From : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
To : Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Subject : FW: ანტიგენის, ანტისხეულების და PCR ტესტების თაობაზე
Received On : 10.04.2020 16:03

 

 

პჯრ კვლევებისათვის - დაახლოებით 70-100 000 ტესტი (ამ ეტაპზე მარაგებში გვავქს დაახლოებით 2000 ტესტის ჩატარების მარაგი).

 

დაახლოებით 60 000 პჯრ ტესტის შეძენასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლეპარაკებები:

 გერმანელებისაგან, ჯერძოდ ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიისაგან საჩუქრად გამოგზავნილია   2 000  კვლევისათვის საჭირო ტესტები, ამჟამად გზაშია.

კომპანია ოქსიგენთან ხელშკრულების ფარგლებში Eurofin-თან შეკვეთილი 20 000 ტესტიდან 6 000 გზაშია და ველოდებით ამ კვირაში;; 

ასევე შეკვეთილია თერმოფიშერის  10 000 და როშეს 20 000 ტესტი, ჩამოსვლის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით უცნობია

 

ასევე მოლაპარაკებები მიდის  ცეფეიდთან ჯინექსპერზე ჩასატარებელ ტესტებთან დაკავშირებით, რომელიც ჯიექსპერტის მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით საგრძნობლად გააუმჯობესებს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. ამ ტესტებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა მსოფლიოში, რამოდენიმე დღის წინ დაიწყო ცეფეიდმა გამოშვება და დიდი რიგებია, მხოლოდ აპრილის ბოლოსთვის იგეგმება  10 000 ტესტის გამოგზავნა;

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ გართულებულია საერთაშორისო გადაზიდვები, რის გამოც შეუძლებელია ტვირთების ჩამოსცლის ზუსტი პროგნოზის გათვლა. მაგალითად, Eurofin-ის მიერ გამოგზავნილი 6000 ტესტი უნდა ჩამოსულიყო წინა კვირის ხუთშაბათს და დღესაც სავარაუდოდ თურქეთში იმყოფება.

 

დონორებთან მოლაპარაკებები:

საქართველოს ბანკთან მოლაპარაკებების შემდეგ მათ მიერ შეძენილი იქნა კორეის წარმოების 20 000  ტესტი, რომელიც ამ კვირაში (10 აპრილს)  უნდა ჩამოვიდეს.

ასევე დონორების მიერ  შეკვეთილია 20 000 ექსტაქციის კიტები ( არველაძეების ოჯახის ფონდი და სადაზღვევო კომპანია,,ბენეფიტი“).

რუსუდან საბახტარიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაახლოებით  350 000  დოლარის ღირებულების საჩუქარი გადმოგვეცემა აპრილის ბოლომდე 13 000 თერმო ფიშერის კიტები და ციფრული პჯრ აპარატი.

საქართველოში მოქმედმა ქრისტიანთა წარმომადგენლობამ  უკვე შეუკვეთა ევროიმუნის (გერმანია) წარმოების სეროლოგიის კიტები,  ანტისხეულების ელაიზა ტესტები  IgM  (1*96) და IgG (1*96) 10-10 კოლოფი.