიეცეს რეკომენდაცია კლინიკას შეწყვიტონ გეგმიური პაციენტების მიღება- 253 დადგენილების თანახმად ეს კლინიკა უკვე განსაზღვრულია როგორც ცხელების კლინიკა. კლინიკის ინფორმირებას უზრუნველყოფს სოციალური მო0მსახურების სააგენტო-თამარ მელიქიძე
3. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ 40 პაციენტს, სასწრაფო წესით უნდა მოხდეს მათთვის კორონა ვირუსის ტესტის აღება, რათა მოხდეს მათი სწორი და დროული დისპოზიცია. ვინაიდან პაციენტები არიან დახურული საკარანტინო ზონიდან, მაღალია მათი ინფიცირების რისკი და სხვა კლინიკა არ მიიღებს მათ, უარყოფითი ტესტის დადასტურების გარეშე. თუ არსებული პაციენტებიდან რომელიმეს დაუდასტურდება ინფიცირება, ისინი სამკურნალოდ დატოვებულ იქნებიან ადგილზე - შედგეს ტესტირების გეგმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მითითების შესაბამისად- პასუხისმგებელი შესრულებაზე 1-ნი ხათუნა ზახაშვილი
4. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოსახლეობის მასიური თერმო-სკრინინგი, რომელსაც განახორციელებენ ჯანდაცვის სპეციალისტები- საჭიროა კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. გთხოვთ ჩართულობას ბ- ბესო სიმონიშვილი და ალექსანდრე კალანდია.
5. თემო-სკრინინგის შედეგად გამოვლენილი შესაძლო ინფიცირებული პირები, რომელთაც აქვთ მწვავედ გამოხატული სიმპტომატიკა, მოთავსებულები იქნებიან მოწყობილ „ცხელების ცენტრებში“, სადაც მოხდება მათგან ტესტების აღება- ტესტირების პროცესის გამართვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მითითების შესაბამისად- პასუხისმგებელი შესრულებაზე ქნი ხათუნა ზახაშვილი
6. ვინაიდან დღეის მდგომარეობით ბოლნისის რაიონს სასწრაფო დახმარების სერვისი მიეწოდება მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. ადგილზე პანდემიური მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, განხილული იქნას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების როტაცია 24 საათიანი ინტერვალით. კერძოდ, შესაძლებელია განხილული იქნას ბოლნისის რაიონში მუდმივად 2 სამედიცინო ბრიგადის განთავსება (ბაზირებულები იქნებიან ბოლნისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ შენობაში). კერძოდ, მეზობელი მუნიციპალიტეტის (მაგ. მარნეული) ბრიგადას დაემატება 2 ბრიგადა, რომელიც დილის საათებში შევა ბოლნისში, განთავსდება სასწრაფოს ახალ შენობაში, 24 საათიანი მორიგეობის დასრულების შემდეგ, დატოვებს კარანტინის ზონას, დაბრუნდება მეზობელ მუნიციპალიტეტში, სადაც მოახდენს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შევსებას და პერსონალის როტაციას- პასუხისმგებელი შესრულებაზე ავთანდილ თალაკვაძე
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.
გთხოვთ დამიდასტუროთ ე-მეილის მიღება და მზაობა განხორციელების დასაწყებად.
ასევე გთხოვთ მომაწოდოთ შესრულების შესახებ ანგარიში ყოველი დღის ბოლომდე- გვანცა გასვიანს ვთხოვ შესრულების სტატუსის სისტემატურ განახლებას.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister