| From : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| To : | Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; b.feradze@gmail.com |
| Subject : | FW: მენეჯმენტის ტრენინგების კანდიდატების წარდგენის შესახებ |
| Cc : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| Received On : | 27.02.2020 12:35 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სამსახურში მენეჯმენტისა და ლიდერობის შესახებ ტრენინგების ჩატარება, რომელიც გამიზნულია სამინისტროებში დასაქმებული პირველი და მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. ტრენინგების ჩატარება იგეგმება შემდეგ თარიღებში: 2020 წლის 4-6 მარტი, 18-20 მარტი, 25-27 მარტი.
აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრენინგების ჩატარება გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მხარდამჭერ ღონისძიებას და გაღებულია მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსი, რისი არგათვალისწინება აზიანებს საერთო ინტერესს. შესაბამისად, გთხოვთ უზრუნველყოთ ზემოაღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა.
ასევე, გთხოვთ უმოკლეს ვადაში, 2020 წლის 28 თებერვლის 12:00 საათისა, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, იმ პირთა შესახებ, რომლებიც დაესწრებიან ზემოაღნიშნულ ტრენიგებს (სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და მეილი)
პატივისცემით,
From: Alexi Zhvania
Sent: 25 February, 2020 17:06
To: Natela Zurabishvili
Subject: FW:
გთხოვთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ შესაბამისი ქმედებები.
პატივისცემით,
ალექსი
From: info [mailto:Info@csb.gov.ge]
Sent: Tuesday, February 25, 2020 4:55 PM
To: Alexi Zhvania
Cc: Irina Aghapishvili; Ekaterine Siradze; Ana Koberidze
Subject: მენეჯმენტის ტრენინგების კანდიდატების წარდგენის შესახებ
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ბიურო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სამსახურში მენეჯმენტისა და ლიდერობის შესახებ ტრენინგების ჩატარება, რომელიც გამიზნულია სამინისტროებში დასაქმებული პირველი და მეორე რანგის პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის. აღნიშნული ტრენინგების ნაწილი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე გაიმართა 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ტრენინგების ჩატარება კვლავ იგეგმება შემდეგ თარიღებში: 2020 წლის 4-6 მარტი, 18-20 მარტი, 25-27 მარტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, ტრენინგზე დასწრების მიზნით, 2020 წლის 28 თებერვლამდე თქვენი უწყებიდან (საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის საქვეუწყებო დაწესებულებებიდან) თანდართული ექსელის დოკუმენტით მოგვაწოდოთ შესაბამისი კანდიდატების სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, მითითებულ ელ-ფოსტაზე: akoberidze@csb.gov.ge შემდეგი გადანაწილებით:
4-6 მარტი - 5 კანდიდატი
18-20 მარტი - 5 კანდიდატი
25-27 მარტი - 4 კანდიდატი
ტრენინგები ჩატარდება სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ (მის. რუსთაველის ქუჩა N 13). ტრენინგის დრო - 10:00 - 17:00.
ძვირფასო კოლეგებო, დონორის თხოვნით აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრენინგების ჩატარება გაეროს განვითარების პროგრამის მხრიდან წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობის მხარდამჭერ ღონისძიებას და გაღებულია მნიშვნელოვანი მატერიალური რესურსი, რისი არგათვალისწინება აზიანებს საერთო ინტერესს. შესაბამისად, გთხოვთ უზრუნველყოთ მონაწილეთა ჩართულობა და დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, დასახელებული კანდიდატურა ჩაანაცვლოთ შემჭიდროვებულ ვადებში.
ტრენინგებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი ანა კობერიძე (საკონტაქტო ტელეფონი: 2192727 (118); 593733700.
პატივისცემით,
სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო