| |||||
| |||||
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და
ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, პირველი კატეგორიის უფროსი
სპეციალისტის, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის
დამტკიცების თაობაზე | |||||
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი“-ს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : მუხლი 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიების და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |