From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : FW: საუნივერსიტეტო კლინიკა - სახელმწიფო შესყიდვა
Cc : Tatia Tsereteli <tatsereteli@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>
Received On : 10.03.2020 13:07
Attachments :

გთხოვთ განიხილოთ და გასცეთ პასუხი.

 

From: Tatia Tsereteli
Sent: 10 March, 2020 17:06
To: Tamar Gabunia
Subject: საუნივერსიტეტო კლინიკა - სახელმწიფო შესყიდვა

 

ქალბატონო თამარ,

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას გაკეთებული აქვს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სახელმწიფო შესყიდვა, რის საფუძვლადაც ასახელებს 29 თებერვალს სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სადაც მათ დაევალათ 70-80 საწოლის, მათ შორის 10 რეანიმაციული საწოლის დამატება.  ასევე 1 მარტს, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრას, სადაც მინისტრის სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე, შესაძენი მასალების და აპარატურის მოცულობიდან გამომდინარე, შესყიდვა განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით.

გიგზავნით ლევან რაზმაძის განცხადებასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელზე.

შესაბამისად ჟურნალისტს აინტერესებს დაავალა თუ არა აღნიშნული ჯანდაცვის სამინისტრომ და თუ კი, მაშინ განხორციელდა თუ არა მსგავსი შეხვედრები, ანალოგიური დავალებებით სხვა ორგანიზაციებთან.

 

პატივისცემით,

თათია წერეთელი